თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2013, 18:09
ავტორი: MATA - JM8,
ნანახია: 2473,
კომენტარები: 9
გასული სეზონის 10 გამორჩეული მოვლენა
გასული სეზონის 10 გამორჩეული მოვლენა.
გასული სეზონის 10 გამორჩეული მოვლენა
გასული სეზონის 10 გამორჩეული მოვლენა
ცოტა ხნის წინ, დასრულდა კონფედერაციის თასის გათამაშება, რომელმაც ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფით ჩაიარა.

აღნიშნული ტურნირი აწ უკვე გასული სეზონისთვის, ბოლო მნიშვნელოვანი გათამაშება გახლდათ. 2012/2013 წლების საფეხბურთო სეზონი ისტორიას ჩაბარდა. სულ მალე კი, ახალი 2013/2014 წლების სეზონი დაიწყება.

სანამ ახალი სეზონი აიღებს სტარტს, მსურს შეგახსენოთ, გასული სეზონი 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.

10. "მონაკოს" დაბრუნება



ორი წლის წინ, საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციული კლუბი ლიგა 2-ში გავარდა.

თავდაპირველად "მონაკო" იქაც ცუდად თამაშობდა და გასავარდნ ზონაში იყო, თუმცა შემდგომ მოუმატა და კინაღამ პირველ წელსვე დაბრუნდა ელიტაში.

მას შემდგომ კი, რაც კლუბი მილიარდელებმა იყიდეს და კლაუდიო რანიერი დანიშნეს მთავარ მწვრთვნელად, კლუბის მიზანი ნათელი გახლდათ.

"თავადების" მიზანი არა უბრალოდ ელიტაში დაბრუნება, არამედ მსოფლიოს მასშტაბით უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბებაა. "მონაკო" უმაღლეს ლიგაში მარტივად დაბრუნდა და კლუბმა გაძლიერებისთვის ზრუნვა აქედანვე დაიწყო. კლუბმა რადამელ ფალაკო, ჯეიმს როდრიგესი, ჟოაო მაუტინიო, ერიკ აბიდალი, რიკარდო კარვალიო, ჟერემი ტულალანი, ფაბინიო, ნიკოლას მირიტი და ენტონი მარტიალი დაიმატა.

კლუბის მიზანი ჩემპიონობა იქნება.

გასული სეზონის 10 გამორჩეული მოვლენა


9.ხმაურიანი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე



სეზონის დაწყების წინ კლუბის არაბმა მფლობელმა - შეიხმა ალ ტანმა კლუბის დაფინანსებაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზი არათანაბრად განაწილებული სატელევიზიო კონტრაქტები იყო, რომლის გამოც შეიხი ძალიან განაწყენდა.

"მალაგაში" ფინანსური კრიზისი დაიწყო. კლუბი იძულებული გახდა, რომ ვალებისა და ხელფასის გასაცემად რამდენიმე მოთამაშე გაეშვათ. კლუბი დატოვეს სალომონ რონდონმა და სანტი კასორლამ. მათ სანაცვლოდ აღებული თახნით "მალაგამ" ფეხბურთელებს ხელფასები გაუსტუმრა.

აგვისტოში კი კლუბმა არსებობის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა. ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ორმატჩიან რაუნდში კლუბმა "პანათინაიკოსი" დაამარცხა და პირველად ისტორიაში ლიგის ძირითად ბადეში მოხვდა.

ბევრისთვის მოულოდნელად, "მალაგამ" ძალიან მარტივად დაძლია ჯგუფი. ესპანელებმა პირველ 3 მატჩში იმარჯვეს და მალევე გაიფორმეს შემდეგი ეტაპის საგზური. ანდალუსიელებმა ჯგუფი 1 ადგილზე დაასრულეს. მათ "მილანს", "ზენიტსა" და "ანდერლეხტს" აჯობეს.

1/8 ფინალში თამაში კი ესპანელებს "პორტოსთან" მოუწიათ - ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ კლუბთან. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მატჩში ანდალუსიელები დამარცხდნენ და ბევრი განწირულებად მიიჩნევდა მათ, "მედუზებმა" შეძლეს და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხეს პორტუგალიური გრანდი.

ამის შემდგომ კლუბს 1/4 ფინალში "ბორუსია" დაეჯახა. ესპანეთში უგოლო ფრის შემდგომ, "მალაგა" 90-ე წუთზე 1:2 ამარცხებდა გერმანულ კლუბს, მაგრამ მოხდა ისეთი სასწაული, როგორიც ალბათ 10 წელიწადში ერთხელ თუ მოხდება, "ბორუსიამ" ორი გოლი შეაგდო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. "მალაგას" კი საშინლად არ გაუმართლა. გუნდს 1 ნაბიჯი დააკლდა ამ უდიდესს წარმატებამდე.


რასაკვირველია, ამ წარმატებაში უდიდესი წვრილი შეიტანეს ექს-ვალენსიელებმა, საუბარია კლუბის ორ ლიდერზე - ახალგაზრდა ისკო ალარკონზე და ვეტერან ხოაკინ სანჩესზე. სწორედ მათ მიუძღვით უდიდესი წვრილი "მალაგასთვის" ისტორიულ წარმატებაში.

