თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2013, 10:27
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 1590,
კომენტარები: 5
რიო: "ხალხს მოურინიო სკანდალების გამო უყვარს"
რიო ფერდინანდმა მოურინიოზე ისაუბრა...
რიო:
ინგლისში მოსვლის პირველივე დღეს ჟოზემ დაიწყო იმის გაკეთება, რაც ყველაზე უკეთ ეხერხება - სკანდალური განცხადებების კეთება. "იუნაიტედთან" მატჩამდე პორტუგალიელი ენას არ აჩერებს. ის არაერთგვაროვანი განცხადებებით საუბრობს "მანჩესტერზე" და დევიდ მოიესზე. მიუხედავად ამისა რიო ფერდინანდს ეჭვი ეპარება, რომ ეს სკანდალები მოურინიოს პირველი ადგილის დაკავებაში დაეხმარება. "ის ფაქტი, რომ მათ ახალი მწვრთნელი ჰყავთ ამ მატჩს დინამიკას მატებს. რა თქმა უნდა მოურინიო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ის ადრეც მუშაობდა აქ და ინგლისს კარგად იცნობს. ის ძალიან უყვარს პრესას, რადგანაც ის ბევრ სკანდალურ და საინტერესო განცხადებას აკეთებს, თუმცა დაეხმარება თუ არა ეს ჩვენი შარშანდელი წარმატების განმეორებაში ? ეჭვი მეპარება. მისი ყველა მცდელობა ვერაფერს დაგვაკლებს და ჩვენ მზად ვიქნებით ამ მატჩისთვის. ჩვენი რთული კალენდარი ასევე უყვარს პრესას. მას შეუძლია სტატიისთვის ბევრი სათაური უკარნახოს ჟურნალისტებს. როდესაც კალენდარს პირველად შევხედრე ვიფიქრე, რომ ეს ძალიან რთული გამოცდა იქნებოდა. ეს ასეც არის, მაგრამ ჩემი აზრით მწვრთნელისთვის ეს ძალიან საინტერესოც უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დევიდი ამ სეზონში შუერთდა გუნდს. ამ ექვსი მატჩის შემდეგ ცხრილში მაღალ პოზიციას თუ დავიკავებთ, ეს კლუბს ფსიქოლოგიურად ძალიან წაადგება. ყოველთვის ვამბობ, რომ ახალ წლამდე ვერ გაიგებ ვის რა შეუძლია, თუმცა იმასაც არ ვიტყვი, რომ ეს მატჩები არაფერს ნიშნავს. რა თქმა უნდა ჩვენ სეზონის კარგად დაწყება გვინდა, თუმცა თუ რამე ცუდად წავიდა ჩვენ ყოველთვის გვაქვს შანსი კარგი ფინიშისთვის" - განაცხადა "იუნაიტედის" მცველმა.

წყარო: Manutd.Ru
სტატიები, ახალი ამბები, ჭორები
5 კომენტარი
№1
ავტორი: red devil
26 აგვისტო 2013 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Vnaxot ras izavt rio dges imedia moigebt
0
№2
ავტორი: davita
26 აგვისტო 2013 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
რიო მინდა სასტარტოში love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№3
ავტორი: ლადო
26 აგვისტო 2013 14:45
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Movigot da mouc gachumdeba
0
№4
ავტორი: Mika
26 აგვისტო 2013 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
სგ რიო
0
№5
ავტორი: Edwwin
26 აგვისტო 2013 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
რაღაცნაირად მინდოდა მოურინიო ამეღწერა და აგერ ამ კაცმა აღწერა ყველაფერი , ჩემი სათქმელი მთლიანად ბოლომდე ... მასტი მაგარი სიაფანტია , კაცმა ჯერ აქო იუნაიტედი და ეხლა აჯვამს ! არ მევასება მოუ , მაგრა არ მევასება და არც მევასებოდა !!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top