გამოცემა Punto Pelota იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 40 მილიონი გაამზადა "მადრიდის რეალისა" და გერმანიის გამთამაშებლის მესუთ იოზილის სანაცვლოდ. მისი ტრანსფერის რამდენიმე მიზეზიც არსებობს, მაგალითად იოზილს "რეალთან" კონტრაქტი 2016 წელს ეწურება და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ჯერ არ ჩქარობს. მაგრამ ესპანეთში ესმით, რომ იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდში.
ამას ისიც ემატება, რომ "რეალმა" სამი ახალი ნახევარმცველი გაიფრომა. ისკო, ილიამენდი და ახალგაზრდა ბრაზილიელი კაზემირო. როგორც ანჩელოტიმ განაცხადა იგი მაქსიმალურად ეცდება ახალგაზრდები დატვირთოს. ამიტომ გერმანელს სათამაშო დრო მოაკლდება.
დევიდ მოიესი დიდხანს ცდილობდა ფაბრეგასის ყიდვას, თუმცა ამაოდ. სწორედ ამიტომ "ეშმაკები" იმედოვნებენ, რომ იოზილს იყიდიან.