მას შემდეგ რაც "იუნაიტედში" რობინ ვან პერსი გადავიდა, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწეოდა ჩიჩარიტოს, ან უელბეკს. თუმცა, როგორც ჩანს სერ ალექს ფერგიუსონი ამ ყველაფრის აღმოფხვრას ახერხებს, ფეხბურთელთა როტაციით. ჩიჩარიტომ გარკვეული მიზეზების და გამო ვერ ითამაშა, რამდენიმე თამაში. ამის გამო, ყველა ალაპარაკდა ჩიჩას ტრანსფერზე, იყო ჭორები "ჩელსიში" გადასვლასთან დაკავშირებით, ასევე "ტოტენჰემი", "ატლეტიკო" და მრავალი სხვა... 23 ოქტომბერს, "იუნაიტედმა" გამართა შეხვედრა, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით და გაიმარჯვა 3-2 სადაც, უდიდესი წვლილი ჩიჩარიტოს მიუძღვოდა. მას შემდეგ ფერგიუსონმა, ასეთი კომენტარი გააკეთა, რომ ჩიჩარიტომ მას საფიქრალი გაუჩინა. ასე და ამგვარად, 25 ოქტომბერს ჩიჩარიტოს აგენტმა უარყო ყველანაირი ჭორები და განაცხადა, რომ ჩიჩარიტო მხოლოდ "იუნაიტედზე" ფიქრობს.