"არის გარკვეული საუბრები, რისი მიხედვითაც შესაძლოა ბეილი "იუნაიტედში" გადავიდეს.თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "რეალს" არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება მისი ყიდვის შესახებ, გვაქვს შანსი.თუ გარეთი აირჩევს ჩვენ კლუბს, ეს ფანტასტიური სიახლე იქნება" -ციტირებს მიკი ტომასის სიტყვებს bbc.co.uk
ბარი ჰორნი, თავის მხრივ ფიქრობს, რომ "იუნაიტედს" შეუძლია ბეილით ლეგენდარული უელსელი, რაიან გიგზი ჩაანაცვლოს:"ამბობენ, რომ სწორედ "იუნაიტედია" ის კლუბი, რომელიც "რეალს" ეცილება ბეილის ტრანსფერში.ეს ტრანსფერი იქნებოდა მშვენიერი, რადგან კლუბს მიეცემოდა შესაძლებლობა შეეცვალა უელსელი ლეგენდა, რაიან გიგზი მეორე უელსელით, რომელიც ასევე იბრძვის "ლეგენდის" წოდების მოსაპოვებლად."