მოკლედ ეს სტატია ეხება გუშინდელი მატჩის მიმოხილვას სადაც ”მანჩესტერ იუნაიტედმა” თავის სტადიონზე ლონდონის “ჩელსი” იწვია და ანგარიში ტაბლოზე 0-0 დაფიქსირდა ახლა კი ყველაფერს ჩემი გადმოსახედიდან დავიწყებ. გუშინ მართლაც ძალიან საინტერესო მათჩი გაიმართა “ოლდ ტრაფორდზე” სადაც “წითლები” “ლურჯებს” დაუპირისპირდნენ. მოწინაღმდეგეზე, რაც შეიზლება ითქვას, გუნდი ლონდონური გრანდია და წინაღმდეგობის გაწევა ძალიან რთულია. ისინი ძალიან მოტივირებული იყვნენ გამარჯვებაზე, თუმცაღა მათ იმედი გაუცრუვდათ მათ გამარჯვება ვერ იგემეს. შეგახსენებთ, რომ წინა კვირას Goal.com-ისა და The Football Future-ის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს პრემიერ-ლიგის მეორე ტურის სავარაუდო ანგარიშები. ვინაიდან ექსპერტებმა “ეშმაკებს” პრემიერ-ლიგის მეორე ტურში “ჩელსისთან” წაგება უწინასწარმეტყველეს 1-3 ანგარიშით. მაგრამ ტაბლომ ყველაფერი დაამტკიცა, რომ “იუნაიტედი” ისეთი გუნდია არაა, რომ ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით წააგოს და ანგარიში 0-0 დასრულდა.
ახლა კი ჯერ ფეხბურთელებზე ვისაუბროთ, შემდეგ კი მთლიანად გუნდზე.
დავიწყოთ მეკარით
დევიდ დე ხეა - ამ მატჩში ესპანელ კიპერს ბევრი სამუშაო არ ჰქონია მან ოთხი დარტყმა კარში და ისიც არ გასჭირვებია თუმცა მინდა ხაზი გავუსვა ბოლო დარტყმას, რომელმაც მიმართულება შეიცვალა, თუმცა დევიდს ეს ყველაფერი ჩვევია და ეს ბურთიც აიღო. ახალგაზრდა მეკარე “იუნაიტედის” და U21 ესპანეთის ნაკრების გოლკიპერი, რომელიც ყოველ თამაშში გვიმტკიცებს, რომ იგი ყოველთვის საუკეთესოა მის პოზიციაზე. ასაკისდა მიუხედავად იგი “მანჩესტერის” ნომერ პირველი მეკარეა.
ახლა კი გადავიდეთ დაცვაზე
სანამ დაცვის ფეხბურთელებზე დავიწყებ საუბარს მანამდე მინდათ მოგახსენოთ, რომ დაცვა პირველ ნახევარში მართლაც ძლიერი იყო და მოწინაღმდეგე გარღვევას ვერ ცდილობდა. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის საწყის წუთებში ცოტა არიყოს მოიკოჭლებდა დაცვა, ხოლო ჩვენსდა საუბედუროდ მალევე დაიცა დაცვის დონე, მაგრამ ნახევარდაცვა, რომელიც ამ მათჩში ძალიან დიდ როლს თამაშობდა ისინი უკან ჩავიდნენ დაცვის გასამაგრებლად, შემდეგ კი დაცვამ აღიდგინა თავისებური დონე და გააგრძელა თამაში ბოლომდე. ფილ ჯონსი - მოთამაშე, რომელიც მართლაც ხარს მაგონებს იგი მართლაც ხარივით ძლიერი და ჯამრთელია. მის თამაშს, რაც შეეხება მას ცუდად არ უთამაშია და მისი თამაში მოწონებას იმსახურებდა. რიო ფერდინანდი - მცველი, რომელიც სიბერისდა მიუხედავად აგრძელებს თმაშს მაღალ დონეზე იგი, როგორც ყოველთვის კარგად ასპარეზობს, ხოლო გუშინდელ თამაშიც არ ყოფილა გასაკიცხი მან ჩემი აზრით ცენტრალური მცველებიდან ყველაზე კარგად ითამაშა. ვიდიჩი - რომელსაც ყავს საუკეთესო მეწყვილე საუბარია რიოზე, რომლებმაც თავის სამუშაოს კარგად გაართვეს თავი. ევრა - ფეხბურთელი, რომელმაც არ იცის სიტყვა დაღლა იგი ყოველ სეზონში შესანიშნავ ფორმაშია მან შესანიშნავად გაართვა თავისი საქმე იგი შეტევებშიც და დაცვაში იღებდა მონაწილეობას და მცველებიდან ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო.
