მაიკლ კერიკი შესაძლოა სამხრეთ-აღმოსავლეთის საფეხბურთო ჯილდოს მფლობელი გახდეს. Northwest Football Awards ორგანიზებას უწევს გამოკითხვას და დაჯილდოვებას, სადაც გულშემატკივარმა პრემიერ ლიგის გასული სეზონის, ამავე რეგიონის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა აირჩიოს. გამოკითხვაში მაიკლთან ერთად მონაწილეობენ ლეიტონ ბეინსი, კარაგერი, პაბლო ზაბალეტა და შონ მელონი. კერიკმა „იუნაიტედის“ წლის საუკეთესო მოთამაშის წოდება უკვე მიიღო „ოლდ ტრაფორდზე“ გამართულ კლუბის ვახშამზე. „იუნაიტედის“ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ბენ პირსონი მონაწილეობას იღებს გამოკითხვაში სახელწოდებით „ამომავალი ვარსკვლავი“, რომელიც 2012 წელს ნიკ პაუელმა მოიგო.