თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2013, 14:05
ავტორი: MATA - JM8,
ნანახია: 3167,
კომენტარები: 14
სილქნეტმა პრემიერ ლიგის მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა
დღეიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთგულ ქომაგს ექნება საშუალება უყუროს "მანჩესტერის" თამაშებს პირდაპირ ტრანსლაციიდან.
სილქნეტმა პრემიერ ლიგის მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა
სასტუმრო რედისონში ახალი არხის, Silk Sport HD პრეზენტაცია გაიმართება.
სილქნეტი ფეხბურთის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლეს ამზადებს. კომპანიამ პრემიერ ლიგის მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა და გულშემატკივრებს შესაძლებლობა ეძლევათ ინგლისური საფეხბურთო კლუბების პაექრობას, SilkTV–ის ახალი არხის, Silk Sport HD-ის მეშვეობით ადევნონ თვალი.
არხის Silk Sport HD პრეზენტაცია 10 აგვისტოს 14:00 სთ–ზე სასტუმრო რედისონში გაიმართება. შეხვედრაზე მოწვეულნი იქნებიან ცნობილი ფეხბურთელები, კომენტატორები, ფეხბურთის ქომაგები.
პრემიერ ლიგა 17 აგვისტოს იწყება. სეზონს არსენალი და ასტონ ვილა გახსნიან. თამაშს ახალი არხი HD ფორმატში გადასცემს. მატჩები მაღალკვალიფიციური კომენტარების თანხლებით წარიმართება.

დღეიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთგულ ქომაგს ექნება საშუალება უყუროს "მანჩესტერის" თამაშებს პირდაპირ ტრანსლაციიდან.

სიახლის წყარო: http://www.silknet.com/
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
7 აგვისტო 2013 18:26
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
GMG ფეხბურთზე ააღარ იქნება? ეს რამე ახალი არხია? ჩემ პაკეტში არაა მგონი და ნერვები მეშლებ უკვე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Macklemore
7 აგვისტო 2013 18:33
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
GMG თუ გამითიშეს მაგრად გამიტყდება. ესეც იყოს და ისიც! :D ისე მშვენიერია. ლივერპული არ ხსნის პრემიერ ლიგას???
0
№3
ავტორი: MAGNIFICENT 7
7 აგვისტო 2013 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
კარგიაააა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№4
ავტორი: VaRdo
7 აგვისტო 2013 18:36
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
თუ ვინმე ჩახედულია ამიხსნას რა და როგორ რა,.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Wazza
7 აგვისტო 2013 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 161
GMG ფეხბურთზე აღარ იქნება თუ ორივეზე იქება იცით ვინმემ?
0
№6
ავტორი: creep
7 აგვისტო 2013 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
GMG ანუ გლობალ მედია გრუფი სხვაა და სილკი სხვაა, იქნება კი უბრალოდ საკითხავი ისაა სილკი თუ გაუშვებს GMG-ის არხებს, საუბარი იყო იმაზე რომ უნდა ამოეღოთ მაგრამ ჯერ ჯერობით ისევ აჩვენებენ გმგ-ს, ნუ შეიძლება უბრალოდ სილკ-მა გმგ აღარ აჩვენოს და თავის მომხმარებლებს საკუთარი სილკ სპორტ ჰდ შესთავაზოს, თორე ვისაც სხვა ტვ აქვს მაგალითად გლობალ თვ ან კაუკასუსი ჩვეულებრივს გმგ-ს არხები ექნებათ.
0
№7
ავტორი: Tamara
7 აგვისტო 2013 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ექსკლუზიური უფლება ნიშნავს რო მარტო ამათ ექნებათ ))
0
№8
ავტორი: love united
7 აგვისტო 2013 18:50
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მოკლედ რა,ჯიემჯიზე უნდა იყოს ისევ...ჯერ როდის დაიწყეს მაგათმა თამაშების ჩვენება და ყოველთვის აჩვენებდნენ შეფერხებების გარეშე...ახლა გამოცოცხლდენ ესენი და ჯიემჯი კაი ხანია რაც მაყურებელზე ზრუნავს...იმედია იქნება ისევ თამაშები ჯიემჯიზე...
0
№9
ავტორი: SAF
7 აგვისტო 2013 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
მოიცააააა ეხლა ჩემ 15 ლარიან პაკეტში აღარ იქნება პრემიერლიგა? გავარტყი ამათ გადავალ კავკასუსზე..!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№10
ავტორი: frankie
7 აგვისტო 2013 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 148
წაიკითხეთ რა სტატია, 10 აგვისტოს იქნებაო პრეზენტაცია და თქვენთან როგორ იქნება ჯერ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ http://assets.sbnation.com/assets/2818167/duncanmiss.gif
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top