თბილისი:
მანჩესტერი:
25-08-2013, 14:31
ავტორი: Paul Scholes 22,
ნანახია: 4384,
კომენტარები: 20
საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო წლები 20 სეზონის განმავლობაში
საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო წლები 20 სეზონის განმავლობაში
საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო წლები 20 სეზონის განმავლობაში
ეს არ არის საიდუმლო, რომ მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული კლუბია. ბოლო 20სეზონის განმავლობაში ყველაზე წარმატებული კლუბი სწორედ იუნაიტედია. ამ კლუბის წარმატებაში უდიდესი წვლილი მწვრთნელებს და ფეხბურთელებს მიუძღვით. არასდროს არ უნდა მოხდეს, ასეთი ფეხბურთელების გადავიწყება. იუნაიტედის ახალი ერის, წარმატებული ერის დასაწყისად 1993-1994წლები უნდა ჩაითვალოს. მას შემდეგ კლუბმა ათეულობით პრემიერლიგის თასი მოიგო, 10ინგლისის თასი, თასების თასი და ბევრი სხვა ტიტული.



1993-1994: ერიკ კანტონა


საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო წლები 20 სეზონის განმავლობაში


არანაირმა ხულიგნურმა დაპირისპირებებმა შეუშალა ხელი კანტონას კარიერის ჩამოყალიბებაში და გაგრძელებაში. იგი წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. არაერთ მატჩჩი მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც შესანიშნავი შედეგით ასრულებდა. მან 25ჯერ დალაშქრა მეტოქეების კარი, პირველი დუბლიც სწორედ იუნაიტედის მაისურით გაიტანა. ამ სეზონში იუნაიტედმა პრემიერლიგის ტიტული და ინგლისის თასი მოიპოვა. მაგრამ სიხარული 1994წლის იანვარში მწუხარებად შეცვალა, დაიღუპა სერ მატ ბასბი. ასეთი წარმატებული სვლა სწორედ სერმატ ბასბის დამსახურებაც იყო. იგი ერთ-ერთი უდიდესი ადამიანია იუნაიტედის კლუბის ისტორიაში.


1994-1995: გარი პალისტერი


საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო წლები 20 სეზონის განმავლობაში


ძველად ამბობდნენ, "გოლის გატანა მატჩს მოგაგებინებს, კარის მშრალად შენახვა ჩემპიონს გაგხდის", ანდაზა ყოველთვის არ არის ჭეშმარიტი, მაგრამ სიმართლე არის. 1994-1995წლებში ეს ანდაზა ვერ გამართლდა, იუნაიტედის უძლიერესმა დაცვამ ვერ მოიპოვა ტიტული. მთელი სეზონის განმავლობაში ფერგიუსონის შეგირდებმა 28გოლი გაუშვეს, ბურთების სხვაობა +49ჰქოდა. დაცვის მთავარი ბურჯი სწორედ გალი პალისტერი იყო, რომელმაც ლიგაში 42მატჩი ჩაატარა, მთლიანობაში კი 58მატჩი. პალისტერი წარმოუდგენლად ერთგული და სტაბილური იყო. იუნაიტედის წარუმატებლობაში მისი დადანაშაულება სირცხვილი იქნება.

1995-1996: ერიკ კანტონა




ამ სეზონში წარმატება კლუბს ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოუტანა. იუნაიტედის შანსებს მცირედად აფასებდნენ, რადგან ეს იყო ახალი ერა იუნაიტედში, ახალგაზრდა ფეხბურთელების სეზონი. ეს ის სეზონი იყო, როდესაც ალან ჰანსენმა მცირე კომენტარი გააკეთა," ბავშვები ვერ გაიმარჯვებენ". ეს სიტყვები იუნაიტედის ფეხბურთელების მიმართ იქნა თქმული. ოქტომბრამდე კანტონა დისკვალიფიკაციას იხდიდა, თავისი "კუნგფუ" დარტყმის გამო, მაგრამ მისი ტრიუმფალური დაბრუნება იყო ამ სეზონში. იგი საუკეთესო ბომბარდირი გახდა ლიგაში, სადაც 19გოლი გაიტანა. უკანასკნელ 10მატჩში კანტონამ 7ჯერ გაიტანა, მათ შორის ასოციაციის თასის ფინალშიც, ლივერპულის წინააღმდეგ.


