ჯესი ლინგარდით და მაიკლ კინით "ბირმინგემი" და "ბლექბერნი" არიან დაინტერესებულნი. "ბირმინგემის" მთავარ მწვრთნელ ლი კლარკს სურს "წითელი ეშმაკუნების" ნახევარმცველის ჯესი ლინგარდის არენდით აყვანა, იმ შემთხვევაში, თუ "იუნაიტედი" გაუშვებს ახალგაზრდა ფეხბურთელს.
20 წლის ლინგარდმა წარმატებულად ჩაატარა სეზონი "ლესტერში" და ასევე ძალიან კარგად ითამაშა წინასასეზონოდ აზიურ ტურნეში "იუნაიტედის" შემადგენლობაში. ახლა კი მას კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი ჩემპიონშიპში ითამაშოს. ამასთანავე კლარკი უნდა დარწმუნდეს, მზად არის თუ არა "ბირმინგემი" ამ გარიგებისთვის.
"მე ყოველთვის ვცდილობ გუნდის გაძლიერებას, - აცხადებს კლარკი. "ვაპირებ ნახევარმცველის გადმობირებას და ამას გავაკეთებ."
ამასთანავე "ბლექბერნი" დაინტერესებულია "იუნაიტედის" ასხალგაზრდა მცველის მაიკლ კინის არენდით. 20 წლის კინმა შესანიშნავად ჩაატარა U21 მატჩი მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ.