თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2013, 12:58
ავტორი: Esi,
ნანახია: 1522,
კომენტარები: 8
მუდამ ტიტულზე დაგეშილები!
რაიან გიგზის თქმით იუნაიტედი არასდროს შეწყვეტს ტიტულების მოგებას...
მუდამ ტიტულზე დაგეშილები!
რაიან გიგზმა გუშინ 21-ე შეხვედრა ჩაატარა იუნაიტედის მაისურით უემბლის სტადიონზე და კიდევ ერთი ტიტული შემატა თავის კოლექციას.მისი თქმით იუნაიტედი არასდროს შეწყვეტს ტიტულების მოგებას.

39 წლის უელსელმა ფეხბურთელმა შესანიშნავი დასაწყისი უწოდა გუშინდელ გამარჯვებას,სადაც იუნაიტედმა უიგანი 2-0 დაამარცხა და ქომუნითი შილდსაც დაეუფლა.

„ყოველთვის სასიამოვნო გრძნობაა,როდესაც შენ თასს იგებ.ეს ძალიან კარგი დასაწყისია სეზონის.ეს ძალიან კარგია,როგორც მწვრთნელისთვის ასევე მთლიანად გუნდისათვის.ჩვენ სეზონი ტიტულით დავიწყეთ“
-განუცხადა უელსელმა PA Sport-ს

„გუშინ იყო რამდენიმე ფეხბურთელი მოედანზე,რომლისთვისაც ეს ტიტული პირველი იყო მათ კარიერაში.ჩვენ გვინდოდა მოგვეგო ეს ტიტული და მოვიგეთ კიდეც.“

„ყოველ წელს შეუძლებელია მოიგო ტიტული,მაგრამ ჩვენ გვინდა,რომ ეს ყოველთვის გავაკეთოთ და მივცეთ ჩვენს თავს საუკეთესო შანს.ეს არის ის,რასაც ჩვენ ყოველ წელს ვაკეთებთ.ჩვენ ვართ ჩემპიონები და ვიცით თუ როგორი ძნელია ამ ტიტულის შენარჩუნება და დაცვა,მაგრამ ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“

„ჩელსის სათავეში ჟოზე მაურინიო ჩაუდგა,ხოლო სიტიმ კვლავ დიდი ფული დახარჯა ტრანსფერებში,მაგრამ ჩვენ სრულიად არ ვღელავთ ამ ყველაფერზე“
-დაამატა გიგზმა

„რაც შეეხება ტრანსფერებს,ჯერ კიდევ დარჩენილია რამდენიმე კვირა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.თუ ჩვენ ვინმეს ვიყიდით ეს შესანიშნავი იქნება,მაგრამ თუ არავის ვიყიდით არც ესაა საგანგაშო,რადგან ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს.ჩვენ ამ ფეხბურთელებით შარშან მოვიგეთ პრემიერ ლიგა და სულმოუთმენლად ველით ახალი სეზონის დაწყებას“-დაასრულა რაიანმა
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
12 აგვისტო 2013 13:01
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ტრანსფერი საჭიროა,მაგრამ გიგზს ვეთანმხები ყველაფერში!
0
№2
ავტორი: VaRdo
12 აგვისტო 2013 13:19
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ბეილზე დაიწყო ეხლა საუბარი. იქნებ 1 ტრანსფერი მაინც მაღირსონ სეზონსი დაწყებამდე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: MAGNIFICENT 7
12 აგვისტო 2013 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
გენაცვალე გიგზ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№4
ავტორი: Shako Jones
12 აგვისტო 2013 13:50
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ასე არ შეიძლება !! ერთადერთი კლუბი ვართ მგონი რომელმაც 0 სტერლინგი დახარჯა ტრანსფერებში !!! 1 წესიერი ტრანსფერი გვჭირდებააა აუცილებლად ცენტრი
0
№5
ავტორი: BERDI
12 აგვისტო 2013 17:53
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ტრანსფერი საჭიროა ეხლა თუ არა ზამთარში მაინც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: Mika
12 აგვისტო 2013 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
მიყვარხარ რაიან ♥
მაგრამ ტრაანსფეერი მაინც გვინდაა! am
იმედიაა შევიძენთ ვინმეეს!
0
№7
ავტორი: red devil
12 აგვისტო 2013 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Bale gvinda bale saswrafod
0
№8
ავტორი: Lomsa099
13 აგვისტო 2013 14:24
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
ლეგენდა :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top