თბილისი:
მანჩესტერი:
22-08-2013, 17:40
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2905,
კომენტარები: 12
გამარჯვების ტრადიცია. რატომ იბადებიან საუკეთესო მწვრთნელები გლაზგოში
საიმონ კუპერი AskMen-იდან წერს საკუთარ სტატიაში გლაზგოზე-ღარიბ ქალაქზე, რომელმაც უამრავი ლეგენდარული მწვრთნელი აჩუქა ბრიტანეთის საფეხბურთო ისტორიას.
გამარჯვების ტრადიცია. რატომ იბადებიან საუკეთესო მწვრთნელები გლაზგოში
საიმონ კუპერი AskMen-იდან წერს საკუთარ სტატიაში გლაზგოზე-ღარიბ ქალაქზე, რომელმაც უამრავი ლეგენდარული მწვრთნელი აჩუქა ბრიტანეთის საფეხბურთო ისტორიას. "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელიც, სავსებით შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი მათგანი გახდეს.

მეორე მსოფლიო ომის ბოლო ზამთარს, ბრიტანეთის ჯარისკაცს, მატ ბასბის მოუვიდა წერილი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სგაუტისგან, რომელშიც ეწერა რომ იგი მას არაჩვეულებრივ სამსახურს სთავაზობს. .1945 წლის 19 თებერვალს მატ ბასბი ჯერ კიდევ ჯარისკაცის ფორმით ჩავიდა მანჩესტერში და მოაწერა კონტრაკტს ხელი. სინამდვილეში, ეს არავითარი კარგი სამსახური არ ყოფილა. გუნდს ფული არ ჰქონდა, ვერ იგებდა ტიტულებს 1911 წლიდან და "ოლდ ტრაფორდი" დაბომბილი იყო გერმანელების მიერ. მაგრამ ბასბიმ აღადგინა "იუნაიტედი". 1968 წელს გუნდმა ჩემპიონების თასი მოიგო. შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა დიდიხნით შეუნარჩუნა "მანჩესტერს" ადგილი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდებთა შორის. ამ ზაფხულს, დევიდ მოიესი დანიშნული იქნა მისიის გასაგრძელებლად, რომელიც მატ ბასბიმ წამოიწყო 45-ში.

არის ერთი რაღაც, რაც აერთიანებს სამივე მათგანს-სამივე დაიბადნენ ღარიბ საპორტო ქალაქში სახელად გლაზგო (ან მის მახლობლად). იქვე დაიბადა ჯოკ სტეინი, "სელტიკის" წმვრთნელი, რომელმაც პირველად მოუპოვა ბრიტანეთს ევროპული ჩემპიონთა თასი 1967-ში. ასევე, გლაზგოში დაიბადა ბილ შენკლი-ადამიანი, რომელმაც "ლივერპულისგან" უდიდესი გუნდი ჩამოაყალიბა. და შენკლის მოწაფე, კენი დაგლიში. გამოდის, რომ მწვრთნელები გლაზგოდან დომინირებდნენ დიდ ბრიტანეთში იმ დროიდან, როდესაც ფეხბურთი პირველად გამოიგონეს. როგორ შობს ქალაქი, რომელიც დასავლეთით იმყოფება შოტლანდიაში ასეთ წარმატებულ მწვრთნელებს? რა შეუძლია ამ ტრადიციას გვითხრას მის წარმომადგენელზე, დევიდ მოიესზე?

