დევიდ მოიესმა "ევერტონის" მთავარ მწვრთნელს უპასუხა, რომელმაც "იუანიტედი" იმაში დაადანაშაულა, რომ არ დაუმალავს ინფორმაცია ფელაინისა და ბეინსის შესახებ, თუმცა ზუსტად ევერტონმა გააკეთა ეს განცხადება და გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია ოფიციალურ საიტზე. "მე რობერტო ძალიან მომწონს, მაგრამ მე, რომ "ევერტონის" მწვრთნელი ვყოფილიყავი და სერ ალექსს ამ ორი ფეხბურთელის შეძენა სდომებოდა ძალიან გამიჭირდებოდა ამ მოთამაშეების შენარჩუნება. მე ყოველთვის ვცდილობდი გამეგო, თუ რა იქნებოდა უკეთესი ფეხბურთელისთვის. რობერტო "ევერტონში" ახალი მოსულია და ცოტა ხანში გაიგებს თუ როგორ მუშაობენ იქ. პირადად მე ეს ძალიან კარგად ვიცი. არ დავივიწყოთ, რომ მე შევიძინე ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა იქ ასპარეზობენ. მე პატივს ვცემ "ევერტონს" და არ ვეცდები მათთვის ზიანის მიყენებას. ვიცი, რომ ლიდერების დაკარგვა დაასუსტებს გუნდს, მაგრამ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. რაც შეეხება იმას თუ რატომ არ გამოქვეყნდა ინფორმაცია შეთავაზების შესახებ. როდესაც ჩვენ შემდეგ შეთავაზებას გავაკეთებთ ასევე კონფედენციალურად ვიმუშავებთ, ასე უფრო იოლია. ბოლოს კვირის განმავლობაში მე ვეკონტაქტები ბილ კენრაიტს ("ევერტონის" დირექტორს), ჩვენს შორის არანაირი პრობლემა არ არის. რომელ უპატივცემულებაზე შეიძლება იყოს საუბარი. ჩვენ უბრალოდ შეთავაზება გავაკეთეთ. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ არ დახურულა და თქვენ უნდა გადაწვყიტოთ ან კი ან არა"- დაასრულა მოიესმა.