"მარუან ფელაინის კონტრაქტში იყო პუნქტი, სადაც მისი სატრანსფერო ფასი ეწერა. თუ რომელიმე გუნდი ამდენს გადაიხდიდა, ჩვენ უარის თქმა არ შეგვეძლო და ფელაინს გავუშვებდით".
"მაგრამ ამ პუნქტს ვადა 31 ივლისს გაუვიდა. ჩვენ ამ რიცხვის გასვლას დიდი ხანი ველოდებით, ახლა მშვიდად ვართ და ახალი სეზონისთვის ვემზადებით"._განაცხადა მარტინესმა.
დღეს პრესაში ამ პუნქტის შესახებ დაიწერა. ჟურნალისტების აზრით ფელაინის სატრანსფერო ფასი 22 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო. შეგახსენებთ, რომ ბელგიელით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდა.