თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2013, 08:27
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1749,
კომენტარები: 5
პეტრუჩი:"პირველი გუნდის ადგილისთვის ვიბრძოლებ"
დავიდ პეტრუჩიმ განაცხადა, რომ მას კიდევ აქვს პირველ გუნდში მოსხვედრის იმედი .....
პეტრუჩი:
დავიდ პეტრუჩიმ, რომელიც ახლა "ანტვერპენში" თამაშობს არენდის სახით, განაცხადა, რომ უარს არ იტყვის "იუნაიტედის" პირველ გუნდში თამაშისთვის.

"მე ვესაუბრე ჯონი ევანსს, რომელმაც ბევრი კარგი რამ მითხრა "ანტვერპენის" შესახებ, ისიც ხომ ამ კლუბის ღირსებას იცავდა ერთ დროს, - აცხადებს პეტრუჩი ManUtd.com-თან ინტერვიუში. - ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო იმისა, რომ ამ კლუბში წამოვედი. ამასთანავე "ანტვერპენს" ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი წვრთნის, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელი გახლდათ. ჩემთვის ეს დამატებითი მოტივაციაა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე არენდით წასვლა. ახლა მე ისეთ ასაკში ვარ, რომ ძალიან მჭირდება სათამაშო დრო. რეზერვებში თამაში ძალიან კარგია და იქ ყოველ წელს ერთ ტიტულს მაინც ვიგებდი. ახლა კი ერთი ნაბიჯით წინ წასვლა გახდა საჭირო. რეზერვებში იმდენს ვერ მივაღწევდი, რასაც უკვე არენდის დროს მივაღწიე."

"ვფიქრობ, დევიდ მოიესს უჭირს,რადგან ის სულ ახლახანს გამოვიდა ჩვენთან და მხოლოდ პირველ გუნდზე აკეთებს აქცენტს. ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ მე ჩემს თავზე უნდა ვიფიქრო და შევძლო უკეთესად თამაში. იმედია, მწვრთნელი ამას შეამჩნევს და უკან დავბრუნდები."

პეტრუჩის ცოტა არ გაუმართლა, როდესაც სეზონის დასასრულს "პიტერბრო იუნაიტედში" შესანიშნავი თამაშის შემდეგ ტრავმა მიიღო. იტალიელ ახალგაზრდას ძალიან ბევრი უიღბლობა დაემართა, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია უორენ ჯოისის გუნდში.

"მე თავს კარგად ვგრძნობდი, - გაზი გაუსვა დავიდმა. - წარსულში ცუდი ტრავმები მქონდა, მაგრამ რაც არ გკლავს, გაძლიერებს. ეს ჩემი აზრია. ამის შემდეგ კი, როდესაც ტრავმას ვიღებ, ვცდილობ უკეთესად ვითამაშო და უფრო მეტი დავამტკიცო. იმედი მაქვს, რომ "იუნაიტედში" დავბრუნდები და პირველ გუნდშიც ვითამაშებ."

წყარო:http://www.manutd.ru
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
10 სექტემბერი 2013 08:28
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ნამდვილად მებრძოლი ბიჭია და ასეთები არ უნდა დავკარგოთ...
0
№2
ავტორი: I L C
10 სექტემბერი 2013 11:24
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
არ მაქვს ამის თამაში ნაყური მაგრამ იმედია კაია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: BERDI
10 სექტემბერი 2013 11:49
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ნიჭიერია და კარგი მოთამაშეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: red devil
10 სექტემბერი 2013 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ar vici ar maq amis tamashi nanaxi da rogoria?
0
№5
ავტორი: N10
10 სექტემბერი 2013 14:48
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
ამის ტამაში არ მაქ ნანახი მარა თუ კარგი ვინმეა კარგია მარა როჯაზე ჯერჯერობით არმევასება wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top