"მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე-მოადგილემ ედ ვუდვორდმა განაცხადა, რომ გლეიზერების ოჯახი არ აპირებს გაყიდოს "იუნაიტედი" და ამით დატოვოს იგი.
მიუხედავად იმისა, რომ გლეიზერებმა კლუბის 10 % გაყიდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახი მთლიანად მიყიდის "იუნაიტედს" რომელიმე ამერიკულ ოჯახს.
"ინტერესი ამ გუნდის მიმართ არ შეიძლება არ იყოს. ეს არის ფენომენალური ბრენდი და კლუბი, ამიტომაც გლეიზერების ოჯახი არ აპირებენ "იუნაიტედის" გაყიდვას. ისინი აპირებენ კიდევ დიდ ხანს დარჩენას.
ახლა გლეიზერებს აქვთ ძალიან წარმატებული ბიზნესი, ამიტომაც მათ შეუძლიათ მშვიდად განაცხადონ: ჩვენ არაფერს არ ვყიდით. ვერ ვხედავ მიზეზებს, რომლების გამოც მათ შეუძლიათ "იუნაიტედის" დატოვება" - ციტირებს ვუდვორდს Тalk SPORТ