სამწუხაროა, რომ ორივე ამ ფეხბურთელმა უკვე დატოვა "მალაგა". ისევე როგორც, ბევრმა სხვა მოთამაშემ. გაისად, "მალაგას" ძალზე გაუჭირდება მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ესპანეთის ჩემპიონატში.

გასული სეზონის 10 გამორჩეული მოვლენა


8.სენსაციური ტრიუმფები


საუბარია ინგლისის თასებზე. ორივე ტურნირზე სენსაციები დაფიქსირდა. ლიგის თასი "სუონსიმ" აწია, ხოლო ასოციაციის თასი "უიგანმა".

ლიგის თასის მეორე რაუნდში "სუონსიმ" 3:1 მოუგო "ბარნსლის" შინ, გრემის და მურის(2) გოლებით. მესამე რაუნდში კი მიჩუს, გრემისა და მონკის გოლებით "სუონსიმ" 3:2 მოუგო "ქრიული თაუნს" გასვლაზე. 1/8 ლაუდრუპის გუნდმა ენფილდზე 3:1 დაამარცხა "ლივერპული", ჩიკოს, დაიერისა და დე გუზმანის გოლებით. 1/4 ლიბერთიზე, "სუონსიმ" 1:0 მოუგო "მიდლსბროს". ერთადერთი გოლი ჰინესმა შეაგდო საკუთარ კარში. ნახევარფინალში კი ორმატჩიანი დუელები იყო. "სუონსის" მეტოქე ლონდონის "ჩელსი" იყო. პირველი მატჩი, სტემფორდზე უელსელებმა მიჩუს და გრემის გოლებით მოიგეს 2:0, შინ კი 0:0 ითამაშეს და უებლის საგზური მოიპოვეს. ფინალში კი მეტოქე "ბრედფორდი" იყო. ლაუდრუპის გუნდმა 5:0 დაამარცხა მეტოქე და პირველი ტიტული მოიგო ისტორიაში. ფინალში დაიერმა და დე გუზმანმა დუბლები გაიფორმეს და ასევე 1 ბურთი შეაგდო მიჩუმაც.

რაც შეეხება "უიგანს", ეს კლუბი მიმდინარე სეზონში პრემიერლიგიდან გავარდა, თუმცა ეს წელი მათ ფანებს მაინც კარგად დაამახსოვრდებათ. კლუბმა დაუჯერებელი შეძლო და ტიტული მოიგო. ფინალში კლუბმა "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა 1:0.

გასული სეზონის 10 გამორჩეული მოვლენა


7.ნიგერიის ტრიუმფი აფრიკის თასზე

ზამთარში გამართულ აფრიკის თასზე გამარჯვება ნიგერიასთვის მესამე აღმოჩნდა.

მათ ჯგუფში ბურკინა ფასოს, ზამბიისისა და ეთიოპიის წინააღმდეგობები დაძლიეს და 1/4 ფინალში გავიდნენ, სადაც ისინი კოდ'დივუარის უძლიერეს გუნდს დაპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში, ემენიკესა და მბას გოლებით ნიგერიამ 2:1 დაამარცხა მეტოქე და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე მალის ნაკრები იყო. ნიგერიამ 4:1 დაამარცხა მეტოქე.

ფინალში მეტოქე კვლავ ბურკინა ფასო იყო, რომელთან ერთადაც ნიგერია ჯგუფშიც იყო. მაშინ შეხვედრა ფრედ დასრულდა, ფინალში კი ნიგერიამ მბას გოლით იმარჯვა და მესამე ტიტული მოიპოვა.

გასული სეზონის 10 გამორჩეული მოვლენა


6.ნანატრი დერბის მოგება ფინალში

მადრიდის "ატლეტიკოს" 1999 წლის შემდეგ არ დაემარცხებინა მოსისხლე მტერი "რეალი". წელსაც, დიდი მოლოდინის მიუხედავად, ჩემპიონატში ორივე მატჩი წააგო "როხიბლანკომ" მათთან და ინჩასები კიდევ ერთხელ დატოვა გაწბილებული, თუმცა მაისში ამდენი უიღბლობა დიდი სიხარულით შეიცვალა.

"რეალი" და "ატლეტიკო" ესპანეთის თასის ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს "სანტიაგო ბერნაბეუზე". მიუხედავად იმისა, რომ "რეალი" დებიუტშივე გავიდა წინ, "როხიბლანკომ" შეძლო და კოშტას გოლით გაათანაბრა, ხოლო დამატებით დროში ჟოაო მირანდამ შეაგდო და თავის კლუბს მე-10 ტიტული მოუპოვა.

