თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2013, 21:39
ავტორი: love united,
ნანახია: 2247,
კომენტარები: 3
ვან პერსი:აგვისტოს თვის საუკეთესო
რობინ ვან პერსიმ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა...
ვან პერსი:აგვისტოს თვის საუკეთესო
რობინ ვან პერსი "იუნაიტედის" აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა.ფანების უმეტესმა ნაწილმა სწორედ მას მისცა ხმა გამოკითხვაში, რომელსაც მანჩესტერის ოფიციალური საიტი ატარებდა:"ყოველთვის სასიამოვნოა პრიზების მოგება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებას ის გულშემატკივრები იღებენ, ვინც ყოველ კვირას უყურებს ჩვენ მატჩებს, არ აქვს მნიშვნელობა ის "ოლდ ტრაფორდზე" იმყოფება, თუ საერთოდ სხვა ქვეყანაში.ასე რომ, ყველა ფანს მადლობას ვუხდი, ვინც მე მომცა ხმა.მე გავიტანე ოთხი გოლი, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი.მთავარია გუნდმა კარგად დაიწყო ახალი სეზონი".

ჰოლანდიელმა 2-ჯერ გაიტანა "ქომუნითი შილდის" თასის ფინალში "უიგან ატლეტიკის" წინააღმდეგ, შემდეგ კი ამდენივე გოლი გაუტანა "სუონსის" პრემიერ ლიგის მატჩში."ჩელსისთან" მატჩამდე ის ლიდერობდა ბომბარდირთა დავას.სულ აგვისტოს საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის სამი მოთამაშე იბრძოდა.რობინმა ხმების 57 პროცენტი მიიღო.მან გაუსწრო ნემანია ვიდიჩს(26 პროცენტი) და დენი უელბეკს(17 პროცენტი).



წყარო:manutd.com
სიახლეები
3 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
30 აგვისტო 2013 22:17
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
დამსახურებულად გახდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: red devil
31 აგვისტო 2013 07:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Daimsaxura
0
№3
ავტორი: ლადო
31 აგვისტო 2013 08:18
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იცის თავისი საქმე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top