თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2012, 16:41
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3645,
კომენტარები: 19
ერიკ კანტონა: ფეხბურთელი და მხატვარი
როგორ შეიძლება იფიქრო ფულზე, როდესაც გულშემატკივარი ხარჯავს პურის ფულს, იმისათვის რომ შენს გამო სტადიონზე მოვიდეს?
ერიკ კანტონა: ფეხბურთელი და მხატვარი
Redarmy.Ge გთავაზობთ ერიკ კანტონას ინტერვიუს, რომელიც მან მისცა Four Four Two-ს, რომელშიც ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი პასუხობს გულშემატკივრების კითხვებზე.


ბედნიერი ბავშვობა გქონდათ, თუ ისეთივე უჟმური იყავით, როგორც საფეხბურთო მოედანზე?

- მე ბედნიერი ბავშვი ვიყავი. მე კარგი და მეგობრული ოჯახი მყავდა, რომელმაც არაჩვეულებრივი განათლება მომცა. ჩვენ ყველას პატივს ვცემდით და ვტკბებოდით ცხოვრებით. ვმღეროდით, ვიღიმებოდით და გვიყვარდა ერთმანეთი.

რა მოგონებები გახსოვთ გი რუზე (ერიკის მწვრთნელი ოსერში)?

- მარსელში სახლი დავტოვე, იმისათვის რომ ჩემი თავი ოსერში გამომეცადა. 15 წლის ასაკში მე 600 კილომეტრის გავლა მომიწია, იმის გამო რომ იქ მოვხვედრილიყავი. ჩვენთვის, უბრალო ბავშვებისთვის იგი, მეორე მამად იქცა. მე მიყვარდა და ვაფასებდი მას. გი რუმ დაგვარწმუნა ჩვენ ყველა, რომ საფეხბურთო გუნდს შეუძლია დიდი ოჯახი გახდეს ფეხბურთელისთვის. აქ ვიპოვე ჩემი ახალი ოჯახი.

რაიყო თქვენთვის მთავარი სტიმული? წარმატება? ფული? დიდება?

- წარმატება და დიდება-ეს სიტყვები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან? (დიდი პაუზა). მე ვფიქრობ, ყოველთვის მამოძრავებდა მხოლოდ ის მიზანი, რომ მინდოდა გავმხდარიყავი დიდი ფეხბურთელი. მინდოდა გამეკეთებინა ეს ჩემთვის და რა თქმა უნდა, გუნდისთვისაც. მინდოდა მომეგო რაც შეიძლებოდა მეტი თასი. კარიერის დასრულება გადავწყვიტე მაშინ, როდესაც მივხვდი, რომ ყველაფერი მაქვს რაზეც სხვა ფეხბურთელი მხოლოდ ოცნებობდა. აი მაშინ დავკარგე თამაშის სურვილი. როდესაც გაქვთ სურვილი, მაშინ გაქვთ მოტივაციაც. როდესაც გაგიქრებათ სურვილი, შესაბამისად გაქრება მოტივაციაც. ფული? არა. თქვენთვის, რომ შემოეთავაზებინათ ინგლისის თასის ფინალში თამაში 100 ფუნტად, უარს იტყოდით? ვფიქრობ, რომ არა. არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა ფინალში, მაგრამ არავისთვის არ გადამიხდია ამის გამო ფული. ეს ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. რა თქმა უნდა, მე ფულს მიხდიდნენ, მაგრამ მე მზად ვიყავი უფასოდაც მეთამაშა. როდი იყო, რომ ფინანსები აძლევდა მოტივირებას ფეხბურთელს, არამედ ოცნება. როგორ შეიძლება იფიქრო ფულზე, როდესაც გულშემატკივარი ხარჯავს პურის ფულს, იმისათვის რომ შენს გამო სტადიონზე მოვიდეს? ფეხბურთი გულშემატკივრების სისხლშია და ჩვენც მათვის ვთამაშობდით.

ჩვენ არაერთი ჭორი ვიცით, მაგრამ თქვენ არასდროს არ ეთანხმებოდით ამას. ამიტომ გვითხარით, რატომ დატოვეთ ლიდსი?