გასული სეზონის 10 გამორჩეული მოვლენა


5.ბასკების დაბრუნება ლიგაზე

სავარაუდოდ სეზონის ყველაზე დიდ მოულოდნელობაზე გვაქვს საუბარი. სეზონის დაწყების წინ, ალბათ ვერც "სოსიედადის"ინჩასები ვერ წარმოიდგენდნენ თავიანთი საყვარელი კლუბის ამხელა წარმატებას. მათი მთავარი მიზანი ხომ ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო.

სეზონი "სოსიედადმა" ისე დაიწყო, რომ ვერავინ იფიქრებდა თუ ამ კლუბს რაიმე სერიოზულის შემოთავაზება შეეძლო. 10 ტურში კლუბს უკვე 6 წაგება ჰქონდა, თუმცა ამის შემდგომ კლუბს მეორე სუნთქვა გაეხსნა. მეორე წრეში სან-სებასტიანურმა კლუბმა სულ ერთი შეხვედრა წააგო ("ხეტაფესთან").
სასწაული შეხვედრა მოუგო "ბარსელონას", როდესაც კლუბი 0:2 აგებდა და 3:2 მოგება მოახერხა. აგრეთვე, ორივე შეხვედრა მოუგო "მალაგას", "სევილიასა" და "ვალენსიას", "ვისენტე კალდერონზე" დაამარცხა მადრიდის "ატლეტიკო".

თუმცა, ბოლო ტურებში "სოსიედადმა" ქულები დაკარგა და მე-4 პოზიციაც, მაგრამ ბოლო ტურში "ვალენსიამ" გასვლაზე "სევილიასთან" წააგო, ხოლო ბასკებმა გასვლაზე "დეპორტივოს" მოუგეს. შესაბამისად, "ჩური ურდინი" ლიგაზე დაბრუნდა.

გასული სეზონის 10 გამორჩეული მოვლენა


4.პარიზელების დაბრუნება

გასული სეზონის დაწყებამდე "პარის სენ-ჟერმენს" ლიგა 1 სულ 2-ჯერ ჰქონდა მოგებული და ბოლოს ეს 1994 წელს ჰქონდა გაკეთებული.

ბოლო ორი წლის მანძილზე კლუბში ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდო. 2012 წელს კლუბი მეორე ადგილს დასჯერდა "მონპელიესთან" ჭიდილში, თუმცა გასული სეზონი კლუბმა შესანიშნავად ჩაატარა და ერთი ამოსუნთქვით მოიგო ჩემპიონატი 19-წლიანი პაუზის შემდეგ.

ამ ყველაფერში უდიდესი წვრილი რაღა თქმა უნდა ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიუძღვის, რომელიც 30 გატანილი გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გასული სეზონის 10 გამორჩეული მოვლენა


3.მანჩესტერის" მე-20 და დამშვიდობება ფერგისთან

ფერგის მე-13 და "იუნაიტედის" მე-20 საჩემპიონო ტიტული. ფერგიმ დაამრგვალა და წავიდა! როდესაც ის "ეშმაკუნებში" მივიდა, კლუბი 11 საჩემპიონო ტიტულით ჩამორჩებოდა საძულველ "ლივერპულს", თუმცა მან თითქოს შეუძლებელი შეძლო და ორი საჩემპიონო ტიტულით გადაასწრო მერსესაიდულ კლუბს.

განვლილი სეზონი "მანჩესტერმა" ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა და მთელი სეზონის განმალობაში არავის გასჩენია კითხვა თუ ვინ გახდებოდა ინგლისის ჩემპიონი.

ფერგიუსონისა და ასევე სქოულზის წასვლით, "იუნაიტედში" უდიდესი ეპოქა დასრულდა და ახალ დევიდ მოიესის ეპოქას ეყრება საფუძველი. სულ მალე ვნახავთ, თუ რა გამოვა ამ ყველაფრისგან.

გასული სეზონის 10 გამორჩეული მოვლენა


2.ბრაზილიის გამარჯვება

ჯგუფში მათ მექსიკა, იაპონია და იტალია დაამარცხეს, სადაც ეჭვს არ იწვევდა მათი დომინირება.

1/2 ფინალში კი ბრაზილიას ყველაზე მეტად გაუჭირდა და დიეგო ფორლანს პენალტი რომ გაეტანა, შესაძლოა ბრაზილიის ტრიუმფზე აღარც დაგვეწერა. მთლიანად შეხვედრაშიც, ბრაზილია ვერაფრით ჯობდა ურუგვაის და ეს იყო ალბათ ერთადერთი შეხვედრა ამ ტურნირზე, როდესაც ბრაზილიამ მეტოქე ვერ დაჯაბნა თამაშით. "სელესაომ" დიდწილად იღბლის ხარჯზე დაჯაბნა მეტოქე.

ფინალში კი, ბევრისთვის მოულოდნელად, ძალიან მარტივად დაჩაგრა ბრაზილიამ ესპანეთის ნაკრები 3:0. ესპანეთის ნაკრები მთელი მატჩის მანძილზე ფაქტობრივად უშანსოდ იყო, პედროსა და რამოსის მომენტებს თუ არ ჩავთვლით.

