თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 19:11
ავტორი: Esi,
ნანახია: 3281,
კომენტარები: 8
ჰოლანდიელი გოლეადორი...
რობინ ვან პერსის ბიოგრაფია...
ჰოლანდიელი გოლეადორი...
სახელი: რობინ ვან პერსი
დაბადების თარიღი: 6 აგვისტო, 1983 წელი
დაბადების ადგილი: ჰოლანდია,როტერდამი
ამპლუა: თავდამსხმელი
ყოფილი გუნდი: ლონდონის არსენალი
ამჟამინდელი კლუბი:მანჩესტერ იუნაიტედი
ნომერი: 20
გუნდში მოსვლის თარიღი: 15 აგვისტო,2012 წელი


რობინ ვან პერსი დაიბადა 1983 წლის 6 აგვისტოს, ჰოლანდიაში ქალაქ როტენდამში. მანჩესტერ იუნაიტედისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.

ფეინოორდი

ჰოლანდიელი გოლეადორი...

რობინმა თავის კარიერა დაიწყო „ექსელსიორის" ჭაბუკთა გუნდში შემდეგ კი გადავიდა „ფეინოორდში" . ამის შემდეგ მან მიიღო მიწვევა ჰოლანდისს ახალგაზრდული გუნდიდან,სადაც 2001-2002 წლებში ჰოლანდიის თასზე გახდა საუკეთესოო ახალგაზრდა ფეხბურთელი.

2002 წლის იანვარში ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი „ფეინოორდთან’’ 3 წლით. როდესაც გუნდში თავდამსხმელებმა მიიღეს ტრავმები, 17 წლის ასაკში რობინს მწვრთნელმა მისცა შანსი.ერთი თვის შემდეგ უკვე უეფას თასზე „გლაზგო რეინჯერსს" ხვდებოდა მეოთხედ ფინალში ფეინოორდს, ვან პერსი მოედანზე გამოჩნდა 57 წუთზე, ხოლო განმეორებით მატჩში უკვე სასტარტოში იყო და გადამწყვეტი გოლოს შეგდება მოახერხა. ის მატჩი 3-2 მოიგეს როტერდამელებმა.



პირველი ტიტულის მოგების გემო ვან პერსიმ უკვე იმავე წლის მაისში იგემა როდესაც „ფეინოორდმა" უეფას თასის ფინალში 3-2 მოახერხა დაემარცხებინა „დორტმუნდის ბორუსია"



რობინი როტერდამში თამაშისაც ხშირად იღებდა ტრავმებს, 2002 წელს მას თითმის მთელი სეზონი გაუცდა ზურგის დაზიანების გამო. არსენალში გადმოსვლამდე ჰოლანდიელმა 2002/2003 წლების სეზონში „ფეინოორდის" შემადგენლობაში ჩაატარა 28 შეხვედრა და გაიტანა 10 გოლი.
მისი კონტრაქტი იწურებოდა 2005 წლის ზაფხულში და მიუხედავად იმისა რომ კლუბი ყველანაირად ცდილობდა მის შენარჩუნებას რობინმა უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და ჰოლანდიურ კლუბს მოუწია მისი გაყიდვა.


არსენალი

ჰოლანდიელი გოლეადორი...

2004 წლის 14 მაისს ფეინოორდიდან ვან პერსი გადავიდა ლონდონის არსენალში £2.75მილიონად,რომლებიც დიდი ხანი ინტერესდებოდნენ ჰოლანდიელი ფორვარდით.ასევე არსენალის გარდა ვან პერსით დაინტერესებული იყო პ.ს.ვ ეინდჰოვენი,ბრემენის ვერდერი და ესპანური სევილია.

ვან პერსის არსენალში გადმოსვლას გამოეხმაურა ტიერი ანრი და განაცხადა:"ის ისეთი კრეატიული ფეხბურთელია,რომ შეუძლია ითამაშოს მარცხენა შემტევ ნახევარმცველად და ასევე ფორვარდის უკან"

არსენალში მისი დებიუტი შესდგა სწორედ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ 2004 წლის 8 აგვისტოს FA Community Shield-ზე,სადაც არსენალმა 3-1 გაიმარჯვა.


ძირითადად 2004-05 წლების სეზონი მას სკამზე მოუწია,მაგრამ მისი დებიუტი და პირველი გოლი არსენალის მაისურით იყო მანჩესტერ სიტისთან,სადაც მეთოფეებმა 2-1 იმარჯვეს.