გლაზგო არ ჰგავს ინგლისის ქალაქს. იგი ძალიან ღარიბია, fish-and-chips-ის ნაცვლად, იქ ტრადიციულ საჭმელად "მარსის" შოკოლადი ითვლება, ლუდი და ვისკი კი იმდენი რაოდენობით მოდის, რომ ინგლისისთვისაც კი ბევრია. ადგილობრივი მაცხოვრებლები საკმაოდ მეგობრული ხალხია, მაგრამ ხშირად შეიძლება დაინახოთ ჩხუბის დროს, მოწინაღმდეგეები ერთმანეთს თავებს ურტყამენ. ისინი ამას "გლაზგურ კოცნას" უწოდებენ. საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებსშორის დაახლოებით 54 წელია. გლაზგოს კიდევ ერთ-ერთი თვისება ფეხბურთია. იგი ერთადერთი ქალაქია დასავლეთ ევროპაში, რომელსაც სამი სტადიონი გააჩნია და ყოველი მათვანი 50 000 ადამიანს იტევს.

ფერგიუსონი წერდა:"ნებისმიერი წარმატება, რომელიც მე მივაღწიე ხალხთან ურთიერთობაში..მე უნდა ვუმადლოდე ჩემს აღზრდა მუშებს."

"გლაზგო არაჩვეულებრივი ქალაქია-გაოცებულია მარკ უოტი, ჰოლანდიელი, შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის წამყვანი დირეკტორი,-"რეინჯერსი" გასულ წელს ნახევრად პროფესიონალურ ლიგაში თამაშობდნენ, შოტლანდიის მესამე დივიზიონში, მაგრამ მათ მატჩებს 45 000 ადამიანი ესწრებოდა. "სელტიკის" სტადიონი ყოველ კვირას 50 000 ადამიანს იტევს ყოველ კვირას."

ფეხბურთს, ალბათ, შოტლანდიელები უფრო სერიოზულად აღიქვამდნენ, ვიდრე ინგლისელები, რომლებისთვის ეს მხოლოდ გასართობია სავსე რიტუალებითა და სხვადასხვა პაფოსებით. დაუფიქრდით ბილ შინკლის ყველაზე ცნობილ ციტატას:"ზოგს ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად მიაჩნიათ. მე გულდაწყვეტილივარ ასეთი მიდგომით. ფეხბურთი უფრო, უფრო მეტია." ეს სიტყვები უფრო ნათლად წარმოსახავენ შოტლანდიელების მიდგომას ფეხბურთის მიმართ.

იმ დროს, როდესაც დღეს აღიარებული მწვრთნელები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, ფაქტობრივად ყველა ახალგაზრდა დასავლეთ შოტლანდიაში თამაშობდა ფეხბურთს. ფერგიუსონი, დაგლიში და მოიესი-სამივე მათგანმა ფეხბურთი შეიცნეს გუნდში სახელად "დრუმჩაპელი", სადაც ფერგიუსონის მწვრთნელი სხვათაშორის იყო მოიესის მამა. შოტლანდიის ნაკრები კი ერთ-ერთი ძლიერი გუნდი იყო მთელ მსოფლიოში, რომელიც რეგულარულად ხვდებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე. იმ პერიოდში, ხალხი ძირითადად მაღაროებში და პორტებში მუშაობდნენ. ბასბი, შენკლი და სტეინი მუშაობდნენ მაღაროში, სანამ პროფესიონალური ფეხბურთელები გახდებოდნენ. ფერგიუსონის მამ გემთამამშენებელი იყო, მოიესის კი ინჟინერი იმავე კომპანიაში. ახლა უკვე რთულია წარსული შეადარო რეალობას, მაგრამ კარგად ჩანს რომ მაშინდელი თაობა უფრო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი იყო. მაღაროებში ყოფნისას, ყველა მათგანს მხოლოდ თავიანთი მეწყვილეს იმედი ჰქონდა. იმონ დანფიმ საკუთარ ავტობიოგრაფიაში დაწერა ბასბიზე:"ფეხბურთელების ურთიერთობა მოედანზე ძალიან ჰგავს მემაღაროელებს. ისინი ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი."

