თბილისი:
მანჩესტერი:
25-08-2013, 17:47
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2417,
კომენტარები: 33
Manchester United VS Chelsea - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" - პრევიუ
Manchester United VS Chelsea - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" - პრევიუ

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი",მანჩესტერი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,მე-2 ტური.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
თარიღი: ორშაბათი, 26 აგვისტო, 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 23:00, (ჩვენი დროით)

Manchester United VS Chelsea - Preview

Manchester United VS Chelsea - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: რაფაელი,იანგი,ნანი,ჩიჩარიტო
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Smalling, Jones, Ferdinand, Vidic, Evans, Evra, Buttner, Fabio, Zaha, Valencia, Carrick, Cleverley, Anderson, Giggs, Lingard, Januzaj, Welbeck, Rooney, Van Persie.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ "წითელი ეშმაკების" ინგლისელი თავდამსხმელი უეინ რუნი სრულად მზად არის ლონდონურ კლუბთან სათამაშოდ."ჩელსის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს რაფაელი,რომელმაც "ქომუნითი შილდის" ფინალში ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ ერთი თვე გაუცდება.ასევერ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვერ დაეხმარება ეშლი იანგი,ხავიერ ერნანდესი და ლუიშ ნანი.

Manchester United VS Chelsea - Preview

"ჩელსი"
ტრავმირებულები: დავიდ ლუიზი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Cech, Schwarzer, Ivanovic, Cole, Luiz, Cahill, Terry, Azpilicueta, Bertrand, Mikel, Essien, Oscar, Ramires, Lampard, Van Ginkel, Hazard, Mata, Moses, Schurrle, De Bruyne, Torres, Lukaku, Ba.
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი მცველის დავიდ ლუიზის თამაში "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ კითხვისნიშნის ქვეშაა.მან მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა მიმდინარე პრემიერ ლიგის ორი თამაში "ჰალ სიტისთან" და "ასტონ ვილასთან".

გუნდების ფორმა

Manchester United VS Chelsea - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალ მწვრთნელთან ერთად პრემიერ ლიგის პირველივე ტურში მოახერხეს პირველი სამი ქულის აქტივში ჩაწერა.მათ დენი უელბეკის დუბლისა და რობინ ვან პერსის დუბლის მეშვეობით "სუონსის" დამარცხება შეძლეს."მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის პირველი საშინაო მატჩი არ წაუგია 1992 წლის შემდეგ,როდესაც სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები "ოლდ ტრაფორდზე" "ევერტონის" წინააღმდეგ დამარცხდა 0:3.გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" სამი მატჩი დათმო "ტოტენჰემის",ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ,რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელი არის 2003-04 წლების შემდეგ.ხვალ "წითელი ეშმაკების" ახალი თავკაცის დევიდ მოიესის დებიუტი შედგება "ოლდ ტრაფორდზე" საკმაოდ პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ.

Manchester United VS Chelsea - Preview

ლონდონის "ჩელსიმ" ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით უკვე ორი მატჩი მოიგო მიმდინარე პრემიერ ლიგაში.ბოლო მატჩი მათ "სტემფორდ ბრიჯზე" გამართეს "ასტონ ვილას" წინააღმდეგ და მინიმალური სხვაობით 2-1 დაამარცხეს.ლონდონის "ჩელსი" ხვალ გამარჯვების შემთხვევაში საფეხბურთო ისტორიაში პირველი გუნდი გახდება,რომელამაც შეძლო ერთ წელში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორჯერ დამარცხება "ოლდ ტრაფორდზე".ჟოზე მოურინიოს პირადი სტატისტიკა "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული მატჩებისა კი ესე გამოიყურება - 3 მოგება,2 ფრე,2 წაგება.

ცოტა რამ გუნდებზე

Manchester United VS Chelsea - Preview

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ახლანდელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა, გუნდს მოაგებინა 24 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 19–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.

