თბილისი:
მანჩესტერი:
18-08-2013, 17:09
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2381,
კომენტარები: 9
რობინ ვან პერსიმ "სუონსისთან" მატჩზე ისაუბრა
რობინ ვან პერსის აზრით, გუშინდელი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის.
რობინ ვან პერსიმ
რობინ ვან პერსიმ ისაუბრა გუშინდელ დაპირისპირებაზე, სადაც "მანჩესტერ იუნაიტრედმა" 4-1 დაამარცხა "სუონსი" და განაცხადა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი დღე ჩემპიონებისათვის, რათა დაემტკიცებინათ თავიანთი ძალა.

"იუნაიტედის" ოცი ნომერი კმაყოფილი დარჩა ამ გამარჯვებით, რომელიც საკმაოდ რთულ მეტოქესთან მოახერხეს, ამას ისიც ემატებოდა, რომ ეს იყო პირველი ლიგის მატჩი დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით.

"ეს იყო მნიშვნელოვანი დღე ჩვენთვის. ჩვენ არ გვინდოდა სეზონის პირველი მატჩის წაგება. ვფიქრობ ჩვენ მშვენივრად ვითამაშეთ, ყველა კარგად გამოიყურებოდა და ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ." განუცხადა ვან პერსიმ Sky Sports-ს. "პირველი 15 წუთის განმავლობაში სუონსი ჩვენზე უკეთესად თამაშობდა, მაგრამ გოლმა ყველაფერი შეცვალა და ჩვენ უცებ მოვახერხეთ სხვაობის ორამდე გაზრდა."

რობინ ვან პერსიმ უკვე მეორეჯერ მოახერხა დუბლის შესრულება, მან ასევე ორჯერ აიღო "უიგანის" კარი "ქომუნითი შილდზე" და ყველას დაანახა თავისი მნიშვნელოვანი როლი "წითლების" წარმატებაში.

"ჩემი გოლი გიგზის შესანიშნავ გადაცემას მოყვა" განაცხადა მან თავის პირველ გოლზე. "მე ვიგრძენი რომ ეს იქნებოდა რთული დარტყმა და ვცადე ავმხტარიყავი რაც შეიძლება მაღლა. ასევე ლამაზი გამოვიდა მეორე გოლიც."

მეორე გოლი რობინ ვან პერსიმ რუნის პასის შემდეგ გაიტანა, მან მცირე მანძილი გაირბინა და შესანიშნავი დარტყმით "წითლებს" სოლიდური უპირატესობა მოაპოვებინა. თუმცა მისი აზრით მისი გოლი არ იყო საუკეთესო ამ მატჩში. "უელბეკის ბოლო წუთებზე გატანილი გოლი შესანიშნავი იყო. ალბათ სწორედ ეს იყო მატჩის საუკეთესო."

წყარო: manutd.com
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: BERDI
18 აგვისტო 2013 17:17
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
კარგია კარგად ითამაშეს, ახალი წყობა აქვს მოიესს და იმედია ამ წყობას და ტაქტიკას კარგად აითვისებენ და შეეჩვევიან ფეხბურთლეები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№2
ავტორი: VaRdo
18 აგვისტო 2013 17:29
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ოხ რა თავდმდაბალი ხარ პერსი. ველბეკის გოლს შენი ორივე გოლი სჯობდა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Red Hooligan
18 აგვისტო 2013 18:12
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
:*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№4
ავტორი: Malboro463
18 აგვისტო 2013 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
დენიმ რო გაიტანა ისეთი გოლები უფრო მომწონს
0
№5
ავტორი: GeorgeBest
18 აგვისტო 2013 19:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პერსის ორივე გოლი უმაგრესი იყო, ისევ ფორმაშია და წელს ბომბარდირიც ისევ ეს გახდება

პერსის ორივე გოლი უმაგრესი იყო, ისევ ფორმაშია და წელს ბომბარდირიც ისევ ეს გახდება
0
№6
ავტორი: იუელი
18 აგვისტო 2013 20:19
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 91
კარგია მოგებით დაწყება ეხა უკვე ჩელსის უნდა მოვუგოთ
კარგათ ითამაშეს ''წითელმა ეშმაკებმა''
პერსიმ კარგათ ითამაშა ვულოცავ მთელი მანჩესტერს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ REDARMY.GE
№7
ავტორი: Shako Jones
18 აგვისტო 2013 20:26
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მაგარი მატჩი გამოვიდა
0
№8
ავტორი: red devil
18 აგვისტო 2013 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Persim sakaifo golebi sheagdo
0
№9
ავტორი: Paul Scholes
19 აგვისტო 2013 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
პერსი მასე გააგრძელე!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top