"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ საარი დარწმუნებულია, რომ რობინ ვან პერსი "იუნაიტედში" დიდ წარმატებებს მიაღწევს. რობინმა "არსენალის" დატოვების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სწორედ ედვინისგან მიიღო "იუნაიტედში" გადასვლის რჩევა. ვან პერსიმ გუნდზე პოზიტიურად უკვე იმოქმედა: 11 მატჩიდან 8 გოლი გაიტანა! ამ რვა გოლს შორისაა დაუვიწყარი ჰეთ-თრიკი "საუთჰემპტონთან"... მაგრამ ვან დერ სარს სჯერა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და პერსი კიდევ უფრო მეტს გაიტანს. "მოხარული ვარ ვან პერსის "იუნაიტედში" ყოფნით. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ვინმე შენ რჩევას გაითვალისწინებს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას. რობინს ამაზე უკვე ველაპარაკე და ვიცი, რომ "მანჩესტერი" მისთვის შესაფერისი ადგილია. მას ნამდვილად შეუძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა. თავიდან გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, რადგან მან არ იცოდა მიდიოდა თუ არა სწორ ადგილას. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ის შესანიშნავი პიროვნებაცაა. პერსი ბევრს მუშაობს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ვიცი, გუნდში აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზეა გაკეთებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდის თამაშს კიდევ უფრო გააუმჯობესებს." - განაცხადა "მფრინავმა ჰოლანდიელმა." სერ ალექს ფერგიუსონს სურს, რომ ვან პერსი საუკეთესო ფორმაში შეხვდეს მომავალი ტურის მატჩს. "წითელ ეშმაკებს" უკვე დიდი ხანია "სტემფორდ ბრიჯზე" შეხვედრა არ აქვთ მოგებული და მიუხედავად "ჩელსის" "შახტართან" მარცხისა, ვან დერ სარი არ ფიქრობს, რომ ეს ფაქტი მის ყოფილ გუნდს სიტუაციას გაუადვილებს. "ჩვენ "ჩელსისთან" ბევრჯერ მოგებული არ გვაქვს და როცა მე "იუნაიტედში" ვიყავი, მათთან თამაში ადვილი ნამდვილად არ იყო. ასე იქნება კვირასაც. მათ შეიცვალეს შემადგენლობა და აქვთ უფრო მეტი პოტენციალი მატჩის მოსაგებად. ლონდონელებს კარგი შემტევი ნახევარმცველები ყავთ და "მანჩესტერელებს" მათთან სერიოზული ბრძოლა მოუწევთ." - დაასრულა ვან დერ სარმა.