- ცუდი დამოკიდებულება მქონდა ლიდსის მწვრთნელთან ჰოვარდა უილკინსონთან. ჩვენი საფეხბურთო ხედვა სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ლიდს კლასიკური სტილი ჰქონდა არჩეული, მცველებს ბურთი გამოჰქონდათ საჯარიმოდან და ჩვენ უნდა გვერბინა ამ დაკარგული ბურთის დასაბრუნებლად. მაგრამ თამაშის ეს სტილი აუცილებელი იყო ჩემთვის, რადგან აქედან გავეცანი ინგლისურ ფეხბურთს. მაგრამ, თუ მე თავს არაკომფორტულად ვგრძნობ სადმე, ვცდილობ დავტოვო ის ადგილი. ალბათ ამიტომ მქონდა სხვა გუნდებშიც პრობლემები. არსად, არცერთ სხვა გუნდში არ შემხვედრია ისეთი ატმოსფერო, რომელიც მე დამხვდა იუნაიტედში. მე დრო მჭირდებოდა. ვეძებდი ჩემს შესაფერის გუნდს და არ ვნებდებოდი. ეს იგივე შემთხვევაა რაც ქალთან ურთიერთობა. არის პერიოდი, რომ ეძებთ ისეთ ადამიანს რომელთანაც შეგიძლიათ თავი ბედნიერად იგრძნოთ, მაგრამ ვერ პოულობთ. შეგიძლიათ მოატყუოთ საკუთარი თავი, მაგრამ დამერწმუნეთ ეს სიკეთით არ დასრულდება.

ექვსი თვით ადრე, სანამ თქვენ იუნაიტედში გადახვიდოდით, თქვენ ეწვიეთ ოლდ ტრაფორდს, როგორც ლიდსის ფეხბურთელი. გახსოვთ ის მომენტი, როდესაც გულშემატკივრები ტაშით შეგეგებენ? წარმოუდგენელი იყო, მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრები დიდი პატივით შეხვდნენ ლიდსის ფეხბურთელს.

- ნებისმიერი ადამიანი ოცნებობს ამაზე. თუ ოდესმე ასეთი შემთხვევა მოგივათ, დამერწმუნეთ თქვენ უბედნიერესი ადამიანი იქნებით მთელ დედამიწაზე. როდესაც პირველად გამოვედი იუნაიტედის შემადგენლობაში, მე ვიგრძენი ნამდვილი დეჟავიუ.

------
მოგწონდათ თუ არა მანჩესტერის კულტურა? უსმენდით თუ არა The Smiths, Stone Roses და Oasis? გენატრებათ თუ არა მანჩესტერში ცხოვრება?

- დიახ, მე მომწონდა ეს ჯგუფები. ზოგს იქ გადასვლამდე ვუსმენდი. რა თქმა უნდა, მე ძალიან მენატრება მანჩესტერში ცხოვრება. ამ ქალაქში განვიცადე ყველაზე დიდი ემოციები. ამ ქალაქში დიდი ენერგიაა, რომელიც ფეხბურთში გამოიხატება. ალბათ ამ ყველაფერს ხანდახან წვიმა აფუჭებდა. დიდი ხნის ამბავი არარის, იქ დავბრუნდი ფილმის გადასაღებად და ერთი თვის განმავლობაში ვცხოვრობდი. ამ ქალაქს ისეთი ადგილები გააჩნია, რომ უფლება არ გაქვს არ დაათვალიერო. ვგრძნობ დიდ ენერგიას, რომელიც ამ ქალაქის ისტორიიდან მოდის.

რატომ თამაშობდით აწეული საყელოთი?

- ეს ჩემი აზრი არ იყო. ერთი ცივი დღე იყო და მაშინ თამაში გვქონდა, მე უბრალოდ ავიწიე ჩემი საყელო და მომეწონა. იმ დღეს გავიმარჯვეთ, საყელოს აწევა კი ჩვევად დამრჩა.

რა აზრი მოგდით თავში, როდესაც იხსენებთ იმ კუნგ-ფუს ეპიზოდს? არასდროს არ გიფიქრიათ, რომ მაგ ნახტომის შემდეგ თქვენ შეგეძლოთ ფეხი მოგეტეხათ?

- მხოლოდ ერთს ვნანობ-რატომ არ დავარტყი უფრო ძლიერად. კიდევ ერთი შანსი რო მომცეს ღმერთმა, ხელიდან არ გავუშვებდი.


როდესაც დისკვალიფიკაციიდან დაბრუნდით, ქალაქგარეთ გაჩნდა ესეთი სურათი წარწერით:"არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც დავმარხე უიმბილდონის გულშემატკივარი". გააქვთ ნანახი?

- დიახ, მე მაქვს ნანახი ეგ სურათი. მომეწონა მისი წარწერა. დიდი მადლობელი ვარ გულშემატკივრების მხარდაჭერით. ამით ისინი ძალიან დამეხმარენ. მათ სიყვარულის გამო დავრჩი მე მანჩესტერ იუნაიტედში.

