"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა არ გამორიცხა ისიც, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს "ოლდჰემ ატლეტიკის" მწვრთნელი გახდეს.
"ახლა რთულია რაიმეზე დაწვრილებით საუბარი. საერთოდ მე ვერ წარმოვიდგენ ჩემს ცხოვრებას ფეხბურთის გარეშე.
მე ძალიან მიყვარს კლუბი "ოლდჰემ ატლეტიკი" და რეგულარულად ვადევნებ თვალს თუ როგორ თამაშობენ და რა შედეგით დასრულდა მათი მატჩი.
როდესაც საშუალება მაქვს ჩემი ბიჭი და მე მათ თამაშებზე დავდივართ. შეიძლება ოდესღაც ამ კლუბის მწვრთენლი გავხდები" - ციტირებს სქოულზის სიტყვებს Daily Mail.