თბილისი:
მანჩესტერი:
3-08-2013, 15:13
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2194,
კომენტარები: 2
ნემანია ვიდიჩის ვრცელი ინტერვიუ manutd.com-ისთვის!
კლუბის ოფიციალური საიტი manutd.com გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ნემანია ვიდიჩთან...
ნემანია ვიდიჩის ვრცელი ინტერვიუ manutd.com-ისთვის!
როგორი იყო თქვენი ზაფხულ, ინგლისის ჩემპიონის რანგში?


მე შესანიშნავი ზაფხული მქონდა. მე დასვენების ექვსი კვირა მივიღე. ეს იყო ყველაზე დიდ პერიოდიანი დასვენება ბოლო 6 - 7 წლის განმავლობაში. გამიხარდა, რომ ჩემს ოჯახთან ერთად დავისვენე და ცხელ მზესაც მივეფიცხე.


წინა სეზონის ტრიუმფზე უფრო ფიქრობთ, თუ უკვე მომავალ სეზონს ელით?


მე უკვე მომავალ სეზონზე ვფიქრობ! რა თქმა უნდა, ჩვენ ბედნიერები ვიყავით იმ ტიტული, რომელიც მოვიპოვეთ, გავიხაროდა მანჩესტერის ქუჩებში სიარული და აღლუმში მონაწილეობის მიღება. გულშემატკივარი ბევრი იყო ამ აღლუმზე, მაგრამ ისინი არა მარტო ამ დღეს გვიჭერდნენ მხარს, არამედ მთელი სეზონის მანძილზე. მაგრამ ახლა ჩვენს წინ დგას ახალი გამოწვევა. ჩვენ გვყავს ახალი მწვრთნელი, როგორც რამდენიმე ინგლისურ კლუბს, ასე რომ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს. ჩემთვის ყველაზე მთავარია ფორმაში ვიყო და გუნდს წარმატება მოვუტანო.


ნემანია ვიდიჩის ვრცელი ინტერვიუ manutd.com-ისთვის!


როგორ ჩაიარა პირველმა ვარჯიშებმა გასული თვის დასაწყისში?


კარგი იყო და რაც მთავარია ამ ვარჯიშებმა მაიძულა შეუპოვრად მემუშავა. სასიამოვნო იყო ბიჭებთან შეხვედრა და მათი მოსმენა, თუ როგორ გაატარეს ზაფხული. ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრეთ. ახლა კი სეზონის დაწყებას ველით.


ყოველი სეზონი, ეს ახალი გამოწვევაა. მაგრამ რა გრძნობებს გიღიძვებთ ეს სეზონი თქვნ და თქვენს თანაგუნდელებს?


მე აღფრთოვანებული ვიყავი იმ სამუშაოთი, რაც ჩვენ პირველივე ვარჯიშებიდან დავიწყეთ. გუნდის ყველა მოთამაშე ცდილობს ფორმის გაუმჯობესებას, სურთ მუშაობა და დაამტკიცონ, რომ ისინი იმდენად კარგები არიან, რომ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშონ.


ნემანია ვიდიჩის ვრცელი ინტერვიუ manutd.com-ისთვის!


როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება დევიდ მოიესზე?


მე ვფიქრობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მის დანიშვნაში არ შემცდარა, რადგან ის თავდაუზოგადავ გვავარჯიშებს და გადმოგვცემს ძალიან დიდ ენერგიას. მას აქვს სამუშაოს შესანიშნავი ეთიკა, რომელმაც "ევერტონში" წარმატება მოუტანა. ეს ჩვენი კლუბისთვისაც მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ დევიდი - დიდებული მწვრნელია, რომელიც სერ ალექსს კარგად შეცვლის.


6 აგვისტოს თქვენ "აიკის" წინააღმდეგ უნდა ჩაატაროთ მატჩი. რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი თქვენთვის, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სეზონი სულ მალე დაიწყება?


ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და გვიჩვენებს საბოლოოდ ჩვენს ფორმას ამ სეზონში. ასევე ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ისევ უნდა შევხვდეთ გულშემატკივრებს. ჩვენ მშვენიერ ადგილს უნდა ვესტუმროთ. ჩვენ იქ ყოფნამ უკვე წინა წელს მოგვიწია, ამიტომ ვიცით, თუ რამდენი სკანდინავიელი გულშემატკივარი გვიჭერს მხარს. ჩვენ ყველა, სულმოუთმენლად ველით ამ მატჩს.


ნემანია ვიდიჩის ვრცელი ინტერვიუ manutd.com-ისთვის!


ეს მატჩი თქვენთვის ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი, რადგან "აიკს" სეზონი უკვე დაწყებული აქვს.


დიახ ეს კარგი შემოწმება იქნებოდა. ჩვენ ჩვენი ძალები უნდა მოვცადოთ იმ გუნდთან, რომელიც ახლა ფიზიკურად ჩვენზე ძლიერია. ეს იქნება საუკეთესო ტესტ-მატჩი სუპერთასის წინ. რათქმაუნდა ამ ტიტულის მოპოვება ძალიან გვსურს, ხოლო შემდეგ რთული მატჩების სერია გველოდება. ეს ყველაზე რთული სეზონის დასაწყისია ბოლო 7-8 წლის მანძილზე. ამ მატჩებს მომზადებულები უნდა შევხვდეთ.


წყარო:http://redevils.ru
ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
3 აგვისტო 2013 15:19
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
წაიკითხეთ საინტერესო ინტერვიუა...
0
№2
ავტორი: red devil
3 აგვისტო 2013 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol lado magaria. Vida ki udzlieresi mcvelia da imedia tramvebi agar sheawuxebs.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top