"მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე კაპიტნის განცხადებით, 28 ოქტომბერს "იუნაიტედი" წარმატებას მიაღწევს "ჩელსისთან" და ეს ყველაფერი გამოწვეული იქნება, იმით, რომ "იუნაიტედს" ჭირდება ქულები და ამავდროულად დროა "ჩელსიმ" წაგების გემო იწვნიოს. გარდა ამისა პატრის ევრამ ისაუბრა ახალ "იუნაიტედზე" და ახალ ფეხბურთელებზე. მისი აზრით ვან პერსი ნამდვილი გოლეადორია, მან ყველა ახალწვეული კარგად დაახასიათა და ის მოხარულია, რომ ახლებს კარგად შეეწყო. "სერ ალექს ფერიუსონმა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი "იუნაიტედი" ანახა გულშემატკივრებს, ამ 25 წლის განმავლობაში, ყველაფერი წინ არის და ჩვენ მალე უფრო ძლიერ გუნდს ვიხილავთ." - პატრის ევრა "ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება წინ და აუცილებელია კონცეტრირება, რომ ყველა თამაშში წარმატებას მივაღწიოთ, ამისათვის ჩვენ ვვარჯიშობთ და ყველანაირად ვეცდებით, გულშემატკივართა იმედები არ გავაცრუოთ." განაცხადა ევრამ "ეს "იუნაიტედია" აქ ძალიან ბევრის წარმოჩენაა საჭირო, მე ვეცდები უკეთესი თამაში ვითამაშო და შევინარჩუნო ფორმა." დაასრულა პატრის ევრამ, "იუნაიტედის" ვიცე კაპიტანმა.