"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი საჭირო ორგანიზაციებს მუშაობას უწუნებს და რასიზმთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისთვის მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. სერ ალექსმა უკვე გააკრიტიკა და დასაჯა კიდეც რიო ფერდინანდი, რადგან მან თამაშამდე არ ჩაიცვა სპეციალური Kick It Out-ის მაისური წინა კვირაში. რიომ ეს თავისი ძმის მხარდასაჭერად გააკეთა და მოგვიანებით 320 ათასი ფუნტითაც დაჯარიმდა. ახლა კი ფერგიუსონი ძმებ ფერდინანდებს საქციელს უწონებს და ფიფა/უეფას გააქტიურებისკენ მოუწოდებს. "რიო და ანტონი სწორად მოიქცნენ. სიტუაცია მიწყნარდა მაგრამ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. მდგომარეობა დღითიდღე უკეთესდება. PFA ყველაფერს აკეთებს, რომ გადაჭრას რასიზმის პრობლემები. მაგრამ ვფიქრობ, რომ FA, უეფა და ფიფა ვალდებულნი არიან მეტი გააკეთონ. ამას არანაირი დამატებითი კითხვები არ სჭირდება. კვირას მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ვფიქრობ, კონცენტრაცია მხოლოდ თამაშზე და საფეხბურთო მხარეზე უნდა გავაკეთოთ." - განაცხადა ფერგიუსონმა. შეგახსენებთ, რომ ჯონ ტერიმ ანტონ ფერდინანდს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა და ამის გამო 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. რიომ FA-ს გადაწყვეტილება არასაკმარისად მიიჩნია და წინა კვირაში, პროტესტი რასიზმის წინააღმდეგ მიმართული მაისურის არ ჩაცმით გამოხატა.