თბილისი:
მანჩესტერი:
18-08-2013, 21:24
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2344,
კომენტარები: 6
ევრამ თანაგუნდელები შეაქო
ევრამ მცირე კომენტარი გააკეთა გასულ მატჩზე.
ევრამ თანაგუნდელები შეაქო
პატრის ევრამ შეაქო თანაგუნდელები "სუონსის" დამარცხების შემდეგ, თუმცა ჩემპიონები გააფრთხილა, რომ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი ტიტულის შესანარჩუნებლად.

ფრანგი მარცხენა მცველი, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, კარგ ხასიათზე იმყოფებოდა მატჩის შემდეგ და მან შეაფასა "წითლების" თამაში.

"ეს იყო სეზონის ძალიან კარგი დაწყება და მე ვფიქრობ ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება, რადგან სეზონის დაწყებამდე ბევრს ვმუშაობდით." განუცდახა ევრამ MUTV-ს.

"ეს შედეგი იყო მესიჯი ყველასთვის, თუ რისი მიღწევა გვსურს ახალ მენეჯერთან ერთად."

პატრისი გამოტყდა, რომ გაკვირვებულია "იუნაიტედის" წინა ხაზით, განსაკუთრებით კი რობინ ვან პერსით.

"მე ხშირად ვეუბნები რობინს, რომ ცოტა დამშვიდდეს. არ ვიცი რატომ არ შეუძლია დაიწყოს ცოტა უფრო წყნარად." იხუმრა ევრამ.

"მან გაიტანა ორი გოლი ქომუნითი შილდზე და ისევ ორი სუონსისთან. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მას ისევ სწყურია ტიტულები"

ევრა ასევე კმაყოფილი დარჩა დენი უელბეკით, რომელმაც ნაკრებში წარმატებული თამაშის შემდეგ "იუნაიტედშიც" გამოიჩინა თავი და "პრემიერ ლიგის" პირველივე თამაშში იმდენივე გოლი გაიტანა, რამდენიც მთლიან 2012-2013 სეზონში.

"მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისით, ის ძალიან ბევრს მუშაობს." დაამატა ფრანგმა. "და მისი მეორე გოლი იყო უბრალოდ შესანიშნავი."

ევრამ, როგორც ერთ-ერთმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, თანაგუნდელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ "ლიბერთი სტადიუმზე" გამარჯვება მხოლოდ დიდი სეზონის დასაწყისია.

"ჩვენ ვიცით რა სურს მწვრთნელს, მას უნდა ყველაფრის მოგება და ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენ ამ რეზულტატმა თავდაჯერებულობა მოგვმატა. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ეს მხოლოდ პირველი თამაშია. ყველაფერი ახლა იწყება."

წყარო: manutd.com
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
18 აგვისტო 2013 21:41
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
თამაშიდან თამაშამდე მოვუმატოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სუონსისთან გამარჯვება. ფსიქოლოგიურადაც და + რა საზიზღარი კალენდარი მოგვდის. 4 თამაშიდან ჩელსი სიტი და ლივერპული და აქედან 2 გასვლაზე : ))) 7 ქულა მინდა ამ 3 თამაშში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: GeorgeBest
18 აგვისტო 2013 22:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მომეწონა გუშინდელი მატჩი და ძალიან იმედიანადაც ვარ, წელს პრემიერ ლიგას აუცილებლად მოვიგებთ, რა თქმა უნდა კარგი ცენნტრი გვინდა
0
№3
ავტორი: zatara
19 აგვისტო 2013 06:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
VaRdo,
9 qula vera? :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№4
ავტორი: red devil
19 აგვისტო 2013 07:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Suonstan gamarjveba ki kaia magram axla gamochndeba tqveni dzala bichebo chelsi siti da liverpooli
0
№5
ავტორი: Lomsa099
19 აგვისტო 2013 13:45
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
პატრის <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№6
ავტორი: Paul Scholes
19 აგვისტო 2013 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
პატრისიოოო )))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top