რობინი ნელ ნელა ადაპტაციას გადიოდა გუნდში და თავის ძალებში რწმუნდებოდა მაგრამ საუთჰემპტონთან გაძევების გამო ის პრესის პირველ ფურცლებზე მოხვდა, ამას დაემატა მისი დაპატიმრებაც სამშობლოში სადაც მას ცილს წამებდნენ გოგონას გაუპატიურებაში. რობინმა მთელი გამოძიების პერიოდი საკანში გაატარა და მას შემდეგ გაანთავისუფლეს რაც პროკურორმა ვერ დაადასტურა მისი ბრალეულობა.
ამის გამო მან გამოტოვა მოსამზადებელი პერიოდის დიდი ნაწილი და ყველას რო ეგონა მას გაუჭირდებოდა ფორმაში შესვლა, ის გამოვიდა მოედანზე და პირველივე მატჩში „ნიუკასლთან" გაიტანა გოლი. იმ სეზონში ყველა მატჩში 11 გოლის გატანა შეძლო, შემდეგ კი ახალი კონტრაქტი გააფორმა მეთოფეებთან 2011 წლამდე.

ხშირად მას უწევდა შეცვლაზე შესვლა, მაგრამ მიუხედავად იმისა ის გულშემატკივრებს განცვიფრებულს ტოვებდა თავისი არაჩვეულებრივი თამაშით, მას შეეძლო გოლი გაეტანა არაფრისგან.
ახალგაზრდა ჰოლანდიელი სულ უფრო ძლიერდებოდა და ძლიერდებოდა. 2006/2007 წლის სეზონში ის გახდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, არადა ის იმ სეზონში თებერვლიდან მაისამდე ლაზარეთში იწვა კოჭის დაზიანების გამო.

ტიერი ანრის ბარსელონაში გადასვლის შემდეგ ის გახდა არსენალის მთავარი მეგოლე,რაც მან ძალიან კარგად დაამტკიცა არსენალში,ხოლო მისი ბოლო სეზონი,რომელიც მან არსენალში გაატარა ტრიუმფით დაასრულა.

გახდა ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი.გაიტანა ჩემპიონატში 30 გოლი და არსენალის საუკეთესო მეგოლეებში 132 გატანილი გოლით მერვე საფეხურზე აიწია.


თავისი პირველი გამოძახება რობინმა ნაკრებში მიიღო 2005 წლის 4 ივნისს რუმინეთთან. მიუხედავად იმისა რომ ჰოლანდიელმა „არსენალში" თავიდანვე ვერ მოიპოვა ადგილი სასტარტოში მსოფლიო ჩემპიონატზე მარკო ვან ბასტენმა მას გარანტირებული ადგილი მისცა თავდასხმაში. თავისი პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა კოტ’დიუარის ნაკრების წინააღმდეგ 23 წუთზე როდესაც შორიდან ცაციათი დაუბრახუნა „სპილოს ძვლის ნაპირელთა" მეკარე კოპას.
ევრო 2008 კვალიპიკაციაზეც ვან პერსიმ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა როდესაც 2-2 გოლი გაუტანა ლუქსემბურგს და ბელორუსიას. ასევე მან თავი გამოიჩინა ბელგიის და ალბანეთის ნაკრებებთან მატჩში.
თავისი ორიგინალურობით და ბურთის კარგად ფლობით მან დაიმსახურა შედარება თვით დენის ბერკამპთან და გახდა ინგლისის პრემიერლიგის ამომავალი ახალგაზრდა ვარსკვლავი.


მანჩესტერ იუნაიტედი

ჰოლანდიელი გოლეადორი...

რობინ ვან პერსი 15 აგვისტოს გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედში,რაც კლუბს 24 მილიონი ევრო დაუჯდა.

კეთილი იყოს რობინ შენი მობრძანება "ოცნებათა თეატრში"


ჯილდო


ფეინოორდი:უეფას თასი 2001 წელი

არსენალი:FA Community Shield (1): 2004 , FA Cup (1): 2004–05

ჰოლანდია:ვერცხლის მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე 2010წელი


ჰოლანდიელი გოლეადორი...

ჰოლანდიელი გოლეადორი...
ბიოგრაფიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
11 ოქტომბერი 2012 19:15
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
კარგი ხარ ავტორ, ყოჩაღ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: VaRdo
11 ოქტომბერი 2012 19:16
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ Esi . მერე წავიკითხავ ამას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Rooney
11 ოქტომბერი 2012 19:22
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
მალადსი ავტორ
0
№4
ავტორი: UTD-Rule
11 ოქტომბერი 2012 19:25
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ავტორ !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: Ví Ví
14 ოქტომბერი 2012 21:40
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
რობიიიიიიიიიიიიიინ <3
0
№6
ავტორი: buka oboladze
18 დეკემბერი 2012 14:33
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
უმაგრესისიახლეა ))
0
№7
ავტორი: Degea1
26 თებერვალი 2013 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
sagol avtor
0
№8
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 08:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
უმაგრესია პერსი <333
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top