ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის შემდეგ, რომელშიც "იუნაიტედი" "ბრაგას" ხვდებოდა, გაჩნდა კიდევ უფრო მეტი კითხვა ლუიშ ნანის მომვალის შესახებ. კითხვა უფრო მეტია ვიდრე პასუხი.
ოდესღაც ( შეიძლება ახლაც) ლაპარაკობდნენ, რომ ლუიშ ნანი კრიშტიანუ რონალდუს კოპირებდა. შეიძლება სხვადასხვა კუთხიდან შევხედოთ ამ საკითხს, თუმცა "ბრაგასთან" მატჩის შემდეგ ლუიშ ნანიმ შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა
. "ამ მომენტისათვის კარგად ვგრძნობ თავს და მთელ ძალებს "იუნაიტედისათვის" ვხარჯავ. მე ვიცი იმ მიზეზების შესახებ, რომლების გამოც ვერ ვხვდები ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ არ მსურს მათზე საუბარი".
კითხვაზე თუ როგორი იქნებოდა ნანის მომავალი მან უპასუხა. "მხოლოდ ღმერთმა იცის რა მელოდება წინ" - დაასრულა ნანიმ.