თბილისი:
მანჩესტერი:
8-08-2013, 09:05
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2177,
კომენტარები: 12
"მეცხრამეტედ იუნაიტედი" - მზადება (თავი მეორე - ნაწილი მეორე)
"მეცხრამეტედ იუნაიტედი" - მზადება (თავი მეორე - ნაწილი მეორე)
"მეცხრამეტედ იუნაიტედი" - მზადება (თავი მეორე - ნაწილი მეორე)

II

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავმა ასაფრენი ბილიკი 20:00-ზე დატოვა და ჰაერში გაიჭრა. პირველი წუთები საკმაოდ დაძაბული იყო, რადგან თვითმფრინავი უცნაურად ირყეოდა, რამაც მგზავრებში პანიკა გამოიწვია. მგზავრების დასამშვიდებლად თვითმფრინავის დერეფანში წითელ-მოკლე კაბიანი გამცილებელი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ საშიში არაფერი იყო და თვითმრფინავი სულ რამდენიმე წუთში რყევას შეწყვეტდა. გამცილებლის მომხიბვლელმა ღიმილმა და მშვიდი, გაწონასწორებული ტემბრით საუბარმა შეშფოთებული მგზავრები დააწყნარა. მართლაც, რამდენიმე წუთში რყევა შეწყდა და შეშფოთებული მგზავრების რაოდენობამაც ნელ-ნელა იკლო.

მე და ვიტკას არც თუ ისე კარგი ადგილი შეგვხვდა. ჩვენ ვიჯექით თვითმფრინავის შუა ნაწილში, სადაც ერთ რიგში ოთხ-ოთხი სამგზავრო სკამი იყო განთავსებული. მე და ჩემ ბიძაშვილს, საბედნიეროდ, გვერდი-გვერდ მოგვიწია ჯდომა შუა სკამებზე, რასაც თავისი მინუსებიც ახლდა. ჩვენ ვისხედით შუაში, გვერდებზე კი ორივეს სხვა მგზავრები გვეჯდა. მე შუა ხნის, მსუქანი, უფრო სწორად ძლიან მსუქანი და ოფლის სუნით გაჟღენთილი მამაკაცი მხვდა წილად. როგორც ყოველთვის, ვიტკას ჩემზე უკეთესი ბედი აღმოაჩნდა და მის გვერდით ახალგაზრდა, ლამაზი, პატარა და აპრეხილ ცხვირიანი, ქერა, ცისფერთვალება გოგო იჯდა. ეს ყველაფერი თვითმფრინავში გამოწვეული პანიკის ჩაცხრობის შემდეგ შევნიშნეთ. ჩემი შეწუხებული სახის დანახვისას ვიტკამ გულიანად გადაიხარხარა, წარბები გაათამაშა და კმაყოფილი სახით გადახედა მის გვერდზე მჯდომს. წარმოიდგინეთ როგორ შემშურდა ჩემი საკუთარი ბიძაშვილის, რომელსაც ყოველთვის ყველაფერში ჩემზე მეტად უმართლებდა.

აფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ გამახსენდა, რომ ჯიბეში ჩემი iPod Nano მქონდა და გადავწყვიტე სიმღერებისთვის მომესმინა. საბედნიეროდ აკუმლატორი ბოლომდე იყო დატენილი და სავარაუდოდ ლონდონამდე მეყოფოდა. ავირჩიე ჩემი Playlist-ი და „იუნაიტედის“ ჰიმნების ჩამონათვალს გადავხედე. რიგში პირველი “Take me home United Road” იყო და დაუფიქრებლად დავაჭირე ჩართვის ღილაკს. ამ საოცარი სიმღერის მოსმენისას ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა თვალები მეხუჭებოდა და ძალა მეცლებოდა. საბოლოოდ ჩამთვლიმა კიდეც.

მახსოვს, ძილში ტკბილ სიზმარს ვხედავდი. სიზმარი ინგლისის ერთ ვიწრო ქუჩაში დაიწყო, სადაც მე და ვიტკა ურიცხვ ხალთან ერთად სადღაც მივდიოდით. სავარაუდოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ სტადიონისკენ. ყველანი ერთ ფერში , წითელში ვიყავით ჩაცმულები და ყველა ჩვენგანს წითელ-თეთრი შარფები გვქონდა მოხვეული. ხელები მაღლა გვქონდა აღმართული და ერთხმად, ხმამაღლა ვმღეროდით :


„Come on you Reds
Come on you Reds
The team that every defender dreads
We're The Devils in Red you know,
We're Man United — Here we go!
Come on you Reds
Come on you Reds
Just keep your bottle and use your heads
For ninety minutes we'll let them know
It's Man United — Here we go!
Man United — Here we go!
Man United — Here we go!!“


სიზმარით მოხიბლულმა ვიგრძენი, რომ ვიღაც მაგრად მიჯიკავებდა. გამომეღვიძა და თვალები გავახილე. რა თქმა უნდა, ვიტკა იყო. შეშფოთებული სახე ჰქონდა და მისმა მზერამ დამაბნია.

