როგორც იტყობინება West Essex Guardian, "ვესტ ჰემი" ურჩევს ფერდინანდს არ მოაწეროს ხელი "იუნაიტედთან" კონტრაქტს და კონტრაქტის ამოწურვისთანავე გადავიდეს "ვესთ ჰემში", როგორც თავისუფალი აგენტი.
33 წლის ფერდინანდი, რომელსაც რეგულარულად აწუხებს ზურგის ტრავმა მომავალ სეზონში შეიძლება აღარ მოხვდეს "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში, ხოლო "ვესტ ჰემი" რიოს სისტემატიურად თამაშს და კარგ კომფორტს ჰპირდება.
შეგახსენებთ, რომ ფერდინანდი "ვესთ ჰემის" აღზრდილია. რიომ კლუბის აკადემია დაამთავრა და იმ დროში რაც "ვესტ ჰემში" თამაშობდა 157 მატჩის ჩატარება და 2 გოლის გატანა მოახერხა.