„მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „ლიდს იუნაიტედმა“ მიაღწიეს სატრანსფერო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ახალგაზრდა მცველი სკოტ ვუტონი ჩემპიონშიპის ახალი სეზონიდან „ლიდსში“ იასპარეზებს. 21 წლის ფეხბურთელმა კლუბთან სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ლივერპულში დაბადებულ მცველს სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში შანსი გასულ სეზონში, ქარლინგის თასის მატჩზე „ნიუკასლთან“ და „ჩელსისთან“ მიეცა, დებიუტი მას ჩემპიონთა ლიგაზეც ჰქონდა. აქამდე ის იჯარითაა ნამყოფი ტრენმირ „როვერსში“, „პეტერბურგ იუნაიტედსა“ და „ნოტინგემ ფორესტში“. ვუტონი სარეზერვო გუნდის მუდმივი მოთამაშე იყო, ის „იუნაიტედს“ 2007 წელს შეუერთდა. „მოხარული ვარ მიღწეული შეთანხმებით და სკოტ ვუტონის სამ წლიანი კონტრაქტით. ის ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები ფეხბურთელია და გვჯერა, რომ ჩვენთან კიდევ უფრო განვითარდება. მადლობელი ვარ კლუბის მფლობელების, რომლებიც კლუბში კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის მოყვანაში დამეხმარნენ“. - განაცხადა „ლიდსის“ მთავარმა მწვრთნელმა.