Manchester United VS Chelsea - Preview

„ჩელსი“ (ინგლ. Chelsea Football Club) — პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი დასავლეთ ლონდონში, ინგლისში. გუნდი დაარსდა 1905 წელს, თამაშობს პრემიერლიგაში და ისტორიის უდიდესი ნაწილი გატარებული აქვს ინგლისის უმაღლეს ლიგაში. ჩელსი ინგლისის ოთხგზის ჩემპიონია, მოგებული აქვს ასოციაციის თასი 7-ჯერ, ლიგის თასი 4-ჯერ; ასევე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (2011-12) და თასების მფლობელთა თასი (1970-71, 1997-98). „ჩელსი“ ერთადერთი ლონდონური კლუბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.
დაარსების დღიდან „ჩელსი“ თამაშობს „სტემფორდ ბრიჯზე“, რომელიც მდებარეობს ფულემში, დასავლეთ ლონდონში. მიუხედავად სახელწოდებისა, კლუბი კენსინგტონისა და ჩელსის საქალაქო რაიონის ფარგლებს გარეთ მდებაროებს, ჰემერსმითის და ფულემის ლონდონის საქალაქო რაიონში. 2003 წელს „ჩელსი“ იყიდა რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა.
„ჩელსის“ ტრადიციული საფეხბურთო ფორმა არის სამეფო ლურჯი ფერის მაისურები და ტრუსები და თეთრი გეტრები. მოდერნიზებისა და რებრენდინგის მიზნით კლუბის ლოგო ისტორიის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა. მიმდინარე ლოგო არის 1950-იან წლებში შექმნილი ლოგოს მოდიფიცირებული ვერსია, რომელზედაც გამოსახულია ლომი კვერთხით ხელში.ინგლისურ ფეხბურთში, „ჩელსის“ ყველა დროის საშუალო დასწრების მეხუთე მაჩვენებელი აქვს.

Manchester United VS Chelsea - Preview

ურთიერთშეხვედრები

ეს ორი ინგლისური კლუბი ერთმანეთს ყველა ტურნირზე სულ 168-ჯერ დაუპირისპირდნენ.აქედან 72 შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა,47 შეხვედრა ლონდონელთა გამარჯვებით,ხოლო 49 მატჩი ფრედ.პრემიერ ლიგაში "წითელი ეშმაკები" ლონდონის "ჩელსის" სულ 42-ჯერ შეხვდა,აქედან 13-ჯერ "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეძლო სამი ქულის მოპოვება,14-ჯერ ლონდონელებმა ხოლო 15 შეხვედრა ფრედ დასრულდა.გასულ სეზონში "სტემფორდ ბრიჯზე" გამარჯვება "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა 3:2 ხოლო "ოლდ ტრაფორდზე" ლონდონელებმა შეძლეს "წითელი ეშმაკების" დამარცხება მინიმალური სხვაობით 0:1.2012-13 წლების სეზონში "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" 5-ჯერ დაუპირისპირდა,სამ შეხვედრაში "ლურჯებმა" იმარჯვეს,ერთი "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით დასრულდა ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ.

პრემიერ ლიგაში ყველა ურთიერთშეხვედრა.

05.05.2013 Manchester United 0-1 Chelsea
28.10.2012 Chelsea 2-3 Manchester United
05.02.2012 Chelsea 3-3 Manchester United
18.09.2011 Manchester United 3-1 Chelsea
08.05.2011 Manchester United 2-1 Chelsea
01.03.2011 Chelsea 2-1 Manchester United
03.04.2010 Manchester United 1-2 Chelsea
08.11.2009 Chelsea 1-0 Manchester United
11.01.2009 Manchester United 3-0 Chelsea
21.09.2008 Chelsea 1-1 Manchester United
26.04.2008 Chelsea 2-1 Manchester United
23.09.2007 Manchester United 2-0 Chelsea
09.05.2007 Chelsea 0-0 Manchester United
26.11.2006 Manchester United 1-1 Chelsea
29.04.2006 Chelsea 3-0 Manchester United
06.11.2005 Manchester United 1-0 Chelsea
10.05.2005 Manchester United 1-3 Chelsea
15.08.2004 Chelsea 1-0 Manchester United
08.05.2004 Manchester United 1-1 Chelsea
30.11.2003 Chelsea 1-0 Manchester United
18.01.2003 Manchester United 2-1 Chelsea
23.08.2002 Chelsea 2-2 Manchester United
20.04.2002 Chelsea 0-3 Manchester United
01.12.2001 Manchester United 0-3 Chelsea
10.02.2001 Chelsea 1-1 Manchester United
23.09.2000 Manchester United 3-3 Chelsea
24.04.2000 Manchester United 3-2 Chelsea
03.10.1999 Chelsea 5-0 Manchester United
29.12.1998 Chelsea 0-0 Manchester United
16.12.1998 Manchester United 1-1 Chelsea
28.02.1998 Chelsea 0-1 Manchester United
24.09.1997 Manchester United 2-2 Chelsea
22.02.1997 Chelsea 1-1 Manchester United
02.11.1996 Manchester United 1-2 Chelsea
02.12.1995 Manchester United 1-1 Chelsea
21.10.1995 Chelsea 1-4 Manchester United
17.04.1995 Manchester United 0-0 Chelsea
26.12.1994 Chelsea 2-3 Manchester United
05.03.1994 Manchester United 0-1 Chelsea
11.09.1993 Chelsea 1-0 Manchester United
17.04.1993 Manchester United 3-0 Chelsea
19.12.1992 Chelsea 1-1 Manchester United

