"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კარის დარაჯი ფიქრობს, რომ შესაძლებელია მან კარიერა ნაადრევად დაასრულა.
"ფეხბურთი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მე მსურდა იმდენ ხანს თამაში რამდენსაც შევძლებდი, მაგრამ როდესაც ვუყურებ პოლ სქოულზს და რაიან გიგზს, ვფიქრობ ხოლმე, შეიძლება ნაადრევად დავასრულე კარიერა.
ცხოვრება - მშვენიერი რამაა. ნებისმიერს ვურჩევ, რომ მისი ყველა მომენტით დატკბეს. უფრო მეტ დროს ოჯახთან ერთად ვატარებ და ისე ხშირად არ ვფრინავ, როგორც ადრე. მაგრამ არაფერი არ შემიცვლის იმ სიამოვნებას, როდესაც კარგ სეივს გააკეთებ და მოედანი შენ გიმღერის ან როდესაც გუნდმა გოლი გაიტანა და მნიშვნელოვან მატჩს იგებს".
როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოვა "სტემფორდ ფრიდჯზე" სათამაშოდ ედვინი ტრიბუნაზე იქნება, რათა მხარი დაუჭიროს თავის ყოფილ გუნდს. "როდესაც "მანჩესტერში" ვთამაშობდი არც ისე ხშირად ვამარცხებდით "ჩელსის", ამიტომაც მატჩი ძალიან დაძაბული იქნება.
მათ თამაშის სტილი შეცვალეს. ახლა ისინი დიდ აქცენტს თავდასხმაზე აკეთებენ. მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავთ ცენტრალურ ზონაში, სადაც "იუანიტედს" რამოდენიმე პრობლემა აქვს. ამ სეზონში "იუნაიტედს" არ უთამაშია ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი "ტოტენჰემთან" გარდა, სადაც სამწუხაროდ დამარცხდნენ. ეს მატჩი ძალიან დიდი გამოცდა იქნება" - ციტირებს ედვინს The Independent