1996-1997: დევიდ ბექჰემი




1996-1997წლები, გარი და ფილ ნევილები, რაიან გიგზი, დევიდ ბექჰემი და ნიკი ბატიმ დაიწყეს თამაში ახალი სტილით, ახალი გამბედაობით ახალ დონეზე. 36მატჩში დევიდ ბექჰემმა 8გოლი გაიტანა. ეს იყო დასაწყისი დევიდ ბექჰემის პოპულარობის, რომელიც მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი, ბექჰემის წარმოუდგენელი გოლი იყო უიმბლდონის წინააღმდეგ. დევიდმა მადლობა გადაუხადა არაჩვეულებრივი პასისთვის ოლე გუნარ სოლსკიაერს.


1997-1998: ენდი კოული


საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო წლები 20 სეზონის განმავლობაში



1997წელს ერიკ კანტონამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. გუნდს სჭირდებოდა ახალი ლიდერი, რომელიც წარუძღვებოდა. ენდი კოულმა სიამოვნებით მოირგო ეს როლი, და პირველივე სეზონში 25გოლი გაიტანა. იუნაიტედი არსენალს 26გოლით უსწრებდა, ეს ის სეზონი იყო, როდესაც კოულმა 13მატჩში 15გოლი გაიტანა.


1998-1999: როი კინი




არავის დავიწყება არ შეიძლება 1998-1999წლებში. კლუბმა ტრებლი მოიგო, საუკეთესო გუნდის სახელით შევიდა ისტორიაში. უნდა აღინიშნოს გუნდის ღირსეული კაპიტანი როი კინი. იგი არ იყო გოლების გამტანი ფეხბურთელი, იგი მატჩებს კონტრშეტევაზე აგებდა. ყველაზე დიდი იმედგაცრუება, ლიგის ფინალში მირებული ბარათი იყო. გუნდმა მის გარეშეც გაართვა თავი მატჩს, უნდა ითქვას, რომ მისი დამსახურება იყო ასეთი ძლიერი გუნდი რომ დადგა. როი კინი, ფეხბურთელი რომელმაც ორი პრემიერლიგის თასი მოაპოვებია კლუბს, ლიდსის და საუთჰემპტონის წინააღმდეგ.

1999-2000: დუაით იორკე


საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო წლები 20 სეზონის განმავლობაში


1999-2000წელი არ აღმოჩნდა იმდენად კარგი, მაგრამ იუნაიტედს ბევრი პოზიტიური თაყვანისცემელი გამოუჩნდა. ლიგაზე კლუბი მეოთხედფინალიდან გამოვარდა მადრიდის რეალთან, რომელმაც საბოლოოდ თასიც მოიგო. იორკე გახდა საუკეთესო გოლეადორი, რომელმაც კარიერის მანძილზე 97გოლი გაიტანა პრემიერლიგაში. ამ სეზონში მან მხოლოდ 20გოლი გაიტანა. კლუბმა მხოლოდ ერთი ტიტული მოიგო. ბრწყინვალე სეზონი, როი კინს, პოლ სქოულზს და რაიან გიგზსაც ჰქონდა.

2000-2001: ტედი შერინგემი


საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო წლები 20 სეზონის განმავლობაში


იუნაიტედმა ტიტულების შეგროვება განაგრძო. კიდევ ერთი პრემიერლიგის ტიტული. ფერგიუსონი გახდა მწვრთნელი, რომელმაც სამჯერ ზედიზედ პრემიერლიგის ტიტული მოიპოვა. ასეთ წარმატებას ხელი სხვადასხვა გზით ტედი შერინგემმაც შეუწყო. შესანიშნავი ტანდემი იყო, ტედისა და კოულის. შერინგემი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ტედიმ 21გოლი გაიტანა. ჩემპიონთალიგის 11მატჩში 5გოლი გაიტანა.


2001-2002: რუუდ ვან ნისტელროი


საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო წლები 20 სეზონის განმავლობაში


ყველაზე წარმატებული სეზონი 2001-2002წლები იყო,როდესაც კლუბმა ვერცერთი ტიტული ვერ მოიპოვა. მხოლოდ ნისტელროის ლამაზი თამაშით გამოირჩა კლუბი. ამ სეზონში დავკარგეთ ინგლისის თასი, პრემიერლიგა მესამე ადგილზე დავასრულეთ და ლიგიდან ისევ მადრიდის რეალმა გამოაგდო. გუნდში დიდი ცვლილება მოხდა, გუნდი ვერონმა და სტამმა დატოვა, ლაციოში.

