"მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოაცხადა კლუბის მაისურების ნომრები 2013/2014 სეზონისთვის.
როგორც წინა კვირას გახდა ცნობილი, ანტონიო ვალენსიამ დაიბრუნა 25 ნომერი და ნომერი შვიდი ისევ თავისუფალია. ნიკ პაულმა აირჩია 32 ნომრიანი მაისური, ხოლო არენდიდან დაბრუნებული ფაბიო 22 ნომრიანი მაისურს მოირგებს, რომელიც მანამდე პოლ სქოუზს ეკუთვნოდა.
რაც შეეხება ახალწვეულებს, უილფრიდ ზაჰა მოირგებს 29 ნომრიან მაისურს ხოლო ვარელა 30 ნომრით იასპარეზებს.