აბობდნენ, რომ თქვენ მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატში თამაშობდით კარგად, ევროპაში კი ვერაფერს ვერ აკეთებდით.

- ჩემპიონთა ლიგაში არაერთი გოლი მაქვს გატანილი. 45 მატჩიდან საფრანგეთის შემადგენლობაში 20 გოლი გავიტანე. განა ეს ცუდი შედეგია? (იღიმის). როდესაც თქვენ თავდამსხმელად თამაშობთ, ყოველთვის ასე გამომწვევად ლაპარაკობენ. თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ 10 მატჩი და გაიტანოთ 5 გოლი, დანარჩენში კი საგოლე გადაცემები აკეთოთ. მაგრამ პრესა ყოველთვის ფეხბურთელის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს. აი ამიტომ მე დიდად არ ვაქცევ ყურადღებას მათ ლაპარაკს.

როი კინმა ერთხელ თქვა, რომ თქვენ საუკეთესო შემსრულებელი ხართ-ერთი-ერთზე. რატომ იყავით ამ ასპეკტში ასეთი წარმატებული?

- ამისთვის ძალიან ბევრი მაქვს ნაშრომი. თუ თქვენ დიდი დრო გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ დააკვირდეთ თუ რა პოზიციაზე იმყოფება მეკარე. ხანდახან საჭიროა ცივსისხლიანობაც, ხანდახან კი დაარტყათ და დარჩეთ იმის იმედზე თუ საით წავა ბურთი. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი ძალიან ვჯავრობდი. ბევრი გოლი გამქონდა ვარჯიშებზე მაგრამ მომენტებს ვერ ვიყენებდი მატჩებში. ამ შემთხვევაში დიდ როლს გამოცდილება თამაშობს.

რომ შემოგთავაზონ ერთი წლით თამაში მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში, რომელს აირჩევდით? იუნაიდედის გარდა.

- აღარ მინდა ფეხბურთის თამაში. უკვე გითხარით, რომ თამაშის სურვილი დავკარგე.

რას ფიქრობთ გლეიზერებზე? იზიარებთ თუ არა გუნდის გულშემატკივრების აზრზს მათან დაკავშირებით?

- სიმართლეს გეტყვით და ვერ ვხვდები თუ რატომ არიან ისინი ასე აღშფოთებულები დღევანდელი მართველებით. გუნდის ფილოსოფია არ შეიცვლება სანამ გუნდს სათავეში ფერგიუსონი უდგას. აი როდესაც იგი წავა, ჩვენ ძალიან ბევრი სანერვიულო გვექნება. დღეს კი გუნდს არანაირი პრობლემა არ აქვს. სერ ალექსი უდიდესი ადამიანია, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს ამ გუნდში. ბილეთებისა და ფინანსების გარდა.

გწყდათ თუ არა გული, რომ არ იყავით გუნდში 1999 წელს?

- როდესაც შენი გუნდი იმარჯვებს, მაშინ ყოველთვის გინდა მასთან ერთად იყო. მაგრამ იმ მომენტისთვის მე შორს ვიყავი ფეხბურთისგან. ფაქტიურად ყველა ფეხბურთელს ვიცნობდი იმ გუნდიდან. მე ბედნიერი ვიყავი მათი წარმატებით. რა თქმა უნდა, მე მინდოდა იმ დღეს მოედანზე ყოფნა.

თქვენი აზრით, ვინ არის საუკეთესო "შვიდიანი" იუნაიტედში-ბექჰემი თუ რონალდუ?

- ეს ორი ფეხბურთელი აბსოლიტურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მათ მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო, ორივე ფეხბურთელმა დიდი წარმატება მოუტანა გუნდს. აქედან გამომდინარე, ორივე ფეხბურთელი უდიდესია.

თვლით თუ არა საკუთარ კარიერას წარმატებულად?

