რვა წელი გავიდა მას შემდეგ რაც იუნაიტედმა ზედიზედ სამჯერ ვერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. ბოლოს ეს მოხდა 2005 წლის აპრილში, როდესაც "იუნაიტედმა" ზედიზედ "ბლექბერნს", "ნორვიჩს" და დევიდ მოიესის ყოფილ კლუბს, "ევერტონს" გოლი ვერ გაუტანა. ახლა კი, საშიშროება დგას იმისა რომ ეს ანტი-რეკორდი რვა წლის შემდეგ განმეორდეს. თუმცა ეს ფაქტი შოტლანდიელ სპეციალისტს არ აშინებს და ფიქრობს, რომ უეინის შემადგლობაში დაბრუნება ჯერ ნაადრევია. თავად რუნის კი მოუწია გამოეტოვებინა მატჩები მოლდოვასა და უკრაინის ნაკრებების წინააღმდეგ. იგი ამ დროის მანძილზე ოჯახთან ერთად პორტუგალიაში ისვენებდა და ახლახანს ვარჯიშიც განაახლა. თავში მიღებული ჭრილობის გამო დევიდ მოიესი აპირებს რუნი "კრისტალ პალსთან" მატჩში დაასვენოს. დიდი ალბათობით მას მანჩესტერულ დერბიში ვიხილავთ. ზეგის მატჩს რაც შეეხება, სავარაუოდოდ დენი ველბეკი და რობინ ვან პერსი შეეცდებიან ანტი-რეკორდის განმეორების თავიდან აცილებას.