სერ ალექს ფერგიუსონის ჩრდილი - "მანჩესტერ იუნაიტედში"....
სულ მალე პრემიერ-ლიგა ისევ განხლდება. იქნება ბევრი ახალი და საინტერესო. ახალი გოლები, გამარჯვებები და გმირები. მაგრამ ამ ჩემპიონატს ერთი გმირი გამოაკლდა. საქმე ერთ კაცზეა, რომელიც ინგლისის დედოფალს შოტლანდიურ ეროვნულ კილტებში შეხვდა. საქმე ეხება ალექს ფერგიუსონ, უფრო სწორად კი სერ ალექს ფერგიუსონს.2012-2013 წელს მოპოვებული ტიტული სერ ალექსმა ბრიტანულ ფეხბურთში დიდი დამსახურების გამო დაიმსახურა. ბევრის ფიქრებში სერ ალექსი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელია, რომელმაც კლუბს თავისი ცხოვრების 27 წელი მიუძღვნა. კლუბს, რომელთანაც მან მოიგო ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და 13-ჯერ ინგლისის ჩემპიონატი. "იუნაიტედში" ფერგიუსონმა ყველაფერი მოიგო რაც კი შეიძლებოდა. ინგლისში, ევროპაში, მსოფლიოში. ინგლისის სუპერთასი, უეფას სუპერთასი, თასთა თასების მფლობელი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ასე შემდეგ... მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედში" ცარიელი ხელებით არ მოსულა. თუ გადავხედავთ მის კარიერას შოტლანდიურ "აბერდინში" დავინახავთ, რომ მან 10 ტიტული სწორედ ამ კლუბში მოიპოვა. და კიდევ ის შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებსაც წვრთნიდა.

ზოგი მას მწვრთნელად დაიმახსოვრებს, რომელმაც ბექემს გაცხარებულმა ბუცი ესროლა. ზოგიც კევის სამუდამო მღეჭველად. მე კი სერ ალექს მისი ქრიზმის გამო დავიმახსოვრებ! რამდენი რამ გააკეთა მან "მანჩესტერისთვის" 27 წლის მანძილზე. ის ყოველთვის შემტევ, საინტერესო ფეხბურთს გვთავაზობდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში სერ ალექსი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. დამეთანხმეთ, რომ ძნელია გაიხსენოთ ისეთი მატჩი, სადაც სერ ალექსის ფეხბურთელები უბრალოდ გამარჯებისთვის არ იბრძოდნენ. ბოლო 20 წლის მანძილზე, ფერგიუსონმა ტიტული მხოლოდ სამჯერ ვერ მოიგო: 2002, 2004 და 2005 წლებში. "იუნაიტედი" სწორედ მან აქცია ასეთ დიდებულ, ძლიერ და მებრძოლ გუნდად.

ის არ მიდის "მანჩესტერ იუნაიტედიდან", ის უბრალოდ სამწვრთნელო სკამს ტოვებს. ფერგი კლუბში სხვა სტატუსით დარჩება. მან შექმნა კარგი სათამაშო, შემტევი ტაქტიკა, სადაც გამოცდილი მოთამაშეები შეხამებულნი არიან ახალგაზრდა მოთამაშეებში. ეს არის კლუბი, სადაც გამარჯვების სული ტრიალებს და სადაც არც ერთი ფეხბურთელი არ არსებობს, რომელსაც ტიტული არ მოუპოვებია. მან თავის შემცვლელს, რომელიც თავისივე სურვილით აირჩა - ინგლისის ჩემპიონები დაუტოვა. მან აირჩია თანამემაულე დევიდ მოიესი, რომელიც 10 წლის მანძლზე "ევერტონს" მეთაურობდა. მეთაურობდა და თანაც წარმატებით. ის თავისი მუშაობით და გარჯით რამდენჯერმე გახდა ინგლისის წლის საუკეთესო მწვრთნელი.


რათქმაუნდა, "ევერტონი" და "იუნაიტედი" ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მოიესს გაუჭირდება ამ დიდებულ კლუბზე გადაწყობა. კიდევ მას მოუწევს ფერგიუსონის ჩრდილში მოუშაობა, რადგან წარუმატებელი მატჩების შემდგომ იტყვიან:"ფერგი ამ სიტუაციაში სხვანაირად მოიქცეოდა!" წარუმატებლობაც იქნება. მოიესი არა მარტო ფერგიუსონის ჩრდილში იმუშავებს, ფერგიუსონი ყოველთვის მის ზურგთან იქნება. ფერგისუონი იქ იქნება, სადაც კლუბის ხელმძღვანელობა ზის მატჩების დროს. საერთო ჯამში კი - ინგლისში კიდევ დიდი ხანი უამრავი მწვრთნელი იქნება ფერგიუსონის და მისი წარმატების ჩრდილში!