თბილისი:
მანჩესტერი:
28-08-2013, 00:50
ავტორი: Paul Scholes 22,
ნანახია: 1947,
კომენტარები: 7
მარიამობას გილოცავთ!
მარიამობას გილოცავთ
მარიამობას გილოცავთ!
ახალი აღთქმის თანახმად იყო იესო ნაზარეველის დედა, რომელიც მისი დაბადების ჟამს იოსების ცოლი იყო. არაკანონიკური ნაშრომების თანახმად მისი მშობლები იყვნენ იოაკიმი და ანა, შემდეგში წმინდანებად შერაცხული. ლუკას სახარების თანახმად მარიამმა ანგელოზი გაბრიელისგან შეიტყო მასში იესოს ჩასახვის შესახებ სული წმინდის მეშვეობით.

მარიამი ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანია ქრისტიანულ სარწმუნოებაში, განსაკუთრებით რომალ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის. ქრისტიანული თეოლოგიის ნაწილი, რომელიც მარიამს ეხება ცნობილია როგორც მარიოლოგია. მარიამის ამ ქვეყნად მოვლენას მართლმადიდებლები, კათოლიკები და ანგლიკენური ეკლესია ყოველი წლის 8 სექტემბერს აღნიშნავს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი იშვა ნაკლებად ცნობილ ადგილას, ნაზარეთში. ის გამოვიდა დავითის ტომიდან, რომელიც იმჟამად დამცირებული და

ყოველგვარ ბრწყინველებას მოკლებული იყო. ამქვეყნიური დიდება და პატივი არ შემორტყმია მის აკვანს. ყოველგვარი მიწიერი უპირატესობა გაფერმკრთალდა უხილავი დიდების შუქზე, რომელიც მრავალი საუკუნით ადრე ამზადებდა უფლის დედის შობას. მას კურთხეული და მომადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც ქვეყნიერების მხსნელი ჩაისახა.
ანგელოზის მითითებით ახალშობილს მარიამი დაარქვეს, რომელიც ებრაულად „ქალბატონს“ ან „იმედს“ ნიშნავს. მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე ქმნილის ქალბატონად და იმედად იქცა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მე–4 საუკუნეში დადგინდა. მოციქულთა სწორმა ელენემ ღვთისმშობლის შობის სახელზე აღმართა ტაძარი. ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაული უძრავია და 8(21) სექტემბერს აღესრულება. ეს არის განუყოფელი სიხარულის დღესასწაული, რადგან ღვთისმშობლისგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა.

ყველას გილოცავთ მარიამობას! მისი მადლი და ძალა გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.
---
7 კომენტარი
№1
ავტორი: Paul Scholes 22
28 აგვისტო 2013 00:52
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
გილოცავთთთთთ <3 ბედნიერები და გახარებულები ყოფილიყავით..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№2
ავტორი: red devil
28 აგვისტო 2013 07:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ყველას გილოცავთ მარიამობას!
მისი მადლი და ძალა
გფარავდეთ თქვენ და თქვენს
ოჯახებს.
0
№3
ავტორი: chaobi
28 აგვისტო 2013 08:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
გილოცავთ
0
№4
ავტორი: davita
28 აგვისტო 2013 08:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ყველას გილოცავთ მრავალს დაესწარით და სლ ბედნიერები ყოფილიყავით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№5
ავტორი: Manchester_M
28 აგვისტო 2013 10:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს !!!
0
№6
ავტორი: chudikone
28 აგვისტო 2013 11:13
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ყველას გილოცავთ !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: GoGa
28 აგვისტო 2013 13:47
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 80
yvelas gilocavt <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top