- ძალიან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. იცით, ფეხბურთი ეს ჩვეულებრივი ნახატია, ფეხბურთელი კი მხატვარი. ყოველი ნახატი კარგი არ გამოდის, ამიტომ არსებობს ხელოვნება, რომელიც საშუალებას გვაძლევს დაგვეხმაროს ამ ნახატის აზრის გამოტანაში. ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს ოფიციანტი თუ მებაღე, აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი. მთელი აზრი იმაში მდებარეობს, თუ რამდენად კარგი იყავით თვითონ თქვენ. მე მინდოდა, რომ ჩემით აღფრთოვანებული ყოფილიყო ყველა. ამიტომ მე არასოდეს ვნებდებოდი. ძალიან მიყვარს მხატვარის ნამუშევარი, რომელიც ფიქრს მაიძულებს. მომწონს აზრები, რომლებიც იმ მომენტში მომდის.თუ ადამიანი იტყვის ნახატზე :" კარგი რა, ეს უბრალოდ შავ-თეთრი ნახატია"-ასეთ პიროვნებასთან მე კავშირს არ დავიჭერ.
სტატიები
19 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
26 ოქტომბერი 2012 22:36
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
წარმატება და დიდება-ეს სიტყვები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან? (დიდი პაუზა). მე ვფიქრობ, ყოველთვის მამოძრავებდა მხოლოდ ის მიზანი, რომ მინდოდა გავმხდარიყავი დიდი ფეხბურთელი. მინდოდა გამეკეთებია ეს ჩემთვის და რა თქმა უნდა, გუნდისთვისაც. მინდოდა მომეგო რაც შეიძლებოდა მეტი თასი. კარიერის დასრულება გადავწყვიტე მაშინ, როდესაც მივხვდი, რომ ყველაფერი მაქვს რაზეც სხვა ფეხბურთელი მხოლოდ ოცნებობდა. აი მაშინ დავკარგე თამაშის სურვილი. როდესაც გაქვთ სურვილი, მაშინ გაქვთ მოტივაციაც. როდესაც გაგიქრებათ სურვილი, შესაბამისად გაქრება მოტივაციაც. ფული? არა. თქვენთვის, რომ შემოეთავაზებინათ ინგლისის თასის ფინალში თამაში 100 ფუნტად, უარს იტყოდით? ვფიქრობ, რომ არა. არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა ფინალში, მაგრამ არავისთვის არ გადამიხდია ამის გამო ფული. ეს ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. რა თქმა უნდა, მე ფულს მიხდიდნენ, მაგრამ მე მზად ვიყავი უფასოდაც მეთამაშა. როდი იყო, რომ ფინანსები აძლევდა მოტივირებას ფეხბურთელს, არამედ ოცნება. როგორ შეიძლება იფიქრო ფულზე, როდესაც გულშემატკივარი ხარჯავს პურის ფულს, იმისათვის რომ შენს გამო სტადიონზე მოვიდეს? ფეხბურთი გულშემატკივრების სისხლშია და ჩვენც მათვის ვთამაშობდით.
მარტო ამ სიტყვების გამო უნდა გიყვარდეს ეს ადამიანი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: UTD-Rule
26 ოქტომბერი 2012 22:38
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ViDa,
საღოოოოლ ლაშაა love წავიდა ფავორიტებში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Vittou
26 ოქტომბერი 2012 22:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 140
- ძალიან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. იცით, ფეხბურთი ეს ჩვეულებრივი ნახატია, ფეხბურთელი კი მხატვარი. ყოველი ნახატი კარგი არ გამოდის, ამიტომ არსებობს ხელოვნება, რომელიც საშუალებას გვაძლევს დაგვეხმაროს ამ ნახატის აზრის გამოტანაში.


ამ სიტყვებმა აღმაფრთოვანა : )

იცი შენ ეს თამაში ! და მადლობა ესეთი კარგი სიახლისთვის good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
We will keep that red flag flyin high
№4
ავტორი: Red Hooligan
26 ოქტომბერი 2012 22:40
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ViDa,
საღოლ ძმა.....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№5
ავტორი: Amanda Seyfried
26 ოქტომბერი 2012 22:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
აუ რა კაცია მეფე ერიკი love
0
№6
ავტორი: Ví Ví
26 ოქტომბერი 2012 22:43
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ძააან მაგარი კაცია რა
0
№7
ავტორი: ViDa
26 ოქტომბერი 2012 22:45
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
სურათებს ეხლავე ჩავამატებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№8
ავტორი: VaRdo
27 ოქტომბერი 2012 00:17
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მალადეც ძმაააო love საღოლ საღოლ. მაგარი სიახლეა და ეეთი სიახლეები წევს საიტის რეიტინგს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: chudikone
27 ოქტომბერი 2012 00:48
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძაან მაგარი სტატიაა derpstare
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: rooney-nika
27 ოქტომბერი 2012 09:20
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
კანტონა მაგარი კაცია.... სააღOლ ლაშა, მადლობა ამ სიახლისათვის derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top