უეინ რუნიმ შესაძლოა სეზონის პირველ თამაშში ითამაშოს. ინგლისელი ფორვარდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს და მათ უელსშიც გაყვება, იუწყება The Daily Mail.
როგორც გამოცემა წერს, უეინ რუნი შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს, თუმცა საპირისპიროდ მოხდა ინგლისის ნაკრების თამაშზე. ფორვარდმა შეხვედრა პირველივე წუთებიდან დაიწყო. უეინი ჯერ კიდევ არ იმყოფება კარგ ფორმაში, სწორედ ამიტომ ითამაშა შოტლანდიის წინააღმდეგ დაახლოებით ერთი საათი.