ნემანია ვიდიჩი დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედს" შეუძლია შეინარჩუნოს ტიტული.
"ჩვენ მოვიგეთ პრემიერ ლიგა, მაგრამ ზოგიერთი ისევ სხვა გუნდის მხარესაა, ამიტომ ჩვენ ბევრი გვაქვს დასამტკიცებელი საზოგადოებისთვის. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, იმისთვის, რომ ტიტული შევინარჩუნოთ. ვფიქრობს, ეს სეზონი ჩვენთვის იქნება უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე იყო წინა სეზონში". - ამბობს ნემანია ვიდიჩი skysports.com - თან ინტერვიუში.
"ახლა იწერება კლუბის ისტორიაში ახალი თავი. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ ახალ მწვრთნელთან ერთად. ჩვენი უახლოესი კონკურენტი "ჩელსია", რომელთანაც ორ შეხვედრაში ორი გამარჯვება მოვიპოვეთ. "ჩელსი" შედგება კარგი და გამოცდილი ფეხბურთელებისაგან, რომლებმაც იციან თუ როგორ უნდა მიახწიონ სასურველ შედეგს".