"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ფორვარდი დენი ველბეკი ამ სეზონში შეძლებს 20 გოლის გატანას.
გასულ სეზონში დენიმ მხოლოდ ორჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება, ახლა კი ახალი სეზონის პირველივე ტურში მან ორი გოლის გატანა მოახერხა. დევიდ მოიესი იმედოვნებს, რომ 22 წლის ინგლისელი ამ სეზონში უფრო ხშირად გაიტანს გოლს.
"ზაფხულის ამ ტურნეს დროს, მე ხშირად ვსაუბრობდი დენი ველბეკთან და მოვუწოდებდი, რომ ხშირად დაერტყა კარის მიმართულებით. ჩვენ ახლაც სულ ამას ვეუბნებით, მაგრამ მას ამის გაკეთება ყოველთვის არ გამოსდის".
"თუმცა, როდესაც მან გაიტანა მეორე გოლი "სუონსის" კარში მე ვთქვი, რომ ის არის უკვე ჩამოყალიბებული თავდამსხმელი და მიმდინარე სეზონში 20 გოლის გატანას შეძლდებდა.
"შეუძლია მას? გახდეს თავდამსხმელი, რომელსაც გააქვს 20 გოლი სეზონში? ჩვენ მას ყველანაირად დავეხმარებით ამ მიზნის მიღწევაში." - ციტირებს მოიესის სიტყვებს goal.com.