"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი ჰენინგ ბერგი ფიქრობს,რომ რიო ფერდიდანს კვლავ შეუძლია "იუნაიტედისათვის" წარმატების მოტანა.
"მე არ მივიჩნევ,რომ "სტოკთან" მატჩის წინ მომხდარი ინციდენტი სასიამოვნო იყო." - აცხადებს ბერგი.
"ჩემი აზრით რიოს ჯერ კიდევ შეუძლია "იუნაიტედისათვის" წარმატების მოტანა.მას შეუძლია კიდევ რამოდენიმე წელი ითამაშოს და ახალგაზრდებს ბევრი რამ ასწავლოს.ფილ ჯონსი და კრის სმოლინგზე დიდი იმედები მყარდება და იმედია ისინი გაამართლებენ ამ იმედებს."
"ეხლა "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველა პოზიციაზე წარმოუდგენელი კონკურსია და ყველას დიდი შრომა სჭირდება გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად."
"ბევრი "ბრაგასთან" მატჩის შემდეგ,გაშვებულ ორ გოლს მაიკლ კერიკს აბრალებდა.მე არ მივიჩნევ ესე,რადგან არანაირად არ იყო მაიკლის ბრალი.იმ მომენტში სერ ალექსი მართალი იყო,რომ ფერდინანდი დაასვენა,რადგან მას ნამდვილად სჭირდებოდა დასვენება."
"აუცილებლად რიო დასვენებული უნდა შეხვდეს "ჩელსთან" მატჩს,რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება გუნდისათვის." - დაასრულა ბერგმა.