ბრაზილიის ტრიუმფის მთავარი მონაწილე რასაკვირველია ნეიმარი იყო, რომელიც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ფრედი, რომელიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, რომ ფერნანდო ტორესმა, რომელსაც ფრედის მსგავსად 5 გოლი გაიტანა, ეს უფრო ცოტა სათამაშო დროში მოახერხა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ტორესმა 4 გოლის გატანა ქუჩის, სამოყვარულო დონის ნაკრებ ტაიტთან მოახერხა, როცა ფრედმა იტალიას, ურუგვაის და ესპანეთს გაუტანა უმნიშვნელოვანესი გოლები.

გამოსარჩევია აგრეთვე დავიდ ლუისის, ტიაგო სილვას, პაულინიოს, ჟულიო სეზარის და ზოგადად მთელი გუნდის ასპარეზობა. ცალკე საუბრის თემაა, ლუის-ფელიპე სკოლარი, რომელმაც ნაკრებში დაბრუნების შემდგომ უდიდესი სამუშაო გასწია და მალევე სასურველ შედეგს მიაღწია.

გასული სეზონის 10 გამორჩეული მოვლენა


1.გერმანული ფეხბურთის ტრიუმფი

გერმანელთა ტრიუმფი 2012/2013 წლების სეზონში

გერმანია ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი საფეხბურთო ქვეყანაა, რომლის კლუბების მიზანი ევროტურნირებზე წარმატებით თამაშია. გერმანიას ჰყავს ისეთი კლუბები, როგორებიც არიან „შალკე 04“, ლევერკუზენის „ბაიერი“, დორტმუნდის „ბორუსია“ და რაღა თქმა უნდა მიუნხენის „ბაიერნი“ - მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი.

თუმცა, ბოლო წლების მანძილზე, ევროპაში საფეხბურთო ამინდს გერმანია ნამდვილად ვერ ქმნიდა. ბოლოს გერმანულ კლუბს საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული გათამაშება ჩემპიონთა ლიგა 2000/2001 წლების სეზონში ჰქონდა მოგებული, როდესაც მიუნხენის „ბაიერნმა“ პენალტების სერიაში დაამარცხა ესპანური „ვალენსია“.

გარდა ამისა, დიდი ხანია რაიმე ღირებული არ მოუგია გერმანიის ნაკრებსაც. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე იყო ახლოს ბუნდესგუნდი წარმატებასთან, მაგრამ ევრო 2008-ზე ისინი ფინალში დამარცხდნენ, მსოფლიოს 2010-წლის ჩემპიონატზე მე-3 ადგილს დასჯერდნენ და ევრო 2012-ზე მხოლოდ 1/2 ფინალში გასვლით დაკმაყოფილდნენ.

გასული სამი წელი, გერმანული ფეხბურთის მოყვარულთათვის ძალზე მძიმე გადასატანი იყო, რადგან მიუნხენის „ბაიერნი“ ამ პერიოდში სამჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ჯერ მილანის „ინტერთან“ დამარცხდა 2009/2010 წლების სეზონში და ორ წელში „ჩელსისთან“ პენალტების სერიაში წააგო მოსაგები მატჩი. განსაკუთრებით მტკივნეული იმიტომ გახლდათ ლონდონელებთან წაგება, რომ „რეკორდმაისტერი“ ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა მთელი შეხვედრის მანძილზე. გოლიც ბოლო წუთებზე გაუშვა და დამატებულ დროში არიენ რობენმა პენალტი ვერ გაიტანა. რაც ყველაზე სამწუხაროა, ფინალი სწორედ „ბაიერნის“ გრანდიოზულ სტადიონზე „ალიანს არენაზე“ იმართებოდა და თამაშის შემდგომ ჩვენ ათასობით მომტირალ სახეს ვხედავდით...

„ბაიერნის“ გარდა, ნელ-ნელა პოზიციების დაბრუნებას „ბორუსიაც“ იწყებდა, რომელიც ფინანსური კრიზისის გამო, კინაღამ გაკოტრდა რამდენიმე წლის წინ (აღსანიშნავია, რომ „ბორუსიას“ გადარჩენაში „ბაიერნმაც“ მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე მილიონი გადაურიცხა რურის კლუბს“). ახალგაზრდა სპეციალისტმა იურგენ კლოპმა იმდენი გააკეთა, რასაც სამი წლის წინ ვერც ერთი „ბორუსიას“ ქომაგი ვერ იოცნებებდა. მან მინიმალური დანახარჯებით შეძლო და დიდებული გუნდი შექმნა. მან ყველასთვის უცნობი მოთამაშეებით შეძლო და უმაღლეს შედეგს მიაღწია. 2010 წლის დასაწყისში ალბათ მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა თუ იცოდნენ ნური შაჰინის, შინჯი კაგავას და მარიო გიოტეს ვინაობა, სეზონის ბოლოს მათ მთელი გერმანია იცნობდა, როგორც ამომავალ ვარსკვლავებად. გერმანიაში „ბაიერნის“ შემდგომ კიდევ ერთი უმაღლესი კლუბი გამოჩნდა ამ ეპოქაში. „ბორუსიას“ ტოვებდნენ ლიდერები, თუმცა კლოპს არ უჭირდა მათი შემცვლელის პოვნა. 2010/2011 წლების შემდგომ კლუბი დატოვა ნური შაჰინმა, მაგრამ მის შემცვლელი ილკაი გიუნდოგანი კიდევ უფრო კარგად ათამაშდა. აგრეთვე, წინა სეზონის გოლეადორი ლუკას ბარიოსი რობერტ ლევანდოვსკიმ ჩაანაცვლად, მაგრამ „ბორუსიას“ ჩავარდნის არაფერი ეტყობოდა, კლუბი მართალია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა, მაგრამ გერმანიის ჩემპიონობა და გერმანიის თასი არავის არ დაუთმო. სეზონის დასრულების შემდეგ კი, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ 2012/2013 წლების სეზონში მისი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით თამაში იყო. ბევრს კვლავ არ სჯეროდა „ბორუსიასი“, თუმცა იურგენ კლოპმა კვლავ დაადუმა სკეპტიკოსები. ახლა კი, უმჯობესია შევეშვათ წინა წლების მოკლე განხილვას და მთლიანად 2012/2013 წლების სეზონზე გადავინაცვლოდ.


2012/2013 წლების სეზონში, გერმანიას შეეძლო უკვე 4 გუნდი გაეყვანა ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან გერმანიამ საკლუბო დონეზე იტალიას გადაასწრო კოეფიციენტებით და ერთი ადგილი წაართვა ჩემპიონთა ლიგაზე. თუმცა, მიუნხენგლადბახის „ბორუსიამ“ ეს შანსი ვერ გამოიყენა, კიევის „დინამოსთან“ გავარდა საკვალიფიკაციო ეტაპზე და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.

გერმანიას ჩემპიონთა ლიგაზე სამი კლუბი დარჩა: „ბაიერნი“, „ბორუსიას“ და „შალკე“. ამათგან, „შალკეს“ შედარებით მოკრძალებული მიზნები ჰქონდა და მათი უმთავრესი მიზანი 1/4 ფინალში გასვლა იყო, ხოლო „ბაიერნისა“ და „ბორუსიას“ მიზნები ბევრად სერიოზული და რთულად შესასრულებელი იყო. „რეკორდმაისტერის მიზანი იყო, რომ სამწლიანი უიღბლობის შემდეგ ბოლოსდაბოლოს მოეგოთ ნანატრი ჩემპიონთა ლიგა. თავის მხრივ, „ბორუსიას“ მიზანი იყო, დაემტკიცებინა, რომ ისინი არ იყვნენ მხოლოდ შიდა ჩემპიონატის გუნდი.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ორივე გუნდი საკმაოდ გაძლიერდა. განსაკუთრებით, ეს „ბაიერნზე“ ითქმის. კლუბმა ყველაზე პრობლემატური პოზიცია ცენტრალური დაცვა გააძლიერა და „გლადბახის“ ბრაზილიელი მცველი დანტე შეიძინა, საყრდენის პოზიციაზე კლუბმა რეკორდულ ფასად 40 მილიონ ევროდ, ხავი მარტინესი შეიძინა, ხოლო თავდამსხმაში კლუბმა მარიო მანძუკიჩი მოიყვანა.

რაც შეეხება „ბორუსიას“ ეს კლუბი კიდევ ერთმა ლიდერმა შინჯი კაგავამ დატოვა, თუმცა ალბათ სიმართლეს ვიტყვი, რომ კლუბმა უკეთესი შემცვლელი იპოვნა. საუბარია მარკო როისზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა დღევანდელ ფეხბურთში. მის გარდა, „ბორუსიამ“ იულიან შიბერი დაიმატა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრით, „ბაიერნი“ კმაყოფილი დარჩა, რასაც „ბორუსიაზე“ ვერ ვიტყვით. „ბაიერნის“ მეტოქენი „ვალენსია“, „ლილი“ და „ბატე“ იყვნენ, საიდანაც რეალურად „ვალენსიას“ თუ შეეძლო რაიმე დაბრკოლების შექმნა. „ბორუსიას“ მეტოქენი კი, სამი ქვეყნის ჩემპიონი: „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „აიაქსი“ იყვნენ. შეიკრა სიკვდილის ან ჩემპიონთა ჯგუფი. უმეტესობა, ვარაუდობდა, რომ ჯგუფიდან „სიტი“ და „რეალი“ გავიდოდა, თუმცა „ბორუსიამ“ კვლავ ყველა გააოცა. პირველ ტურში მათ „აიაქსი“ დაამარცხეს შინ 1:0. მეორე ტურში კი კლუბს ურთულესი გასვლა ელოდა „სიტისთან“, მაგრამ „ბორუსიამ“ ყველა კომპონენტში დაჩაგრა მეტოქე და მხოლოდ ბედს უნდა დააბრალონ, რომ ბოლო წუთზე „სიტიმ“ პენალტით მოახერხა გათანაბრება. მოსაგები თამაში კი იყო, მაგრამ „ყვითლებს“ ეს შედეგიც აწყობდათ. კვლავ გამოჩნდა კლოპის განსწვლულობა, რომელმაც ვიზავი რობერტო მანჩინი აშკარად დაჩაგრა. მესამე და მეოთხე ტურში „ბორუსია“ „რეალს“ ხვდებოდა, სადაც ყველა დაარწმუნა, რომ ამ გუნდის მიზნები შეესაბამებოდა რეალობას. „ბორუსიამ“ შინ დაამარცხა მადრიდული გრანდი, ხოლო გასვლაზე ფრედ ითამაშა და აქაც ბოლო წუთზე გაუშვა გოლი. მეხუთე და მეექვსე ტურში კი, „ბორუსიამ“ მარტივად დაამარცხა „აიაქსი“ და „სიტი“ და 1/8 ფინალში გავიდა.