2002-2003: პოლ სქოულზი


საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო წლები 20 სეზონის განმავლობაში


ზოგმა შეიძლება გიჟები უწოდოს იმ ადამიანებს, რომლებმაც რუდი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რომელმაც 44გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ პოლ სქოულზი არ უნდა დავივიწყოთ. პოლ სქოულზის გარეშე რუდი ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა. სქოულზი იყო შთამბეჭდავი მოთამაშე, რომელმაც 20გოლი გაიტანა ყველა ტურინრზე, მათ შორს 14პრემიერლიგაში. პოლმა ამ სეზონში დაამტკიცა თუ რამდენად მნიშვნელოვანია კლუბისთვის.

2003-2004: რაიან გიგზი


საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო წლები 20 სეზონის განმავლობაში


კიდევ ერთი საშინელი სეზონი,წითლებმა პრემიერლიგა მესამე ადგილზე დაასრულა, მაგრამ ასოციაციის თასი მეთერთმეტედ მოიგო. სეზონის საუკეთესო მოთამაშე რაიან გიგზი იყო, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.


2004-2005: უეინ რუნი




ინგლისში აბრამოვიჩის ჩამოსვლამ, ექსპერტები დაარწმუნა,რომ იუნაიტედი კიდევ ერთი წლით დაემშვიდობა ტიტულს. მაგრამ მიუხედავად ასეთი პესიმისტობისა, კლუბის გულშემატკივრები მხურვალედ გულშემატკივრობდნენ კლუბს. გუნდში მოვიდა უეინ რუნი და მაშინვე უმაღლეს დონეზე დაიწყო თამაში. პირველ სეზონში, 43მატჩში 20გოლი გაიტანა. ერთ-ერთი ულამაზესი გოლი ნიუკასლის კარში იყო. ფერგიუსონმა პრემიერლიგა, ასოციაციის თასი დაკარგა, მაგრამ გულშემატკივრებს იმედი კიდევ ჰქონდათ წარმატების.

2005-2006: რიო ფერდინანდი


საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო წლები 20 სეზონის განმავლობაში


კლუბი აგრძელებდა ტიტულების კარგვას. იუნაიტედს საუკეთესო თავდამსხმელები ყავდა,მაგრამ საუკეთესოდ რიო ფერდინანდი დასახელდა. დაცვის ცენტრს უმაგრებდნენ, უეს ბრაუნი, ჯონ ოში, ნემანია ვიდიჩი და სხვები. ფერდინანდის გარეშე იუნაიტედს შეიძლებოდა უფრო ცუდი შედეგი ეჩვენებინა.

2006-2007,2007-2008: კრიშტიანუ რონალდო




პორტუგალიელმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიპყრო ყურადღება. რონალდომ საბოლოოდ შეძლო და გამოავლინა თავისი პოტენციალი. რონალდომ 23გოლი გაიტანა, 17პრემიერლიგაში. რონალდოს ნებისმიერი მატჩის შემობრუნება შეეძლო. იუნაიტედმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ ტიტული მოიპოვა. პორტუგალიელი გარემარბის კარიერა კიდევ უფრო განვითარდა. მან მომდევნო სეზონში 42გოლი გაიტანა. ჟურნალისტების თქმით საუკეთესო მოთამაშედ სწორედ იგი აღიარეს. ასევე რონალდომ სერ მატ ბასბის ჯილდოც მოიგო. ბომბარდირი იყო პრემიერლიგის და ჩემპიონთალიგის.





2008-2009: ნემანია ვიდიჩი


ბოლო სეზონებში რონალდო ბრწყინავდა. მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავია დაცვაშიც, ნემანია ვიდიჩის ბრწყინვალე მოქმედება. რიო და ნემანია საუკეთესონი იყვნენ. ვიდიჩი გუნდს დაეხამრა კარის მშრალად შენარჩუნებაში, ვიდიჩის და რიოს წყალობით კლუბმა მხლოდ 24გოლი გაუშვეს. ვიდიჩმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დაცვაში. მან 7გოლი გაიტანა. 14წაუგებელი სერია ამ სეზონში მეტყველებს იმაზე, რომ საუკეთესო დაცვა იყო მსოფლიოში.

2009-2010: უეინ რუნი


საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო წლები 20 სეზონის განმავლობაში


მას შემდეგ რაც კლუბი რონალდომ და კარლოს ტევესმა დატოვეს, კლუბზე პასუხისმგებლობა სწორედ უეინს უნდა აეღო. მან სწორედ შეასრულა მისი დავალება და 42მატჩში 34გოლი გაიტანა. ეს დაეხმარა კლუბს მოეგო პრემიერლიგის ტიტული.

