ცნობილი გამოცემა Mirror იტყობინება, რომ "იუნაიტედი" განიხილავს ახალგაზრდა ფეხბურთელის ადნან იანუზაის "ბლექბერნში" არენდით გაშვების შესაძლებლობას.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ვარსკვლავმა შესაძლოა ეს სეზონი "ბლექბერნში" არენდით გაატაროს. იმ ფაქტს, რომ იანუზაი შეიძლება "ბლექბერნში" გადავიდეს ისიც ადასტურებს, რომ დევიდ მოიესმა ის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა.
"ბლექბერნის" აღმასრულებელი დირექტორი დერეკ შოუ, იმედოვნებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელთან მისი ურთიერთობა, "ბლექბერნს" ანდან იანუზაის არენდით აყვანის შესაძლებლობას გაუადვილებს.