დარენ ფლეტჩერი მოუთმენლად ელის პრემიერ ლიგის განახლებას. შოტლანდიელი ნახევარმცველი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარცევის ჯგუფურ ეტაპზე, და მას ძალიან დიდი ძალისხმევა მოუწევს რათა კვლავ დაბრუნდეს დიდ ფეხბურთში. მან ძალიან მძიმე დაავადება დაამარცხა და საჭიროა მისი ადაპტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ფლეტჩერი გამოვიდა ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის ლიგის თასის მატჩებზე, მას პრემიერლიგაში 2011 წლის ნოემბრის შემდეგ არცერთი მარტჩი არ ჩაუტარებია.
"საქმე იმაშია, რომ მინდა რაც შეიძლება ხშირად ვითამაშო. მე ვაცნობიერებ იმას, რომ მწვრთნელს ძალიან დიდი არჩევანი აქვს. გუნდში ძალიან ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელია და განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. მე მიხარია, რომ გუნდში იქნება ჯანსაღი კონკურენცია. მე უნდა მოვითმინო და დაველოდო ჩემს შანს, რომელიც იმედი მაქვს ძალიან მალე მომეცემა. საერთო ჯამში ვფიქრობ რომ კარგ ფორმაში ვარ და უბრალოდ გავივარჯიშო გარკვეული შესაძლებლობები: რეაქცია, ტექნიკა და ასე შემდეგ. რაც შეეხება მოედანზე ჩემს პოზიციას დროდადრო ის უფრო მალე აღდგება, რადგან ეს შენშია.
"ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ბევრი 90 წუთი ჩავატარო. გარკვეული დროის მანძილის გაცდენის შემდეგ აუცილებელია ფორმაში ჩადგომა და მატჩების ჩატარება. კარგია, რომ შევძელი საჭირო მატჩების ჩატარება რეზერვების შემადგენლობაში. მე მინდოდა ფეხბურთში დაბრუნება და მნიშვნელობა არ ჰქონდა რა ფორმით მოხდებოდა ეს ყველაფერი. პირველი მატჩი ახალგაზრდბთან ერთას ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო. ყველა მატჩს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ვთამაშობ რეზერვებში, თუ შოტლანდიის ნაკრებში, მთავარია ბოლომდე დაიხარჯო და გაიმარჯვო."