ჰოლანდიელმა ახალწვეულმა აღიარა, რომ მას არ დაუკარგავს რწმენა თავის ძალებში, მაშინაც კი როდესაც "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" 0-2 აგებდა "ბრაგასთან".
"ეს ყოველთვის სულელურია, როდესაც მცველები საშუალებას აძლევენ ფეხბურთელს გაიტანოს ორჯერ თითქმის ერთი და იგივე სიტუაციიდან. მე პირველად ვთამაშობდი ამ დონეზე ამიტომ ცოტა დრო დამჭირდა ადაპტაციისთვის.
საბედნიეროდ ორი გაშვებული ბურთის შემდეგ კარგად დავიწყეთ თამაში და მაინც შევძელით მოგება. ჩვენ ვიცოდით, რომ შეგვეძლო ამ მატჩში დადებითი შედეგის დაფიქსირება.
"იუნაიტედი" - ფანტასტიური კლუბია, სადაც ბრწყინვალე ადამიანები არიან თავმოყრილნი. მე უფრო ვპროგრესირებ, როცა ყოველ დღე დიდ პროფესიონალებთან ერთად ვვარჯიშობ" - დაასრულა ბიუტნერმა.