ბოლო შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"

Manchester United VS Chelsea - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლოს ლონდონის "ჩელსის" "ოლდ ტრაფორდზე" გასულ სეზონს კერძოდ კი 5 მაისს დაუპირისპირდა.ამ შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა,რადგან სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს უკვე მოპოვებული ჰქონდათ პრემიერ ლიგის ტიტული,ამის მიუხედავად ლონდონელებისთვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო,რადგან ისინი მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ.მატჩში გადამწყვეტი როლი "ჩელსის" ესპანელმა ფლეიმეიქერმა იქონია 87' წუთზე,როდესაც ბრწყინვალე გოლით ლონდონელები წინ გაიყვანა.


HEAD TO HEAD

Manchester United VS Chelsea - Preview

LAST FIVE MATCHES

Manchester United VS Chelsea - Preview

PLAYERS TO WATCH

Manchester United VS Chelsea - Preview
მატჩის წინ
33 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
25 აგვისტო 2013 13:08
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
სეზონი ახალ დაწყებულია და ბევრი დასაწერი არაფერი იყო ამოტომ გამოვიდა პატარა,მაგრამ რაც მთავარია მთავარი ინფორმაცია წერია... წაიკითხეთ და ისიამოვნეთ hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: NeymaR
25 აგვისტო 2013 13:15
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ყველაზე რთული მეტოქე ჩვენი ალბათ ჩელსია :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№3
ავტორი: R.v.Persie
25 აგვისტო 2013 13:20
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
ციტატა: UTD-Rule
გამოვიდა პატარა

ჰოო აბა რა პატარაა :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№4
ავტორი: BERDI
25 აგვისტო 2013 13:34
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Kargia imedia gadavlaxavt maurinios bariers
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: Z A C K™
25 აგვისტო 2013 13:58
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
მაგარი პრევიუა! უნდა მოვიგოთ რა manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№6
ავტორი: Vodafone
25 აგვისტო 2013 13:58
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ეე ყველაზე ცუდი სტატისტიკა გვაქვს ჩელსისთან. იმედია პრემიერ ლიგაში მოგებული მატჩებით გავუთანაბრდებით.
0
№7
ავტორი: red devil
25 აგვისტო 2013 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Kargi previua sagol avtor. Imedia davamarcxebt chelsis
0
№8
ავტორი: VaRdo
25 აგვისტო 2013 14:53
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ დავით კარგი ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: ლადო
25 აგვისტო 2013 15:16
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Sagol datuna...Daiwye isev prewiuebis wera....ra mrtqmis unda gavimarjvot da vso

Sagol datuna...Daiwye isev prewiuebis wera....ra mrtqmis unda gavimarjvot da vso
0
№10
ავტორი: Rati
25 აგვისტო 2013 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
30ში ჩელსის სუპერ თასის ფინალი აქვს სათამაშო მოურინიო პირველი თასის მოგებია ეცდენა და მგონი მანჩესთან ძალების დაზოგვით ითამაშებს არ უნდა იყოს რთული თამაში თან ჩელსის წესიერი თავდამსხმელიც არ ყავს და ყოველთვის ბრატისლავ ივანოვიჩი ვერ მოაგებინენთ თანაშებს უეჩველი მოვუგებთ ჩელსის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Fuck Barcelona And fuck Real Madrid I've love United since I was a kid
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top