თბილისი:
მანჩესტერი:
8-09-2013, 22:21
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2080,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის" მოთამაშეები ეროვნულ ნაკრებებში
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში....
დენი ველბეკი - მან შესანიშნავად იასპარეზა მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ და დუბლიც გაიფორმა, რომელიც საერთო ჯამში ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა 4-0 მოიგო.

დენიმ ასევე მონაწილეობა მიიღო პირველ გოლში, როდესაც სტივენ ჯერარდმა გახსნა ანგარიში. მეორე გოლის გატანა კი რიკი ლამბერტმა შეძლო, რომელიც ტრავმირებული უეინ რუნის ნაცვლად გამოვიდა მინდორზე.

ველბეკმა გოლი ორივე ტაიმში გაიტანა: პირველი ტაიმის მიწურულს, რიკი ლამბერტმა დენის პასი გაუკეთა და მანაც არ დააყოვნა გოლის გატანა. მან მოახერხა შვიდი გოლის გატანა რვა დარტყმიდან კარის ჩარჩოში. 50 წუთზე "წითელმა ეშმაკუნამ" კიდევ ერთხელ მოახერხა კარის დალაშქვრა, როდესაც ნამაშკოს თავზე გადაუგდო ბურთი.

იმისდა მიუხედავად, რომ ველბეკმა რამდენიმე შანსის გამოყენება ვერ შეძლო, მან მაინც შესანიშნავად ჩაატარა მატჩი. სამწუხაროდ ინგლისელი ფორვარდი ვერ შეძლებს უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს, რადგან მან მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება ეშლი იანგს, მაიკლ კერიკს, კრის სმოლინგს და ტომ ქლევერლის, რომლებიც მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ, შესაძლოა მათ უკრაინასთან მოახერხონ თამაში.

ჯონი ევანსი და ნანი: ორი მანჩესტერელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რონალდომ სამი შესანიშნავი გოლის გატანა მოახერხა და პორტუგალიელებმა ჩრდილოეთ ირლანდიელები 4-2 დაამარცხეს. პირველი ტაიმის დასაწყისში ირლანდიელები წინ გაიჭრნენ მოულოდნელად და ანგარიში 1-2 გახადეს მათ სასარგებლოდ, მეორე გოლის ასისტი კი სწორედ ევანსი გახლდათ. შემდეგ მინდორზე მეირელეშის ნაცვლად ნანი შემოვიდა და პორტუგალიელებმა შესანიშნავი "ქამბექი" გააკეთეს. პორტუგალიელი ელდერ პოშტიგა პირველ ტაიმში გააძევეს, ხოლო ირლანდიელებმა ორი კაცი დაკარგეს და მატჩი ცხრა კაცით დაასრულეს.

მარუან ფელაინი: მან მონაწილეობა მიიღო ბელგიისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის დაპირისპირებაში, სადაც მისმა ნაკრებმა 2-0 იმარჯვა შოტლანდიელებზე. "იუნაიტედის" ახლად შეძენილი ფეხბურთელი 68 წუთზე შეცვალა კევინ მირალიასმა, რომელმაც შემდეგ გოლი გაიტანა.

პატრის ევრა: საფრანგეთმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ფრედ 0-0 ითამაშა, რაც ფრანგებისთვის ცუდი შედეგია.

რობინ ვან პერსი: ჰოლანდიის 9 ნომერი დაეხმარა არიენ რობენს შესანიშნავი გოლი გაეტანა. ესტონეთის ნაკრებმა შეძლო ჯერ გათანაბრება, ხოლო შემდეგ წინ გასვლა. მატჩი სრულდებოდა 1-2 ესტონელების სასარგებლოდ, როდესაც 94 წუთზე რობინ ვან პერსიმ თერთმეტ მეტრიანის ნიშნულიდან გოლი გაიტანა და ჰოლანდიის ნაკრები იხსნა წაგებისგან.

შინჯი კაგავა: იაპონელმა მეორე გოლში მიიღო მონაწილეობა, მან საგოლე გადაცემა გააკეთა. იაპონიის ეროვნულმა ნაკრებმა გვატემალას 3-0 სძლიეს. "წითელი ეშმაკუნების" შემტევმა ნახევარმცველმა 75 წუთი ითამაშა მინდორზე.

ხავიერ ერნანდესი: მან შეხედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. მექსიკელები წინ 6 წუთზე გავიდნენ და ეს ანგარიში ერთი საათის განმავლობაში შეინარჩუნეს. ხოლო შემდეგ ჰონდურასმა შეძლო და ორი გოლის გატანა. შეცვლაზე შემოსულმა ჩიჩარიტომ კი ვეღარაფერის გაეკთება შეძლო. საბოლოოდ მექსიკამ 2-1 წააგო.

ანტონიო ვალენსია: ეკვადორიის ეროვნულმა ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1-0 დათმო. მეორე ტაიმში ანტონიო ვალენსიამ პენალტის მოპოვება შეძლო, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა გოლის გატანა ვერ შეძლო.

ანხელო ენრიკესი: ანხელო მატჩის მიწურულს შემოვიდა მინდორზე, როდესაც არტურო ვიდალმა გოლის გატანა შეძლო. სამწუხაროდ მან თავი ვერ გამოიჩინა.

წყარო:http://www.manutd.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: love united
8 სექტემბერი 2013 22:25
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ევრას დირკა ფართი ქონდა საქართველოსთან... troll
0
№2
ავტორი: ლადო
8 სექტემბერი 2013 22:29
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ამ მატჩებში ველბეკი იყო საუკეთესო...კაგავაც შედის ფორმაში, კარგ პასებს აკეთებდა ძალიან...
0
№3
ავტორი: BERDI
8 სექტემბერი 2013 22:41
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
უელბეკმა გაიბრყინდა და ევრაზე რა ვთქვა ;D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: red devil
8 სექტემბერი 2013 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Kagawas satamasho dro chirdeba. rato ar atamasheben? :(
0
№5
ავტორი: Zizou
8 სექტემბერი 2013 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ევრა სახით ათრიეს თბილისში და რათ გვინდა კოენტრაოო wink
0
№6
ავტორი: Jubo
8 სექტემბერი 2013 23:24
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
როგორ მოხდა ჩიჩამ არ გაიტანა wink დანის საღოლ წითელი ფორმითაც გაიტანოს ხანდახან რა იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: chicha_chicha14
8 სექტემბერი 2013 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
ასწორებს მანჩესტერის ფეხბურთელი ვნახე ცოცხლად
0
№8
ავტორი: GeorgeBest
8 სექტემბერი 2013 23:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საფრანგეთმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ფრედ 0-0 ითამაშა, რაც ფრანგებისთვის ცუდი შედეგია


კარგია რა megustamucho
0
№9
ავტორი: I L C
9 სექტემბერი 2013 12:24
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
გასულ კვირას ვნახე ევრა :) მაგარი კაცია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№10
ავტორი: buka oboladze
9 სექტემბერი 2013 15:10
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
უელბეკმა მანჩესტერში ქნას რამე ნაკრებში რომ იგიჟებს თავს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top