თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2013, 23:04
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2096,
კომენტარები: 10
"არმიყვარს ფეხბურთელების დასჯა"
დევიდ მოიესი დისციპლინაზე და თვითგაუმჯობესებაზე
წარმოგიდგენთ ამონარიდს ახალი წიგნიდან საფეხბურთო მენეჯმენტზე, რომელშიც დევიდ მოიესი, არსენ ვენგერი და ბრენდან როჯერსი ერთად საუბრობენ დისციპლინის დამყარებაზე გუნდში, თვითგაუმჯობესებაზე და მცირედ ინფორმაციას აქვეყნებენ უეინ რუნის შესახებ.


დისციპლინის დამყარებაზე გუნდში

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელი დევიდ მოიესი, რომელიც გუნდის სათავეში ჩადგომისთანავე არკვევს პრობლემებს უეინ რუნის შესახებ, უზიარებს საზოგადოებას თავის შეხედულებებს გუნდის დისციპლინაზე.

დისციპლინა გუნდის სიღრმიდან უნდა გამოდიოდეს. მე რომ დისციპლინა არ მქონოდა არარაობა ვიქნებოდი. ხალხთან დიდი პატივისცემით ვურთიერთობ და მათგანაც იგივეს ველი. ნებისმიერი, ვინც მიღალატებს, საგრძნობლად შეცვლის ჩვენს შორის ურთიერთობას და ამის შემდეგ ერთმანეთთან მუშაობა ძალიან გაგვიჭირდება. ამის მიზეზი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. შეიძლება ვინმემ ზედმეტი წამოროშოს ინტერვიუს დროს ან ეროვნული ნაკრებში ყოფნის დროს რაიმეს გამოაქვეყნებს ამის შესახებ სოციალურ ქსელში-ეს ყველაფერი უსიამოვნებას გამოიწვევს ჩემთან.

საერთოდ, წინა თაობასთან შედარებით, დღევანდელი ფეხბურთელების დისციპლინა საგრძნობლად შეიცვალა უკეთესობისკენ. გუნდების ხელმძღვანელობის სტილიც საკმაოდ შეიცვალა. დღეს ფეხბურთის სამყაროში იმდენი რამ შეიცვალა, რომ ფეხბურთელის მცირედი შეცდომაც კი შესაძლოა კრიტიკული აღმოჩნდეს მისი კარიერისთვის და წამში დაკარგოს ყველაფერი. ყველა ჟურნალისტს დღეს აქვს ტელეფონი კამერით, ინტერნეტით და ამიტომ ფეხბურთელი საკმაოდ დისციპლინირებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ზედმეტი არ წამოროშოს ინტერვიუს დროს.


მაგალითად მე, არასოდეს გამოვიყენებ ძალაუფლებას ჩემი ფეხბურთელის მიმართ და ვეცდები ყოველთვის დავეხმარო თუ ამის შესაძლებლობა მექნება. თუ ვინმეს დავსჯი, არასდროს არ ჩამოვუჭრი მას თვიურ ხელფას, ვინაიდან ყოველი ასეთი საქციელი ვერ შეცვლის დისციპლინას კოლეკტივში. პირადად მე, უპირატესობას ვანიჭებ, რომ ფეხბურთელი არ დავასწრო პირველი გუნდის ვარჯიშს. ჩემი აზრით ეს ყველაზე სერიოზული სასჯელი არის. დიახ, შესაძლოა ამან აჟიოთაჟი გამოიწვიოს პრესაში, მაგრამ მირჩევნია ფეხბურთელი ვარჯიშიდან გავაგდო და შემდეგისთვის იგივე შეცდომა არ იმეოროს.

თვითგაუმჯობესება

მოიესის ინტერესი სამწვრთნელო ხელოვნების მიმართ იგივე დარჩე, მიუხედავად იმისა რომ მას უკვე 60 წელი შეუსრულდა.


თქვენ შეგიძლიათ ისხდეთ და უბრალოდ იკითხოთ, გაეცნოთ სხვადასხვა ინფორმაციას და ახალ ინფორმაციას გებულობდეთ. მაგრამ ჩემთვის ეს იყო ყველაფერი იყო. ადრე მქონდა სურვილი რომ დამეწყო სამწვრთნელო ხელოვნების შესწავლა. მე ადრე დავიწყე სამწვრთნელო კურსებზე სიარული იმისათვის, რომ მინდოდა გავმხდარიყავი უკეტესი. მინდოდა ვყოფილიყავი ფეხბურთელი, რომელსაც ტაქტიკა ძალიან კარგად ესმოდა. გარკვეული დროის შემდეგ, მე მივხვდი რომ მსიამოვნებდა იმ ხალხის საზოგადოებაში ყოფნა, რომლებიც ყოველთვის ფეხბურთზე საუბრობდნენ. მაგრამ ამის მიუხედავად მე არ შემეძლო მხოლოდ მესმინა სხვა შოტლანდიელი მწვრთნელების საუბარს და პრაქტიკულ სამუშაოზე თავი დამენებებინა. ეს იყო პერიოდი (1998), როდესაც ვიყავი ფეხბურთელი, მაგრამ არანაირი საშუალება არ მქონდა, როგორც ეს დღესაა მიღებული. სიმართლე რომ გითხრათ, მე ძალიან დამეხმარა პროფესიონალური საფეხბურთო ასოციაცია. ისინი მეხმარებოდნენ ბილეთებზე და სხვა ამგვარ რამეებზე, რადგან ხედავდნენ რომ დიდ ინტერეს ვიჩენდი ამ სფეროს მიმართ და მომავალში მინდოდა მწვრთნელი ვყოფილიყავი. მაგრამ ამის მიუხედავად, მე მაინც არ მქონდა საკმარისი თანხა იმისა რომ ძვირფას სასტუმროში მეტარებინა ღამეები. ამიტომ, ხშირად ვიღებდი ქირით მანქანას და რამოდენიმე ღამეს შინ ვატარებდი.