ფერგიუსონის ორივე მშობელი ტიპიური კლასის მუშები იყვნენ. თვითონ ფერგიუსონიც მათ ნაკვალებს გაყვა და 19 წლის ასაკში მლესავის დამხმარე გახდა. იმ დროს გლაზგომ პოლიტიკური ძალა მოიპოვა. ფერგიუსონიც და მოიესის ორივე ლეიბორისტულ პარტიაშიც მუშაობდნენ. შენკლიმ ერთხელ თქვა:" ჩემი აზრით, სოციალიზმი არის, როდესაც თითოეული ადამიანი ეხმარება თავის გვერდით მყოფს და იღებს ანაზღაურების ნაწილს. ასე ვუყურებ ფეხბურთს და ასე ვუყურებ ცხოვრებასაც."

გამარჯვების ტრადიცია. რატომ იბადებიან საუკეთესო მწვრთნელები გლაზგოში


ეს იდეალები ხალხისგან ლიდერებს ხდიდა, რომლებსაც ხშირად შეხვდები მარჯვენა პარტიის წარმომადგენლებში. როგორც წერდა ფერგიუსონი:"ნებისმიერი წარმატება, რომელიც მე მივაღწიე ხალხთან ურთიერთობაში..მე უნდა ვუმადლოდე ჩემს აღზრდა მუშებს." უოტმა კი ასე თქვა:"არამგონია, რომ შოტლანდიელებს სხვაზე უკეთესად ესმოდეთ ფეხბურთი. აქ საქმე, უფრო მატში მდგომარეობს. ისინი ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით ლაპარაკობენ და ლაპარაკის ასეთ მანერას უფრო გებულობენ. მათი მწვრთნელები არ გვნანა იმათ, რომლებიც ერთი სიტყვის ნაცვლად ათას ლაპარაკობენ და ენაზე ტყავს იძრობენ. შოტლანდიელები, როგორც წესი, უბრალო ხალხია თავიანთი პრინციპების მიმართ-მაქსიმალურად ცივ სისხლიანები და არ ართულებენ სიტუაციას იქ, სადაც მარტივად შეიძლება გამოძვრე."

მათი ხასიათი არ არის ინდივიდუალური, ისინი მიჩვეულნი არიან საზოგადოებაში მუშაობას. მწვრთნელები და ფეხბურთელები, პირველ რიგში საკუთარ გუნდზე ზრუნავენ და არა საკუთარ კარიერაზე და საბანკო ანგარიშზე. მწვრთნელები შოტლანდიიდან ყოველთვის ცდილობენ, რომ კარიერა მხოლოდ ერთ გუნდს შესწირონ. სურვილი მიაღწიონ დიდ წარმატებას გუნდთან ერთად უფრო ბევრს ნიშნავს მათთვის, ვიდრე ინდივიდუალური წარმატება.ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩავარდნის დროს ჩაიბარა 1996 წელს, შენკლიმ "ლივერპული" მეორე დივიზიონში ჩაიბარა 1959 წელს, ბასბი საერთოდ ომის დროს მოვიდა გუნდში, მოიესი კი "ევერტონის" მწვრთნელი 2002 წელს გახდა, როდესაც გუნდი დონეს კარგავდა. ყველა მათგანმა წარმატებას მიაღწია. ბასბი ამბობდა:"თავიდანვე ვცდილობდი, რომ გუნდის ყველაზე პატარა თანამშრომლისთვის შემეგნო, რომ იგი გუნდის ნაწილია. ფერგიუსონს თავისი კარიერის დასაწყისში შეეძლო საათობით ეკავა ხელში ტელეფონი და ესაუბრა გუნდის გულშემატკივართა ლიდერებს.

გუნდის დირეკტორები-რომლებიც გუნდის ფინანსურ მხარეს არეგულირებდნენ, იძულებულნი იყვნენ გვარდით გადგომოდნენ და ხელი არ შეეშალათ მწვრთნელებისთვის. როდესაც ბასბი გუნდში მოვიდა, პირველი რაც მან გააკეთა იყო ის, რომ მოითხოვა ფინანსური დირეკტორის ფუნქციები მასზე გადაეწერათ. მას სურდა რომ შემადგენლობა თვითონ ჩამოეყალიბებია, გაეყიდა და ეყიდა ახალი ფეხბურთელები. მან მიიღო ეს პრივილეგიები და ფერგიუსონთან ერთად ჯამში, ორივემ 50 წელი გაატარეს გუნდში. შენკლიმ 15 წელი დაახარჯა "ლივერპულს", შტეინმა 13 "სელტიკს''. გლაზგური მრავაწლიანობა ძალიან თვალსაჩინოა დღევანდელ მწვრთნელებს შორის, რომლებიც დროებითები არიან. ისეთი ვარსკვლავიც კი, როგორიც მაურინიოა, არ აპირებს ერთ გუნდში გაჩერებას. თუ არსენ ვენგერ არ ჩავთვლით, საერთო ხანგრძლივობა მწვრთნელების დაახლოებით 400 დღეა. შტეინი ხშირად რჩებოდა გვიანობამდე გუნდში, რათა დაკავშირებოდა ყველას ვისაც იცნობდა საფეხბურთო სამყაროში და ესაუბრა მისთვის საინტერესო საკითხებზე. უოტი წერს, რომ ფერგიუსონი ყოველ დილით 7ზე მოდიოდა სამსახურში. ამით მანდ დანერგა გუნდში პრინციპი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" დასვენების დღე არ არსებობს. ამ დროს კი, პრემიერლიგის სხვა მწვრთნელები 2-3 საათი გუნდში ატარებენ დანარჩენს კი გოლფის თამაშის დროს.

გამარჯვების ტრადიცია. რატომ იბადებიან საუკეთესო მწვრთნელები გლაზგოში


დაახლოებით 10 წლის უკან, როდესაც უოტი ჰოლანდიის 21 წლამდე ნაკრებს წვრთნიდა, იგი ლექსციებს უტარებდა ინგლისელ მწვრთნელებს ფილოსოფიაში. იგი იხსენებს:"ერთადერთი მწვრთნელი პრემიერლიგიდან, რომელიც მოვიდა, იყო მოიესი. იგი ძალიან დაინტერესდა ლექციის არსით, რადგან ფიქრობდა რომ ჰოლანდიური სტილი ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა მის შემთხვევაში." ამაში პირადად მეც დავრწმუნდი, როდესაც "ევერტონის" ვარჯიშს დავესწარი (მაშინ მოიესი ჯერ კიდევ ევერტონს წვრთნიდა). სამწუხაროდ მე ვერ შევხვდი მოიესს, მაგრამ მისი აურა მთელ გუნდში იყო გაფანტული. მთელი პერსონალი კანკალებდა მის წინ. მათ ვერ გადაწყვიტეს სახელით მიემართათ მისთვის, თუ გვარით-მისტერ მოიეს? ერთი მხრიდან ჩანს, რომ მოიესი უმეტეს დროს თავის კაბინეტში ატარებს და მათჩების მიმოხილვას ადევნებს თვალ-ყურს. " იგი აკვირდება ყველა წვრილმანს ჩანაწერებში-ყვება ჯეიმს სმიტი,- ჩერდება, ახვევს იმ მომენტს უკან, შენელებული კადრით უყურებს მომენთს და შემდეგ სხვა რაკურსით უყურებს იმავე მომენტს. მერე შეიძლება დაუძახოს რომელიმე მწვრთნელს, რათა აჩვენოს იგივე მომენტი და მისგან მოისმინოს მისი აზრი. ძალიან რთული სამუშაოა, მაგრამ ჩემი აზრით ამიტომ იგი იშვიათად უშვებს შეცდომებს."

