თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2013, 14:18
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 1917,
კომენტარები: 2
ვიდიჩს წარმატების სჯერა
იუნაიტედის კაპიტანი დარწმუნებულია გუნდის წარმატებაში
ვიდიჩს წარმატების სჯერა
მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი, ნემანია ვიდიჩი, აცხადებს, რომ წინასასეზონო ტურნეზე ბევრი დადებითი მხარე დაინახა გუნდში და ეს აუცილებლად გახდება წარმატების გასაღები. სწორედ ამიტომ ის ფიქრობს, რომ ახალი სეზონი წარმატებული იქნება:"ხალხი მუდმივად გვისვამს ჩვენ შეკითხვებს. მათ აინტერესებთ შევძლებთ თუ არა ტიტულის ზედიზედ მეორედ მოგებას. შეგვიძლია გავხდეთ ჩემპიონები? ეს მხოლოდ მთავარ მწვრთნელს არ ეხება, არამედ ფეხურთელებსაც. გუნდში საკმაოდ კაგი შრომითი ეთიკა გვაქვს. შესანიშნავ ვარჯიშებს ვატარებთ. ყოველ ჩვენგანს უნდა ტიტულისთვის ბრძოლა. მე ვხედავ მოგების წყურვილს ჩემი პარტნიორების თვალებში. ეს მნიშვნელოვანია თუ ჩვენ გამარჯვება გვინდა. მე კმაყოფილი ვარ."

"კვირას კარგი მატჩი ჩავატარეთ. ეს იყო კიდევ ერთი ნაბიჯი ფორმის გაუმჯობესებისაკენ. მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი 90 წუთის ჩატარება და ტიტულის მოგება სეზონის დაწყებამდე. ნელა ვიკრებთ ფორმას მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ყოველი მომდევნო მატი გაცილებით უკეთესია წინაზე. იმედი მაქვს მატჩი სუონსისთან ასევე წარმატებული აღმოჩნდება. ყველაზე რთული სტარტი გველის ამ სეზონში. პირველი მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გასვლაზე. სუონსითან ძალიან გაგვიჭირდება. მათ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი ჰყავთ. მოუთმენლად ველი მატჩს. ფეხბურთელებს უნდა ითამაშონ რთული და მნიშვნელოვანი მატჩები. როცა მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობ ყოველთვის მზად უნდა იყო ასეთი მომენტებისთვის."

ნემანიამ წინასასეზონო ტურნე ზურგის პრობლემების გამო გამოტოვა, თუმცა ახლა უკვე მწყობრშია და მზადაა თამაშისთვის:"მთელი ამ დროის განმავლობაში რეზერვებთან ერთად ვვარჯიშობდი, ასე რომ შეიძლება ითქვას უკვე მქონდა წინასასეზონო მომზადება. დანარჩენი მოთამაშეების მსგავსად ბევრი მატჩი არ ჩამიტარებია თუმცა ორი 90 წუთი სრულად ვითამაშე. სეზონი იწყება და ბევრი მატჩი იქნება ჩასატარებილი, ასე რომ სულ გავუმჯობესდები.. ეს მარტო მე არ მეხება, არამედ ყოველ ფეხბურთელს. ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჯანმრთელი ვარ და ველოდები ახალი სეზონის დაწყებას"

წყარო:Manutd8.com
სიახლეები
2 კომენტარი
№1
ავტორი: Lomsa099
13 აგვისტო 2013 14:21
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
აბა რა ოპტიმისტები უნდა ვიყოთ და არა ჩელსის და სიტის ფანებისნაირები :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№2
ავტორი: red devil
13 აგვისტო 2013 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Warmatebebi vida

Sitis ra fanebic yavs? :D :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top