თქვენ არ გაქვთ უფლება თქვათ:"ხო, მე შევძელი ამის გაკეთება", შემდეგ შემოყაროთ ფეხები მაგიდაზე და არაფერი აკეთოთ, მხოლოდ იმიტო რომ თქვენ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხართ. აქტიური ადაპტაცია და თვითგაუმჯობესება გახდა აუცილებელი პროცესი ჩემთვის. ყოველთვის უყურებ მატჩების ჩანაწერს, რადგან ვიცი რომ ყოველ მათგანში არის ისეთი რაღაც რის გამოყენებას ჩემს სასარგელოდ შევძლებ. ახლა რომ ყოველდღიური სამსახური არ მქონოდა, ალბათ სამხრეთ აფრიკაში წავიდოდი, რადგან უამრავი რაოდენობის კარგი ფეხბურთელი თამაშობს იქ. ჩემი აზრით, ეს არაჩვეულებრივი იქნებოდა მათი სტილის შესწავლა და შემდეგ ამ ყველაფერს საკუთარ პრაკტიკაში შევიტანდი. ასვე ბევრი საინტერესო რამ ხდება ჩვენს მახლობლადაც. ვხედავ და ვოცდები როდესაც ვუუებ ესპანეტის საფეხბურთო დონის ზრდას, ასევე გერმანიაში დღეს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდას. არამგონია, რომ ოდესმე შანსი მომეცეს, იმისა რომ ჩემს ყველა ამ კითხვებს პასუხი გავცე, მაგრამ დიდი სიამოვნებით დავაკვირდებოდი ამ პროცესებს ახლო თვალით.

წყარო-telegraph
---
10 კომენტარი
№1
ავტორი: Z A C K™
15 აგვისტო 2013 23:11
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
რუნის დატოვებით მაგარი საქმე გააკეთა... და დისციპლინის მხრივ მკაცრია ძაან ნათქვამიც აქვს ადრე...

თუ ვინმე ადმინი მოიძებნებით სიახლე მინახეთ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№2
ავტორი: Rosso Diavolo
15 აგვისტო 2013 23:17
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მაგარი ხარ მოი ♥ ^_^
0
№3
ავტორი: Lev
15 აგვისტო 2013 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ra genialuri frazebi aqvs)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: BERDI
15 აგვისტო 2013 23:49
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ყოჩაღ ViDa კარგია. მიისს შეიძლება ფეხბურთელების დასჯა არ უყვარდეს მაგრამ დარწმუნებული ვარ რო დასჯამდე არავის არ მიიყვანს ცოტა სხვანაირიკაცია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: VaRdo
16 აგვისტო 2013 02:45
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
დიდი იმედი მაქვს სეზონს კარგად ჩაამთავრესბ გუნდი. მიდი მოიეს დაადუმე ყველა რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: red devil
16 აგვისტო 2013 07:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Anu rooney dasaja meore gundtan ertad ro avarjisha? Karoche am kacis imedi maq
0
№7
ავტორი: Lomsa099
16 აგვისტო 2013 10:15
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
კაია დისციპლინა გუნდში და სიმკაცრეც საჭიროა ხშირად ფერგი ზუსტად მაგიტო იყო ასეთი ლეგენდა

red devil,
არა რუნი კიარ დასაჯა რუნიმ თვითონ სთხოვა მოიესს მეორე გუნდში ვივარჯიშებო თორე ტრამვა გამიმიზეზდება შეილებაო, სად იმათი ჩეხაობები და სად პირველი გუნდის ჩეხაობები :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№8
ავტორი: Goginashvili777
16 აგვისტო 2013 12:19
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
არ მჯერა რა ამ კაცის და მომკალით what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№9
ავტორი: Red Hooligan
16 აგვისტო 2013 14:03
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
კარგია. პირველი ტიტული უკვე მოიგო. ეს ფსიქოლოგიურად დაეხმარება და დალშე თვითონ იცის თავისი საქმე ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№10
ავტორი: chaobi
16 აგვისტო 2013 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
მიდი მოიეს რა უფრო ძლიერი გახადა MU
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top