ადვილად გავიდა „ბაიერნიც“, რომელმაც „ბატესთან“ ბელარუსში განცდილ ფიასკოს თუ არ ჩავთვლით, შესანიშნავად ჩაატარა ჯგუფი და ამის გარდა, მხოლოდ „მესტალიაზე“ დაკარგა ქულები „ვალენსიასთან“. „რეკორდმაისტერმა“ და „ვალენსიამ“ თანაბარი ქულები დააგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრების წყალობით, პირველზე „ბაიერნი“ გავიდა (შინ 2:1 დაამარცხა „ლოს ჩე“).

აღსანიშნავია, „შალკეს“ წარმატებაც, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა თავის ჯგუფში, რომელშიც „არსენალი“, „ოლიმპიაკოსი“ და „მონპელიე“ იყვნენ მისი მეტოქენი.

ამასობაში, ყველაფერი გამოიკვეთა გერმანიის ჩემპიონატში და დეკემბერშივე გამოჩნდა, რომ „ბაიერნი“ დიდი უპირატესობით მოიგებდა ჩემპიონატს, ხოლო „დორტმუნდი“ მეორე ადგილს დაიკავებდა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ამიტომაც, ორივე კლუბი სრული ძალებით გადაერთო ჩემპიონთა ლიგაზე.

1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრაზე, ყველაზე ნაკლებად „ბაიერნს“ გაუმართა, რომელსაც ლონდონის „არსენალი“ დაეჯახა, „ბორუსიას“ დონეცკის „შახტარი“ ერგო, ხოლო „შალკეს“ თურქული „გალათასარაი“.

„ბაიერნმა“ პირველივე თამაშში გადაწყვიტა გამსვლელი ბედი და 3:1 დაამარცხა მეტოქე გასვლაზე, მაგრამ კონცენტრაციის ნაკლებობისა და შესაძლოა მეტოქის დაუფასებლობის გამოც, განმეორებითი მატჩის ბოლოს კვლავ შეიქმნა ამ წყვილში, თუმცა საბოლოოდ 0:2-ზე წაგების მიუხედავად მაინც „ბაიერნი“ გავიდა შემდეგ ეტაპზე. „ბაიერნმა“ კი სამომავლოდ შესანიშნავი გაკვეთილი მიიღო, რომ სამომავლოდ აღარ მოდუნებულიყვნენ მსგავსს სიტუაციაში.

„ბორუსია“ საკმაოდ მარტივად, ორი მატჩის ჯამში 5:2 გაცდა „შახტარს“. „შალკე“ კი, ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა „გალათასარაისთან“ და ლიგას გამოემშვიდობა.

1/4 ფინალში, „ბაიერნს“ ტურინის „იუვენტუსი“ შეხვდა, ხოლო „ბორუსია“ „მალაგას“. ბევრი ვარაუდობდა, რომ ბრძოლა პირველ წყვილში იქნებოდა, ხოლო მეორეში „ბორუსია“ გავიდოდა მარტივად, მაგრამ პირიქით მოხდა. „ბაიერნმა“ ორი მატჩის ჯამში 4:0 დაამარცხა მეტოქე, ხოლო იმ წყვილში ბოლო წამამდე ბრძოლა იყო. პირველი შეხვედრა „ლა როსალედაზე“ ფრედ 0:0 დასრულდა, ხოლო მეორე მატჩში 90-ე წუთამდე „მალაგა“ იგებდა 1:2, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ 4 წუთში მოხდა ისეთი სასწაული, როგორებიც ათწლეულში ერთხელ მოხდეს შესაძლოა. ჯერ 91-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაათანაბრა, ხოლო შემდგომ 93-ე წუთზე ფელიპე სანტანამ გაიტანა გადამწყვეტი გოლი. „სიგნალ იდუნა პარკზე“ ნამდვილი საგიჟეთი შეიქმნა.