გადავიდეთ ნახევარდაცვაზე
მაიკლ კერიკი და ტომ კლევრელი - ეს ორი მოთამაშე ერთად უნდა განვიხილოთ მათ ძალიან კარგად გაართვეს თავიანთ სამუშაოს თავი თუმცა ერთისა ისინი, როგორც ყოველთვის ერთ მოვალეობას ასრულებენ - შავ საქმეებს! და ესეც მათ შესანიშნავათ შეასრულეს! ანტონიო ვალენსია - რომელიც მიხვდა, რომ ნომერი 7 მისი ნომერი არაა! მან ამ 2 თამაშში უკვე, რაც მოუმატა თამაშის დონეს ის ამ მატჩის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო მან გუშინდელ თამაში გაიბრწყინა და “ოლდ ტრაფორდს” ძველი “სისხლის მსხმელი” ანტონიო ვალენსიათი მოევლინა. დენი უელბეკი - ფეხბურთელი, რომელიც საოცარი სისწრაფით და ძლიერი დარტყმით გამოირჩევა მან გუშინდელ თამაშიც ძალიან კარგად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მას ჰქონდა, რამდენიმე რეალური შანსი ანგარიშის გახსნისა, მაგრამ მან უბრალოდ ვერ მოახერხა. ეშლი იანგი - რომელმაც ანტონიო ვალენსია შეცვალა და გააგრძელა იმ პოზიციაზე კარგად თამაში. იანგმა მის გარკვეულ დროში მოახერხა კარგად თამაში მას კარგი შანსებიც ჰქონდა. რაიან გიგზი - რომელმაც უელბეკი 78 ცუთზე შეცვალა. იგი მშვენიერ პასებით შემოიფარგლა გუშინდელ მატჩში.
გადავიდეთ თავდასხმაზე
უენ რუნი - მან გუშინ მართლაც ყველაზე კარგად ითამაშა ის მთელი თამაშის მანძილზე სულ აქტიურობდა. იყო მომენტები სადაც მა ანგარიშის გახსნა შეეძლო. რუნის აქტიურმა თამაშმა ასევე გამოიწვია ტურის ფეხბურთელად გამოცხადება. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ დევიდ მოიესის სასტარტო შემადგენლობაში ჩაყენება შრეკისი კარგი ფსიქოლოგიური პასუხი იყო მაურინიოსი. რობინ ვან პერსი - მას პირველ ნახევარში კარგი შანსები ჰქონდა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოიყენა. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი პირველ ტაიმში აქტიურობდა, მაგრამ მან მეორე ტამში დაუკლო თამაშს და სულ გამოეთიშა გუნდურ გათამაშებებს.
მთლიანდან გუნდი ნორმალურ ფორმაშია, რადგან “სუონსთან” 4 გოლის გატანა და “ჩელსისთან” ფრედ 0-0 ანგარიშის დასრულება არაა ადვილი საქმე, შეიძლება ითქვას, რომ მოიესმა დიდ გამოცდას გაუძლო. ყველა იძახდა, რომ მოიესი კარგი ანგარიშით ვერ დაასრულებდა თამაშს, მაგრამ ყველაფერი ჩეიცვალა მან ლონდონურ კლუბთან ფრეს მიაღწია. შეიძლებოდა მოეგო კიდეც ეს თამაში მოიესის შეგირდებს, მაგრამ ბურთმა არ ისურვა. აღსანიშნავია, რომ იყო ცუდი და კარგი შთაბაჭდილებები აი მაგალითად, როდესაც ლონდონელები ბურთს აკონტროლებდნენ, რომელიც ზოგჯერ მკვეთრად იყო გამოკვეთილი.
ახლა კი მთლიანად ჯამში ყველაფერს შევაჯამებ, შოტლანდიელის გუნდისთვის ეს ძალიან კარგი სტარტია და ვიმედოვნებ, რომ ეს ასე გაგრძელდება და დევიდი თავის პირველ სეზონში “მანჩესტერთან” ერთად მოიგებს ოცდამეერთე პრემიერ-ლიგის ტიტულს!
ახლა კი ვიდეო მიმოხილვა
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.