ვან დერ საარმა კომენტარი გააკეთა "იუნაიტედის" მეტად, რომ მნიშვნელოვან თამაშზე "ჩელსისთან", გასვლაზე. მან ისაუბრა "ზე ინდეფენდენტთან" როგორც 41 წლის ჰოლანდიელი ყოფილი კარის დარაჯი აცხადებს, ეს მატჩი იქნება ძალიან რთული და ამავდროულად ერთ-ერთი გადამწყვეტიც. მას სურს, რომ მის ყოფილ კლუბს გვერდში ედგეს, ლონდონში და სიამოვნებით იმეკარევებდა მათ წინააღმდეგაც. ის ასევე შეეხო, თავად "იუნაიტედის" ლეგენდებს, პოლ სკოულზს და რაიან გიგზს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ფაქტიურად უცვლელები არიან და ისაუბრა, მათ მიღწევებზე, რომელიც წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ჰოლანდიელმა ძალიან მოკლედ ისაუბრა "ჩელსიზე" და განაცხადა, რომ ეს კლუბი საგრძნობლად გაძლიერდა, ყავთ ახალწვეულებიც. ჯერ ლიგაში წაგება არ აქვთ და იმედია 28 პირველად დამარცხდებიან, განაცხადა მან. ვან დერ საარმა ისაუბრა, 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც, სადაც ის წარმოუდგენლად გახარებული იყო. "ჩვენ არ მოგვიგია ძალიან ბევრჯერ "ჩელსისთვის", როდესაც მე ვიყავი "იუნაიტედში" რადგან მათთან თამაში ძალიან რთულია, განსაკუთრებით, ლონდონში. ამიტომაც მე კიდევ ერთხელ მინდა სულით და გულით ვუსურვო "იუნაიტედს" გამარჯვება." დაასრულა ვან დერ საარმა.