ამოსობაში, გერმანიის თასზე „ბაიერნმა“ „ბორუსია“ დაამარცხა 1/4 ფინალში და გერმანიის ჩემპიონობაც ოფიციალურად გაინაღდა. ჩემპიონთა ლიგაზე კი, გადამწყვეტი ეტაპი დადგა. 1/2 ფინალში გერმანულ-ესპანური დუელი უნდა გამართულიყო. „ბაიერნი“-„ბარსელონა“ და „დორტმუნდი“-„რეალი“. ბევრი ფავორიტებად, მაინც ესპანელებს მიიჩნევდა, მაგრამ....

პირველივე შეხვედრებში ამ აზრს არსებობის უფლება გამოეცალა. „ბაიერნმა“ 4:0 გაანადგურა მეტოქე, ხოლო „ბორუსიამ“ 4:1 დაამარცხა „რეალი“ რობერტ ლევანდოვსკის პოკერის წყალობით. განმეორებით მატჩებში, „ბაიერნმა“ 3:0 გაანადგურა „ბლაუგრანა“, ხოლო „რეალმა“ ბოლომდე იბრძოლა და გვარიანად ანერვიულა „ბორუსიას“ ქომაგები. თუმცა, 2:0 არ იყო საკმარისი. „ბორუსია“ ფინალში გავიდა და ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთმანეთს გერმანული კლუბები უნდა დაპირისპირებოდნენ.

ფავორიტებად მიუნხენელები ითვლებოდნენ, თუმცა „უემბლიზე“ სტატისტის როლში გამგზავრებას არც კლოპის გუნდი აპირებდა. მთავარი დანაკლისი „ბორუსია“ მარიო გიოტცე ყავდა, რომელმაც ფინალი ტრავმის გამო გამოტოვა (აღსანიშნავია, რომ გიოტცე მომდევნო სეზონიდან „ბაიერნში“ ითამაშებს). გამარჯვების შემთხვევაში, „ბაიერნს“ შანსი ჰქონდა, რომ ჰეთ-თრიქი შეესრულებინა, რაც პირველი შემთხვევა იქნებოდა გერმანული ფეხბურთის ისტორიაში.

ფინალმა მაყურებლის მოლოდინი სრულად გაამართლა. პირველ ტაიმში ორივე კლუბს შეეძლო გატანა, თუმცა მანუელ ნოიერსა და რომან ვაინდეფელერს ვერავი აჯობა. კვლავ ყურადღების ცენტრში იყო არიენ რობენი, რომელმაც რამდენიმეჯერ ხელსაყრელი მომენტი გააცუდა.

მეორე ტაიმში, „ბაიერნმა“ უპირატესობა ხელთ იგდო. არიენ რობენი და ფრანკ რიბერი შეუჩერებელნი იყვნენ და მათი დიდებული თამაშის შემდეგ მარიო მანძუკიჩმა გახსნა ანგარიში. „ბორუსია“ არ დანებებულა და ბრძოლას აგრძელებდა, რაც მალე შედეგში აისახა. მარკო როისთან ორთაბრძოლაში ნიკოლა პენალტი დანიშნა, რომელიც გიუნდოგანმა აქცია გოლად. ამის შემდეგ, „ბაიერნმა“ შტურმი მოუწყო მეტოქეს, მაგრამ ვაინდენფელერმა სასწაული ბურთები აუღო შვაინსტაიგერს, ალაბას, მიულერსა და მანძუკიჩს. 89-ე წუთზე კი ისიც ვერაფერს გახდა. აიწყვიტა „მფრინავმა ჰოლანდიელმა“ ორი მეტოქე ჩამოიშორა და გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო! ნამდვილი ზეიმი! სიხარულისა ცრემლები და გიჟური ოვაციები! დაუვიწყარი დღე „ბაიერნის“ ქომაგთათვის, 12 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის თასი კვლავ მიუნხენში მიდიოდა! საპასუხოდ, დადუმებულიყო ყვითელი მხარე, მაგრამ „ბორუსიამ“ არსებული რესურსებით მაქსიმუმი შეძლო და მსოფლიოს მასშტაბით მეორე გუნდის სახელი მოიპოვა გასულ წელს, რაც უდავოდ იურგენ კლოპის დამსახურებაა, ისივე როგორც „ბაიერნთან“ მიმართებაში იუპ ჰაინკესის.

ბოლოს „ბაიერნმა“ გერმანიის თასიც მოიგო „შტუტგარტთან“ (3:2) და ჰეთ-თრიქი შეასრულა. იუპ ჰაინკესმა, რომელიც „ბაიერნის“ მთავარი მწვრთვნელი უკვე აღარაა, შეძლო და ყველაფერი მოაგებინა კლუბს. მომავალ მწვრთვნელ პეპ გვარდიოლას დაუტოვა ფანტასტიური კლუბი და მას ყველა რესურსი აქვს საიმისოდ, რომ მისმა გუნდმა დომინირება განაგრძოს ევროპაში.

