თბილისი:
მანჩესტერი:
28-08-2013, 20:55
ავტორი: love united,
ნანახია: 1752,
კომენტარები: 6
ინტერვიუ ნემანია ვიდიჩთან
"იუნაიტედის" ოფიციალური საიტი წარმოგიდნენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს სერბ ნემანია ვიდიჩთან...
ინტერვიუ ნემანია ვიდიჩთან
ვიდა, თქვენ უნდა იყოთ ბედნიერი, რადგან პრემიერ ლიგის პირველ ტურში "სუონსის" დიდი ანგარიშით მოუგეთ...

დიახ, მე ძალიან გახარებული ვარ.ეს სეზონის პირველი მატჩი იყო და ვეთამაშებოდით საკმაოდ კარგ გუნდს.სეზონის კარგი სტარტი განსაკუთრებულია რამდენიმე ფაქტორის გამო:ჩვენ ახალი მენეჯერი გვყავს, ასევე ძალიან რთული კალენდარი შეგვხვდა, ამიტომ ამ თამაშში სამი ქულის აღება მნიშვნელოვანი იყო.თქვენ არ ხართ ვალდებული აჩვენოთ კარგი თამაში-მოგება ყოველთვის დამაკმაყოფილებელი შედეგია.ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერები ასეთი დასაწყისის გამო, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენ თავზე.

როგორ გრძნობთ თავს, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ მოგიწიათ რამდენიმე წინასასეზონო მატჩის გამოტოვება?

ყოველ ახალ დღეს მე თავს უკეთესად ვგრძნობ.მე თავდაუზოგავად ვშრომობ ვარჯიშების დროს, ეს თავდაჯერებულობას მმატებს.ყოველი მატჩი ახლა არის ფინალური, რადგან სწორედ ამ თამაშებში ირკვევა, თუ როგორ ფორმაში ვიქნებით სეზონის დასკვნით ნაწილში.ამ სეზონში ჩვენ არ გვაქვს დრო განვითარებისთვის, მაგრამ უკვე ახლა მე თავს კარგად ვგრძნობ.

ინტერვიუ ნემანია ვიდიჩთან


შეამჩნიეთ, როგორი მხარდაჭერა გამოუცხადეს გულშემატკივრებმა დევიდ მოიესს "სუონსისთან" მატჩში?

სიმართლე რომ გითხრათ, მე არ ვაქცევ ყურადღებას ტრიბუნას, როდესაც მოედანზე ვიმყოფები.თამაშის დაწყებამდე და მას შემდეგ მესმოდა, თუ როგორ სკანდირებდნენ გულშემატკივრები მის სახელს.საქმე იმაშია, რომ ჩვენი გუნდი შეკრული და ერთიანია.სერ ალექსი წავიდა და ახლა ყველა ერთად ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ.ამ საქმეში როლი ყველას აქვს-ფეხბურთელსაც და გულშემატკივარსაც.დევიდ მოიესი ელის მხარდაჭერას, ასე რომ არ გამკვირვები, როდესაც მისი სახელის სკანდირება დაიწყეს.მრავალი წლის განვმალობაში ფანები იყვნენ გუნდის შემადგენელი ნაწილი.იმედია, წელსაც ასე იქნება.

თავის ბოლო მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" სერ ალექსმა გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ მოიესისთვის მხარი დაეჭირათ.ფეხბურთელების შემთხვევაშიც ასე მოიქცა?

რათქმაუნდა.მენეჯერი გუნდში ყველაფერს წყვიტავს, ასე რომ მას მხარდაჭერის პრობლემა არასდროს ექნება.ჩვენ ყველას მკაფიო აზრი გვაქვს-ყველამ იცის, თუ რას ითხოვს იგი მოთამაშეებისგან.ამიტომაც არანაირი პრობლემა არ ექნება დევიდს.ყველანი გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

ინტერვიუ ნემანია ვიდიჩთან


გრძნობთ თუ არა, რომ თქვენ მხრებზე ახლა უფრო მძიმე ტვირთი გადევთ?

მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება მემუშავა სერ ალექსთან ერთად.ახლა ის აღარ არის კლუბში, მაგრამ ჩვენი მიზანი ისევ გამარჯვებაა.ჩვენ ახალი ფურცელი უნდა დავწეროთ "იუნაიტედის" ისტორიაში.უნდა გავხდეთ ევროპაში და მსოფლიოში საუკეთესონი.რათქმაუნდა, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.ვარჯიშებზე ყველა მოთამაშე ცდილობს გაიღოს საკუთარი მაქსიმუმი.

ბევრი თვლის, რომ დევიდ მოიესი იქნება გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტი.მაგრამ ყველა მენეჯერს აქვს საკუთარი, განსხვავებული იდეა.რა მოიტანა ახალი დევიდმა?თუ ყველაფერი ძველებურადაა?

ის უბრალოდ მუშაობს.ის ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.მას მკაფიო აზრი აქვს, თუ როგორ უნდა ივარჯიშო, რათა მიაღწიო წარმატებებს.ვარჯიშებზე ის პატარა დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევს.ყველა მოთამაშეს მოსწონს მასთან მუშაობა.

ინტერვიუ ნემანია ვიდიჩთან


ბევრი თვლის, რომ ეს ჩემპიონატი იქნება ყველაზე დაძაბული ბოლოს გამართულ ჩემპიონატებს შორის.რას ფიქრობთ თქვენ?

ძნელი სათქმელია.ყველა ტოპ-კლუბმა გამოიცვალა მწვრთნელი.თქვენ არასდროს იცით, თუ რა მოხდება პრემიერ ლიგაში.ალბათ წინა სეზონში არავის ეგონა, რომ ასეთი ქულების სხვაობით მოვიგებდით თასს.ერთადერთი, რაც გადაჭრით შეიძლება ითქვას-ფავორიტები "იუნაიტედი", "ჩელსი" და "სიტი" არიან.ვფიქრობ, თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ აუცილებლად პირველ ადგილზე გავალთ.

ინტერვიუ ნემანია ვიდიჩთან

წყარო:redevils.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: love united
28 აგვისტო 2013 20:56
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საკმაოდ საინტერესოა,წაიკითხეთ...
0
№2
ავტორი: PLANeta
28 აგვისტო 2013 21:05
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ადმინებო love united,_ის არ ეკუთვნის პაბლესერი მოკვდა მოდერაციეებით კაცი troll biggrin2

ისე საღოლლლ კაია
0
№3
ავტორი: love united
28 აგვისტო 2013 23:04
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
August
არა რა მოდერაციები,ეგრევე დადების ფუნქცია აქვს ჩემს სტატუსს... wink
0
№4
ავტორი: red devil
29 აგვისტო 2013 11:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Vida amis gareshe dacva sustia. amis kai forma gvchirdeba magrad.
0
№5
ავტორი: PLANeta
29 აგვისტო 2013 14:21
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ციტატა: love united

August
არა რა მოდერაციები,ეგრევე დადების ფუნქცია აქვს ჩემს სტატუსს... wink


რაა ვიპი ხო მცირეს ნიშნავს და დებს ეგრევეე? ვა კაია თუ ადმინები შესწორების გარეშე გიდებენ? ვიპი თუ თავისით დებს აუ მეც მინდა :D
0
№6
ავტორი: love united
29 აგვისტო 2013 21:20
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
August
არა,პირიქით ძალიან მნიშვნელოვან პერსონას ნიშნავს... wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top