"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა აღიარა, რომ მისმა გუნდმა შეიძლება ამ ზაფხულს ვერავინ ვერ გადაიბიროს.
მოიესი ყოველთვის ცდილობდა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გადმოებირებინა ესენი იყვნენ: ტიაგო ალკანტარა, ცესკ ფაბრეგასი, ლეიტონ ბეინსი და მარუან ფელაინი, მაგრამ მცდელობები, ამ ფეხბურთელების გადმობირებისა იყო უშედეგო.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, მოიესი კი უკვე აღიარებს, რომ მისმა გუნდმა ამ ზაფხულს შეიძლება ვერავინ შეიძინოს.
"მე არ ვგრძნობ არანაირ ზეწოლას. მე არვიცი, თუ რა პოზიციაზე სჭირდება გუნდს გაძლიერება. ჯერჯერობით ვინც ჩვენ გვჭირდებოდა, მათთან მოლაპარაკებები უშედეგოა, იქნებ რომელიმე ფეხბურთელი ხელმისაწვდომი გახდეს, მაგრამ არამგონია რამე შეიცვალოს"