- ნიკუშ, გაიღვიძე ! დაგვერხა !
- რა მოხდა?! თბილისში თმის გელი დაგრჩა?!
- რა დროს ღადაობაა, აზრზე მოდი !
- აღარ იტყვი რა მოხდა?!
- ჩვენ ლონდონში კი არა, ბაქოში მივფრინავთ !
- რამ გადაგრია ბიჭო ამხელა კაცი, რა ბაქო რის ბაქო, სუ გამოშტერდი?! ასეთი რა დაგესიზმრა !
- მე კი არ გამოვშტერდი, შენ ხარ მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ... თავს ნუ მაგინებინებ ხალხის წინაშე, ნინიმ მითხრა, რომ ეს თვითმფრინავი ბაქოში მიფრინავს და ბილეთიც მანახა, იდიოტო !
- ნინი ვინღაა ბიჭო, რეებს იგონებ?
- ნინი ის გოგოა ჩემ გვერდით, რომ ზის. ორ წუთში მოვა და შენი ყურით მოისმენ !
- მოიცა, ანუ შენ არ ხუმრობ ახლა?!
- რა მეხუმრება, ბიჭო, რა მეხუმრება, დაგვერხა-მეთქი !

ვიტკა ისე დამაჯერებლად და ანერვიულებულად ლაპარაკობდა, რომ მართლა შემეპარა ეჭვი. ჩანთიდან ბილეთი ამოვიღე და კარგად დავაკვირდი. ვიტკა არ ტყუოდა, ჩვენ მართლა აზერბაიჯანში მივფრინავდით. ბილეთზე ნათლად იყო აზერბაიჯანის დროშა გამოსახული. ვერაფერს მივხვდი, ძალიან დავიბენი და არ ვიცოდი რა მექნა. პასპორტი ამოვიღე და ვნახე, რომ ინგლისის ვიზის მომდევნო ფურცელზე აზერბაიჯანში შეშვების ნებართვის დამადასტურებელი ბეჭედი იყო ჩარტყმული. ხუთი წუთი მე და ვიტკა ერთმანეთს მივშტერებოდით და ხმას ვერ ვიღებდით. ხუთი წუთის შემდეგ კი ვიტკამ ყურში დამარცვლულად და გასაგებად ჩამჩურჩულა :

- იდიოტი ხარ !

ვერაფერი ვუპასუხე, რადგან მე მართლაც იდიოტის როლში ვიყავი.

რამდენიმე წუთის შემდეგ გამოჩნდა ის გოგო, რომელიც ვიტკას გვერდით იჯდა და რომელმაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა. ვიტკა მას გამოელაპარაკა და თხოვა, რომ ყველაფერი ახლიდან აეხსნა ჩემთვის, თუმცა მე ეს არ მჭირდებოდა. ყველაფერი ცხადზე უცხადესი იყო - ჩვენ ბაქოში მივფრინავდით !

"მეცხრამეტედ იუნაიტედი" - მზადება (თავი მეორე - ნაწილი პირველი)

"მეცხრამეტედ იუნაიტედი" (ნაწილი მეოთხე)

მეცხრამეტედ "იუნაიტედი" (ნაწილი მესამე)

"მეცხრამეტედ იუნაიტედი" (ნაწილი მეორე)

"მეცხრამეტედ იუნაიტედი" (ნაწილი პირველი)
სიახლეები
12 კომენტარი
№1
ავტორი: red devil
8 აგვისტო 2013 09:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Kaia dima gagrdzeleba rodis iqneba?
0
№2
ავტორი: DimaSanaia
8 აგვისტო 2013 09:30
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
red devil,
მოცდა მოგიწევს. წიგნი სანამა რ გამოვა აღარ დაიდება გაგრძელება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№3
ავტორი: Amerigo
8 აგვისტო 2013 11:49
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
DimaSanaia,
გენიოსი ხარ! ბრწყინვალე ნამუშევარია!
0
№4
ავტორი: sHumaHer
8 აგვისტო 2013 11:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 90
კაია სგ ავტორ
0
№5
ავტორი: cherekter
8 აგვისტო 2013 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
sastav sadgac wavikitxe kakas trasperu unda gaketdeso ra simartleas?
0
№6
ავტორი: Goginashvili777
8 აგვისტო 2013 12:15
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
საღოლ ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: BERDI
8 აგვისტო 2013 12:21
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ დიმა მართლა კარგია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: GoGa
8 აგვისტო 2013 18:26
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 80
ამ ზღაპრების წერას ჯობია რამე ინფორმაცია მოგვაწოდო, ან წადი და რედაქციაში წერე აქ რას გვეპოეტები :*
0
№9
ავტორი: Shako Jones
8 აგვისტო 2013 18:48
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
„Come on you Reds
Come on you Reds
The team that every defender dreads
We're The Devils in Red you know,
We're Man United — Here we go!
Come on you Reds
Come on you Reds
Just keep your bottle and use your heads
For ninety minutes we'll let them know
It's Man United — Here we go!
Man United — Here we go!
Man United — Here we go!!“

<3
0
№10
ავტორი: DimaSanaia
8 აგვისტო 2013 22:37
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
GoGa,
გიცნობ? მიცნობ? ჯერ ერთი საიტი ინფორმაციის ნაკლებობას არ განიცდის, საკმარისზე მეტი ინფორმაცია იდება. მეორე მე უკეთ ვიცი სად და რა უნდა ვწერო და სასხვათაშორისოდ ეს პოეზია კი არა პროზაა. ასე რომ Calm Down
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top