როგორც ცნობილი გამოცემა "Sky Sports" იტყობინება, მერსესაიდული კლუბი მზად არის გაიფორმოს ანჟის ფეხბურთელი ვილიანი.
რამდენიმე დღის წინ 25წლის ნახევარმცველმა განაცხადა, რომ მას კლუბის დატოვება სურს, ხოლო კარიერის გაგრძელება ინგლიში უნდა. ლივერპულის ხელმძღვანელობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ამ ზაფხულს მერსესაიდულმა კლუბმა ვერც მხითარიანი და ვერც დიეგო კოშტა გაიფორმეს, ამიტომ მთელი ძალისხმევით ამ ტრანსფერისკენ გადმოერთვნენ. დიდი ალბათობით ვილიანი კარიერას ლივერპულში გააგრძელებს, მისი სატრანსფერო თანხა 30მილიონი ფუნტია.
შეგახსენებთ, რომ ვილიანით ორი მანჩესტერული კლუბი ინტერესდება. იუნაიტედის ხელმძღვანელობას ნახევარმცველის შეძენა სურს, მაგრამ ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს ანჟისთვის.
წყარო:Skysports
ტრანსფერები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.