და მაინც, რამ განაპირობა გერმანელთა მსგავსი ტრიუმფი? ჩემი აზრით, გერმანელთა წარმატების მთავარი საიდუმლო, უმაღლეს დისციპლინაში, შრომისმოყვარეობაში, გამართულ ეკონომიკურ სისტემაში, მომთმენლობის უნარსა და ზოგად სწორ მენეჯმენტში მდგომაორებს. გერმანულ კლუბთა უმრავლესობა, მყარად არის გამართულად ფინანსურად, როდესაც სხვა ქვეყნის ბევრი კლუბი ვალებშია ჩაფლული, რაც ნამდვლიად გერმანელთა სწორ მენეჯმენტში აისახება. ცალკე აღნიშვნის ღირსნი არიან განსწავლული მწვრთვნელები და სკაუტები, რომელებიც თავის საქმეს იდეალურად ართმევენ თავს. ბოლო პერიოდში, გერმანულ ფეხბურთში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მწვრთვნელი და ფეხბურთელი გამოჩნდა, რომლითაც აუცილებლად უნდა იხეიროს გერმანულმა ფეხბურთმა, როგორც საკლუბო ისევე სანაკრებო დონეზე. ბუნდესლიგამ წელს ყველაზე მეტი ქულა დააგროვა უეფას რეიტინგით და კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა სხვადასხვა ქვეყნებში, რაც კიდევ უფრო აისახება ფინანსების მხრივ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანულ ფეხბურთს კიდევ უფრო დიდი პროგრესისთვის სერიოზული რესურსები და პოტენციალი გააჩნია. ამ ყველაფრის გამოყენება კი, გერმანელებს ნამდვილად არ ეშლებათ. მათ შეუძლიათ, რომ რამდენიმე წელში მიაღიონ ისეთ შედეგს, რომ უმაღლესი წარმატებისთვის არა ორი, არამედ რამდენიმე კლუბი იბრძოლებს ევროპაში.

აგვისტოსა, ხოლო შემდეგ კი დეკემბერში, გერმანულ ფეხბურთს დიდი შანსია მორიგი ტიტულები შეემატოს საკლუბო დონეზე. „ბაიერნი“ ჯერ „ჩელსის“ ხვდება ევროპის სუპერთასზე, რომელშიც გერმანელები უპირველეს ყოვლისა რევანშის უდიდესი სურვილით გავლენ, წინა წელს წაგებული ფინალის გამო, ხოლო შემდეგ კი, „ბაიერნი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს. ეს ყველაფერი კი, იუპ ჰაინკესის დამსახურებაა, რომლის წასვლის (თუ გაშვების) ამბავი ერთობ გაუგონარია. რამდენად სწორი იყო, სეზონის შუაში ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და გვარდიოლას დანიშვნა, ამას დრო გვიჩნებებს, ხოლო ჰაინკესმა კი თავის საქმე გადაჭარბებულადაც შეასრულა და საფუძველი ჩაუყარა „ბაიერნის“ ახალ გრანდიოზულ ეპოქას. ყველაზე დასაფასებელი კი ისაა, რომ „ბაიერნმა“ სამივე ტიტული ლამაზი და ლაღი თამაშით მოიგო. კლუბმა გერმანიის ჩემპიონატში 91 ქულა დააგროვა და რეკორდი მოხსნა, ხოლო გაიტანა 98 გოლი და მხოლოდ 18 გაუშვა, რაც მანამდე არნახული შედეგია. ჩემპიონთა ლიგაზე კი, კლუბმა 31 გოლი გაიტანა და მხოლოდ 11 გაუშვა.

ევროპულ ფეხბურთს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს....
---
9 კომენტარი
№1
ავტორი: NeymaR
7 აგვისტო 2013 19:48
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
საღოლ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№2
ავტორი: SAF
7 აგვისტო 2013 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ეს რამ დაგაწერინა ავტორ ბრავო derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№3
ავტორი: Amerigo
7 აგვისტო 2013 20:44
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
ბრავო
0
№4
ავტორი: Macklemore
7 აგვისტო 2013 23:30
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საღოლ ავტორ, ამ კომენტარს იმიტო ვწერ რო დაგიფასო ასეთუ ისე შრომა. ისე არ წამიკითხავს და წავიკითხავ ცოტა ხანში.
0
№5
ავტორი: nika bilaniunited
7 აგვისტო 2013 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ეხ ფერგი ფერგი
0
№6
ავტორი: don_vini
8 აგვისტო 2013 02:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
საღოლ ავტორ.(ლაშა) ..:), ძალიან კარგი სტატიაა.და წავიკიტხე რა თქმა უნდა.დიდი შრომაც გაქვს ჩადებული და მართლა ისედაც ძალაინ საინტერესო სტატიაა.მე ძალაინ მომეწონაა.ყველაფერი კარგათ არის გადმოცემული:)წარმატებებიი საშა:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№7
ავტორი: red devil
8 აგვისტო 2013 07:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor dzaan magari statiaaa. Borusia ki ligas imsaxurebda wels
0
№8
ავტორი: Manchester_M
8 აგვისტო 2013 08:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სგ ბოლომდე წავიკითხე მაგარი გიშრომია სგგგგგგგგგგგ....
0
№9
ავტორი: sHumaHer
8 აგვისტო 2013 11:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 90
სგ არტორ ბევრი გიწვალია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top