გუნდური შეკრება სხვა გუნდებში დაახლოებით 10-15 წუთს უდრის. "ევერტონში" მოიეს იგი უფრო ხანგრძლივი, დეტალური და ეფექტური ჰქონდა. მოწინააღმდეგე გუნდისგან განსხვავებით, "ევერტონის" ფეხბურთელებმა ზუსტად იცოდნენ რა უნდა გაეკეთებიათ მწვრთნელისთვის. როგორც ბრაუნმა მითხრა, ყველა ფეხბურთელი, რომლებმაც გუნდი დატოვეს, აღიარებენ, რომ ვერც ერთი მწვრთნელი ვერ უხსნის მათ თავიანთ დავალებას, როგორც ამას მოიესი აკეთებდა. მწვრთნელებმა შოტლანდიიდან იციან-წარმატება, მხოლოდ რთული სამუშაოს შემდეგ მოდის.

გამარჯვების ტრადიცია. რატომ იბადებიან საუკეთესო მწვრთნელები გლაზგოში


შოტლანდიური მაღაროები უკვე დიდიხანია რაც მიტოვებულია, გლაზგური პორტები 50-ში მიატოვეს, დღევანდელი შოტლანდიელი ბავშვები კი უფრო ვიდეო თამაშებს ანიჭებენ უპირატესობას ვიდრე თვითონ ფეხბურთს. შოტლანდიაში ახლა 60 000 დარეგისტრირებული ფეხბურთელია. ბოლოს ქვეყანა ევროპულ ტურნირზე დაახლოებით 1998 წელს მოხვდა. ტრადიცია, რომელიც ბასბიმ 1945 წელს დაიწყო ადრე თუ გვიან გაწყდება, მაგრამ თუ მოიესი შეინარჩუნებს პრინციპებს ისე, როგორც მისი წინაპრები ინარჩუნებდნენ, ამ დასასრულმა შეიძლება კიდევ ათწლეულები დაიგვიანოს.

საიმონ კუპერი, AskMen
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
22 აგვისტო 2013 17:43
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
რამოდენიმე საათში დავდებ გაგრძელებასაც. არ ეტევა უბრალოდ ყველაფერი და
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: GeorgeBest
22 აგვისტო 2013 17:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდი იმედი მაქვს, რომ მოიესიც დაიკავებს საპატიო ადგილს ამ ხალხის გვერდით. ახალ გუნდს ვაშენებთ, ფერგიმ თიტქმის ყველა პირობა შეუქმნა ამისთვის, ცოტა დრო და ყველაფერი კარგად იქნება

დიდი იმედი მაქვს, რომ მოიესიც დაიკავებს საპატიო ადგილს ამ ხალხის გვერდით. ახალ გუნდს ვაშენებთ, ფერგიმ თიტქმის ყველა პირობა შეუქმნა ამისთვის, ცოტა დრო და ყველაფერი კარგად იქნება
0
№3
ავტორი: PLANeta
22 აგვისტო 2013 22:31
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ViDa,
საღოლლლლ გიმუშავია მართლაც ესმაკი ხარ ნამდვილი am ხოლო სტატიას რაც შეეხება მერე წავიკითხავ
0
№4
ავტორი: NeymaR
23 აგვისტო 2013 01:34
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
კარგია მომეწონა საღოლ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№5
ავტორი: SAF
23 აგვისტო 2013 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
მხეცები არიან სკოტები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№6
ავტორი: love united
23 აგვისტო 2013 12:22
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ,ძაან მაგარია!..გაგრძელება მალე დადე რა...
0
№7
ავტორი: ViDa
23 აგვისტო 2013 14:53
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
love united,
რა გაგრძელება?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№8
ავტორი: Red Hooligan
23 აგვისტო 2013 15:41
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ვნახოთ ვნახოთ, იმედია მოიესიც დადგება ამ დიდი მწვრთნელების გვერდით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: იუელი
23 აგვისტო 2013 19:18
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 91
რადგან ფერგუსონის ადგილას მოვიდა ის დიდი მრწვრთნელია !!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ REDARMY.GE
№10
ავტორი: captain
23 აგვისტო 2013 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
კაი სტატიაა ლაშა, არ ვიცოდი ფერგის მწვრთნელი მოიესის მამა თუ იყო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top