20010-2011: ლუის ნანი




იუნაიტედმა კვლავ დაიბრუნა ტიტული, რომლის დაბრუნებაშიც უდიდესი წვლილი ლუის ნანის მიუძღვის. თავდამსხმელების შესანიშნავი თამაშის წყალობითაც, დიმიტარ ბერბატოვი, ჩიჩარიტო და უეინ რუნი. მაგრამ კლუბს ნანის ეფექტური თამაში დაეხმარა. გაიტანა მხოლოდ 9გოლი, და 19 საგოლე გადაცემა მიითვალა. ეს საუკეთესო სეზონი იყო მისი კარიერის მანძილზე.

2011-2012: უეინ რუნი




რუნიმ ეს სეზონიც ბრწყინვალედ დაიწყო. მას ხელი არ შეუშალა მის გარშემო ატეხილმა ჭორებმა. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა,დიმიტარ ბერბატოვის, ერნანდესის და დენი უელბეკის, რუნიმ მაინც შეძლო თავის წარმოჩენა. უეინმა გაიტანა სიტის წინააღმდეგ ერთ-ერთი ულამაზესი გოლი თავის კარიერის მანძილზე, სწორედ ეს გოლი აღიარა ფერგიუსონმა მისი მოღვაწეობის მანზილზე საუკეთესო გოლად.

2012-2013: რობინ ვან პერსი




რობინი გახდა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც პირველივე სეზონი ბომბარდირის სტატუსით დაასრულა. ბევრი ვარაუდობდა, რომ რობინი იუნაიტედში კარიერას ვერ ააწყობდა, მაგრამ მათი ვარაუდი არ გამართლდა. რობინის წარმატებული სეზონის დასაწყისი პირველივე მატჩიდან გამოჩნდა. რობინმა 30გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე, 15საგოლე გადაცემა მიითვალა და საბოლოოდ პრემიერლიგის ტიტული ოლდ რაფორდზე დააბრუნა.

წყარო:Redevils.ru
სტატიები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Paul Scholes 22
24 აგვისტო 2013 00:14
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
გირჩევთ ყველამ წაიკითხოთტ..იმიტომ არა ჩემი დადებული რომ არის,არამედ იმიტომ რომ გაიგოთ უფრო მეტი რამ კლუბის და ფეხბურთელების ისტორიის შესახებ....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№2
ავტორი: NeymaR
24 აგვისტო 2013 00:58
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
რუნიმ მაგარი გაუტანა ნიუკასლს საღოლ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№3
ავტორი: red devil
24 აგვისტო 2013 06:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor kaia. Ronaldo martlac sauketeso iyo neta axlac gvyavdes eg.
0
№4
ავტორი: ლადო
24 აგვისტო 2013 10:53
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Sagol tazo..zalian sainteresoa...me.am warmatebis formulad ki pirvel rigshi sir Alex vtvli da chavtvli kidec
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
24 აგვისტო 2013 12:18
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
საღოლ ავტორ კაია !! მე რუსულად წვიკითხე ცოტა რამ ვერგავიგე
0
№6
ავტორი: BERDI
24 აგვისტო 2013 12:41
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
სასღოლ თაზო ძალიან საინტერესო იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№7
ავტორი: (((GGMU)))
24 აგვისტო 2013 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
ძალიან კარგი სტატიაა <3 <3
0
№8
ავტორი: Red Hooligan
24 აგვისტო 2013 13:10
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ყოჩაღ ავტორ კარგია. არავინ არარის მანჩესტერზე დიდი და ეს თვითონ ფერგის სიტყვებია, ამიტომ ბევრს ღლაპს თუ გონია, რომ გუნდი რეგრესს განიცდის დაეშვას ღრუბლებიდან კიარა გაბერილი ლოგინიდან..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: Z A C K™
24 აგვისტო 2013 14:03
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
10-11 ბერბა იყო და არა ნანი... ნანიც მაგარ ფორმაში იყო მაგრამ ბერბამ მოგვგებინა ჩემპიონატი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№10
ავტორი: ThiagoAlcantara
24 აგვისტო 2013 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
zau,
berba kargi iyo magram nanim mainc ajobaa ra golebic berbam gaitana 4 tamashi dachirda mgoni :D da nani mag wels dzaan stabiluri iyoo neta maseti nani dagvibbrundes ))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top